მიმოხილვას ”ვერსიით” დავიწყებთ, სადაც დღეს წაიკითხავთ ვრცელ ინტერვიუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილთან. ”მეც ერთი გაბრაზებული ამომრჩეველი ვარ და მინდა, ყველაფერი დავალაგო” - ხარატიშვილის ეს ფრაზაა გამოტანილი სტატიის სათაურად. ”ამდენი ხანია, არეულია ყველაფერი და მინდა დავალაგოო”, - უთხრა ხარატიშვილმა „ვერსიას“ და იქვე განმარტა, თუ რას გულისხმობს დალაგებაში. ”პირველ რიგში, უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ყველა პროცესი გამჭვირვალე, გასაგები და დასაბუთებული უნდა იყოს. გარდა ამისა, ინფორმაცია ყველა მხარეს უნდა იყოს გახსნილიო”, - თქვა მან.
”ვერსია” წერს ასევე დაპირისპირებაზე ”ალიანსში”. გაზეთი მას ”საფუძველშერყეულ გაერთიანებას” უწოდებს და რამდენიმე ვერსია მოჰყავს იმის თაობაზე, თუ რამ გამოიწვია დაპირისპირება - ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობა - ართანამშრომლობის საკითხმა თუ ”ალიანსთან” ლევან გაჩეჩილაძის შესაძლო თანამშრომლობამ. ”ალიანსის ერთობას განსხვავებულმა პოზიციებმა და განცხადებებმა წყალი რომ შეუყენეს, ფაქტია, თუმცა სამპარტიული კავშირის დაშლა მოახლოებული არჩევნების გამო, ფაქტობრივად, მაშინვე გამოირიცხაო”, - წერს ”ვერსია”.
”24 საათი” ყურადღებას ამახვილებს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, სერიალის გარდა, ფილმების ეთერში გადაცემა მაუწყებელს მხოლოდ პირველადი წარმოების ენაზე შეეძლება, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების პირობით. კანონპროექტის ინიციატორებთან ის პრობლემა გვაქვს, რომ ისინი ამ ინიციატივის მხოლოდ დადებით მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას და შეგნებულად უვლიან გვერდს უარყოფით კონტექტსს, - წერს ავტორი და, ამ უარყოფითი მხარეების ჩამოთვლის შემდეგ, სტატიას ასე ასრულებს: ”რას გვირჩევს კულტურის სამინისტრო - ვთარგმნოთ უცხოური ლიტერატურა თუ იმ დროს დაველოდოთ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ერთდროულად მრავალ ენაზე წერას, კითხვას და ლაპარაკს ისწავლის?”
”რეზონანსში” წაიკითხავთ, აფხაზეთის დეაფხაზიზაციის პროცესი დაიწყო, რისი პირველი ნაბიჯიც რუსეთის მოქალაქეებისათვის აფხაზეთში უძრავი ქონების დაუბრკოლებლად შეძენის უფლების მიცემა და იქ რუსული სამხედრო ბაზების შექმნააო. სტატიაში ნახსენები დეაფხაზიზაცია ექსპერტ მამუკა არეშიძის ტერმინია, რომელმაც გაზეთს უთხრა: ”ეს დოკუმენტები ხელს შეუწობს რუსეთის პოლიტიკურ თუ კომერციულ ელიტას ხელში ჩაიგდონ მთელი სანაპირო ზოლი. აფხაზეთის მთელი სიმდიდრე რუსეთის ხელში აღმოჩნდება და, აქედან გამომდინარე, აფხაზებს იქ აღარ დაედგომებათო”, - უთხრა მამუკა არეშიძემ ”რეზონანსს”.