1
წარწერა ენდი გარსიას ავტობუსზე - ენდი გარსიამ ერთი დღე საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაატარა. მსახიობი რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმში, რომელსაც პირობითად ”საქართველო” ჰქვია, საქართველოს პრეზიდენტს განასახიერებს. გადამღები ჯგუფი და ჰოლივუდის მსახიობები ერთი დღე ამ შენობაში იმუშავებენ.
ფილმის რეჟისორი, რენი ჰარლინი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, უკვე 2 კვირაა რაც იღებს სცენებს ფილმისთვის, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომს ეძღნება. საბრძოლო ოპერაციების ამსახველი სცენები გორსა და წალკაში გადაიღეს.