მართალია, თურქეთში მიწისძვრა მოხდა, მაგრამ, ქართველი სეისმოლოგების თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არისო, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი”. ჩვენ სეისმურად ისეთ აქტიურ ზონაში არა ვართ, როგორც თურქეთი ან ჩილეო, - უთხრა გაზეთს სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა.
სხვა თემებს რაც შეეხება... გუშინ გაზეთების უმეტესობა ისვენებდა, რაც გამოვიდა კი, იქ კვლავინდებურად ადგილობრივი თვითმმართველობისათვის მზადების თემა ჭარბობს. ”სოციოლოგია გადაწყვეტილია, დეტალები - არა”, - წერს ”რეზონანსი” და ყურადღებას ლევან გაჩეჩილაძეზე ამახვილებს. მის მიმართ მოწოდებები ოპოზიციის ორივე ნაწილის მხრიდან საკმაოდ აქტიურად კეთდება და, ამასთან, ორივე მხარე აცხადებს, რომ გაჩეჩილაძესთან კონსულტაციებს აწარმოებენ,- წერს ავტორი და განაგრძობს: არსებობს არაოფიციალური ინფორმაციაც, რომ მან, შესაძლოა, მერობის კანდიდატად თავი ოპოზიციის ორივე ნაწილისგან დამოუკიდებლად დააყენოსო.
ზურაბ ნოღაიდელი მერობის კანდიდატი არ იქნება, მაგრამ პარტიიდან ერთ-ერთ წევრს დაასახელებს სოციოლოგიური გამოკითხვის პროცესშიო, - უთხრა ”რეზონანსს” ”სამართლიანი საქართველოსათვის” თავმჯდომარის მოადგილე ლევან როინიშვილმა, რომელიც გამოკითხვის პროცესს ასე აღწერს: ”სოციოლოგიური კომპანია ამოარჩევს რამდენიმე ასეულ ადამიანს, გამოკითხავენ და, სოციოლოგიურ თეორემაზე დაფუძნებით, ამბობენ, რომ მათ რომ ყველა გამოეკითხათ, 3-5 პროცენტიანი ცდომილებით, ანალოგიურ შედეგს მიიღებდნენო”.
”გაჩეჩილაძე ალასანიას წინააღმდეგ?” - კითხულობს ”ახალი თაობა”, რომელიც წერს, გაჩეჩილაძე მერის არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადებას თბილისში დაბრუნებისთანავე გააკეთებს. მანამდე კი მისი მეგობარი, ”დაიცავი საქართველოს” წევრი ბიძინა გეგიძე, აცხადებს, ლევანს არაერთი ლელო დაუდვია, მაგრამ მთავარი ლელოს დადება წინ არისო. მთავარი ლელო, როგორც ჩანს, მერის არჩევნებში გამარჯვებაა, - ასკვნის ”ახალი” თაობის ავტორი.
”ახალ თაობაშივე” ნახავთ ინტერვიუს სოზარ სუბართან, რომელიც კომენტარს აკეთებს ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე - რუსეთში დიდი პოლიტიკის საკეთებლად წავედიო. ”პირადად ჩემთვის დიდი პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნვა და არჩევნებში მონაწილეობაა”, - უთხრა სუბარმა ”ახალ თაობას”.
ბურჯანაძეზე ლაპარაკობს ”საქართველოს რესპუბლიკისათვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც, რომელიც ამბობს, ბურჯანაძემ და ნოღაიდელმა კარგად იციან, რომ მოსკოვში ვიზიტებით ისედაც მცირე ელექტორატს დაკარგავენ. ამიტომ, მათი გათვლით, თუ ისინი ხალხს სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ქართულ პროდუქციაზე რუსული ემბარგოს მოხსნას დაჰპირდებიან, რაც პუტინმა, შესაძლოა, შეუსრულოს კიდევაც, უფრო მეტ მომხრეს შეიძენენ, ვიდრე აქამდე ჰყავდათო.”