მიმოხილვას ”ვერსიით” დავიწყებ, სადაც დღეს წაიკიხავთ ინტერვიუს ქალაქის მერობის შესაძლო კანდიდატ გია ჭანტურიასთან. 90 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ კანდიდატი ვიქნები, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება 12 თებერვალს, პარტიის დაარსების ორი წლის თავზე, გახდება ცნობილიო, - ამბობს ჭანტურია, რომელიც თავის პოზიციას ასე აღწერს: ”არც პოზიციონერი ვარ და არც ოპოზიციონერი. საკუთარ თავს პარტიულ ჭრილში ვერ განვიხილავ, დამოუკიდებელი ფიგურა ვარ.”
„ვერსიაშივე“ ნახავთ ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც დავოსიდან დაბრუნდა და ჟურნალისტს იქ, ეკონომიკურ ფორუმზე, მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს. ”იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველო იზოლაციაშია. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს არსად იწვევენ. ამბობენ, სააკაშვილს გადატვირთული გრაფიკი აქვსო, არადა, ის მშვენივრად ახერხებს გამონახოს დრო თხილამურებსა და ციგურებზე სასრიალოდ”, - უთხრა „ვერსიას“ ნინო ბურჯანაძემ.
საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე უკრაინის ურთიერთობებს ეხება ”ახალი თაობისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ”ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი. სტატიის სათაურია ”გივი თარგამაძე უკრაინიდან გამოაძევეს.” ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც სააკაშვილი მიუნხენსა და დავოსში დადიოდა, ყელყელაობდა და თავს იწონებდა თავისი კონტაქტებით, - ამბობს სუბარი. შარშან კი ისე ჩაფრინდა მიუნხენში, რომ დაპატიჟებულიც არ ყოფილა; სიტყვით გამოსვლა მოითხოვა, არ მისცეს უფლება და შერცხვენილი დაბრუნდა უკანო.“
”რეზონანსი” წერს, ხელისუფლება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს მალავსო. ”ვენეციის კომისიის პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობასაც უჩივის, ხელისუფლებაში ძალთა ბალანსიც არ მოსწონს, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც აეჭვებს და სიტყვის თავისუფლებისაც”, - წერს ავტორი და ამატებს:”ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ჯანი ბუკიკიოს ამ შენიშვნებს ხელისუფლება ქვეყნის წარმატებად თვლის და საზოგადოების მოტყუებასაც იმით ცდილობს, რომ თითქოს მანიფესტაციების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები თვალით არ უნახავს.”
ბოლოს ”24 საათის” მოწინავე სტატიასაც გაგაცნობთ, რომელიც მოსაზრებაა, სათაურით „მოლოდინი“. ”დღეს მსოფლიო გატრუნულია... უკრაინის არჩევნების შედეგებს ველოდებით. იქ გამოიკვეთება კაცობრიობის განვითარების ვექტორი”, - წერს ავტორი, რომელიც სტატიაში ასეთ აზრს გამოთქვამს ქართული ოპოზიის შესახებ: ”რატომ არ გვინდა გავიგოთ, რომ ქართული ეგრეთ წოდებული არასაპარლამენტო ოპოზიცია ნაურუსეული და ჰამასისეული აზროვნების პოლიტიკოსებისგან შედგება? თუ მათი დემაგოგიური დემოკრატიულობაა დასაჯერებელი?” - სტატიას ”24 საათში” წაიკითხავთ.