Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საფრთხის შექმნა შეუძლია ერთ არხზე გასულ ერთ გადაცემას?


ექსპერტები - ირაკლი სესიაშვილი (მარჯვნივ) და ლევან ცუცქირიძე
ექსპერტები - ირაკლი სესიაშვილი (მარჯვნივ) და ლევან ცუცქირიძე
”იმედის” ეთერში 13 მარტს გასული ”მოდელირებულად” წოდებული ნახევარსაათიანი ”ქრონიკის” შესახებ მსჯელობა არ წყდება.

თავდაპირველად განიხილებოდა ის, თუ რა ფორმით და როგორი წარწერით უნდა გასულიყო იმიტირებული ”მომავლის ისტორია” ეთერში, რომ მოსახლეობაში პანიკა არ გამოეწვია. თავად ტელეკომპანია ”იმედი” ირწმუნება, რომ გადაცემის მიზანი არა მოსახლეობაში პანიკის გამოწვევა, არამედ მოსალოდნელი საფრთხის შეჩერება იყო.

ამის პარალელურად ყურადღებას იქცევს გამოხმაურება, რომელიც იმიტირებულ ”ქრონიკას” საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და საქართველოში მოღვაწე დიპლომატების მხრიდან მოჰყვა.

16 მარტს ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის განცხადებაც გავრცელდა, სადაც წერია: ”შესაძლოა, მომხდარიყო სახიფათო და სერიოზული ინციდენტები. მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ პირს - მომავალში სრულად გაითვალისწინოს საკუთარი ქმედებების შედეგები”.

რა საფრთხეები შექმნა 13 მარტის ”ქრონიკამ”? ამ საკითხზე სასაუბროდ რადიო თავისუფლების სადისკუსი მაგიდასთან მოვიწვიეთ ექსპერტები - ირაკლი სესიაშვილი და ლევან ცუცქირიძე.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG