მხატვარი, რომელმაც არტ-ავანგარდის პრინციპების დამკვიდრება მაშინ მოახერხა, როცა ჩვენში ყველაფერი დასავლური იდევნებოდა - სოლიკო ვირსალაძე. მის ნაძვის ხეს, "მაკნატუნას" ამ უკვდავ სახეს, "მუსიკაში გაცოცხლებული ფერწერა" უწოდეს.
შარშან ხელოვნების სამყარომ დიდი მხატვრის, სცენოგრაფის დაბადების ასი წლისთავი აღნიშნა. სიმონ (სოლიკო) ვირსალაძის იუბილეს ეხმაურება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "წითელი ზონაც", რომელიც ამჯერად ხელოვნებათმცოდნე გიორგი ხოშტარიას მასპინძლობს. "წითელი ზონა" მის ავტორს, გიორგი გვახარიას მიჰყავს.