ახალი წლის წინ მსოფლიო ბანკმა საქართველოს კარგი ამბავი ამცნო: მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ, სახელწოდებით “ბიზნესის კეთება 2010”, საქართველოს მეთერთმეტე ადგილი არგუნა ისეთი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების რიგში, როგორიცაა შვეცია, შვეიცარია და იაპონია. საქართველოს ხელისუფლება ამ მიღწევით ამაყობს, ექსპერტები კი შენიშნავენ: ბიზნესის დაწყება საქართველოში, მართლაც, გამარტივდა, თუმცა ასევე ძალიან იოლია მისი დაკარგვაო.
ბიზნესის კეთების თავისუფლების ინდექსის დასადგენად მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულ ყოველწლიურ კვლევაში 8000-მდე ექსპერტი მონაწილეობდა. რესპონდენტებს შორის იყვნენ მთავრობათა წარმომადგენლები, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა, ძირითადად, კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან. ეს პროცედურა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საკმაოდ ართულებს მანიპულაციასო, - ამბობს ლონდონის ეკონომიკური სკოლის ექსპერტი ფრანჩესკო კასელი, თუმცა ის ამგვარი კვლევის სხვა შეზღუდვებზეც მიუთითებს:
“ ბიზნესის კეთების რეიტინგი ბევრს გეუბნებათ ოფიციალურ ნორმებსა და ოფიციალურ ინსტიტუტებზე, ისე როგორც ეს სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით არის განსაზღვრული. მაგრამ ზოგჯერ აქ არსებობს ერთგვარი განსხვავება, რასაც ეკონომისტები უწოდებენ განსხვავებას დე-იურე და დე-ფაქტო ინსტიტუტებს შორის. ასე რომ, არაფერია მოულოდნელი, მაგალითად, იმაში, რომ ქვეყანაში, რომელიც ქაღალდზე ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, ბიზნესის კეთების ხელის შემწყობი კანონმდებლობისა და ნორმების თვალსაზრისით, ზოგადი გარემო და ამ კანონმდებლობის გამოყენება, შესაძლოა, ცოტა სარისკო იყოს.”
მსოფლიო ბანკი ბიზნესის კეთების რეიტინგს ათი სხვადასხვა ინდიკატორით ადგენს. მათ შორის არის ბიზნესის კეთების დაწყების სიმარტივე, ინვესტიციების დაცვა და გადასახადების გადახდა.
როგორც ირკვევა, საქართველო კერძო საკუთრების დარეგისტრირების სიმარტივით მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მხოლოდ საუდის არაბეთს ჩამორჩება. “ბიზნესის დაწყებისათვის პროცედურა საქართველოში სამ დღეს იკავებს, მაშინ როდესაც იგივე პროცედურა შეერთებულ შტატებში ექვს დღეს საჭიროებს, რუსეთში კი -30-ს“, - ამბობს სვეტლანა ბაგაუდინოვა, მსოფლიო ბანკის მკვლევარი საქართველოს საკითხებში.
“სინამდვილეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დღეისათვის ადგილობრივი მეწარმისათვის სულ რამდენიმე დღეა საკმარისი, რათა აამოქმედონ შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია. ჩვენ არ გვინდა ვამტკიცოთ, რომ ეს აუცილებლად ნიშნავს ეკონომიკის გაუმჯობესებას, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში ორჯერ გაიზარდა დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა მას შემდეგ, რაც ეს რეფორმები განხორციელდა.”
მსოფლიო ბანკი რეიტინგში არ მოხვედრილა, თუმცა ქართველი ექსპერტები მიუთითებენ, რომ ბიზნესის დაწყების გაიოლების კვალობაზე საქართველოში არსებობს ბიზნესის შენარჩუნების პრობლემა. პოლიტიკური რისკების არსებობის პირობებში საქართველოში ასევე ძალიან იოლია დაკარგო ბიზნესი, -ამბოს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი და მოჰყავს ბიზნესზე ზეწოლის რამდენიმე ფაქტი:
“ყველაზე გახმაურებული გახლავთ იმავე ყაზბეგის თემა. მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, სხვადასხვა სადავო საკითხების გამო შეჩერდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმოება საქართველოში, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მეწარმესთან ერთად მოეძებნა იმის საშუალებები, რომ წარმოებას გაეგრძელებინა საქმიანობა, - მით უფრო, რომ საკმაოდ საკამათო დარიცხულ გადასახადებზე იყო საუბარი, - ნაცვლად ამისა, ფაქტობრივად, თვეების განმავლობაში შეჩერდა, რის შემდეგაც კომპანია, რომელიც ერთ-ერთი პიონერია ადგილობრივი წარმოების, პრაქტიკულად კატასტროფის წინაშე იქნა დაყენებული.”
გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით. შესაბამისად, მეწარმეებზე, რომლებსაც არავითარი დამცავი მექანიზმი არ გააჩნიათ, პირდაპირ ხდება გადასახადების დარიცხვა:
“ნუ, ნორმალურ ქვეყნებში ასეთი ბიზნესმენისათვის თავდაცვის მექანიზმი გახლავთ სასამართლო ან კერძო არბიტრაჟი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ფაქტობრივად, ჩერდება ამა თუ იმ სანქციის მოქმედება. მაგრამ ჩვენთან ასე არ არის. პირველ რიგში დაგარიცხავენ გადასახადს, მერე წაგართმევენ და მერე გიწევს მტკიცება, რომ აქლემი არ ხარ.”
სხვათა შორის, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული ზემოხსენებული კვლევა ყველაფრით როდია საქართველოსათვის სასიხარულო. მაგალითად, გადასახადების გადახდის სიმარტივის მხრივ, საქართველოს რეიტინგში მხოლოდ 64-ე ადგილი ერგო. საშუალო ზომის კომპანიები საქართველოში წელიწადში 387 საათს კარგავენ გადასახადის გადახდის მომზადებაზე. ეს კი სამჯერ მეტია, ვიდრე ბრიტანელი ბიზნესმენი ხარჯავს მსგავსი ფულადი გადასახადისათვის. მსოფლიო ბანკის რეიტინგში კიდევ უფრო პირქუშად გამოიყურება საქმე ბიზნესის დახურვის თვალსაზრისით. საქართველო, ამ მხრივ, 95-ე ადგილზეა, რადგან გაკოტრების პრობლემის მოგვარებას საქართველოში სამი წელიწადი სჭირდება, მაშინ როდესაც, შედარებისათვის, ბრიტანეთში იგივე პროცედურა ერთ წელიწადს გრძელდება.