პირველ დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ქრისტიან-დემოკრატების მიერ წამოყენებული წინადადება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. საუბარია გახმაურებულ მკვლელობებზე, მათ შორის - სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეებზე. ქრისტიან-დემოკრატები თავიანთ ინიციატივას სამართლიანობის აღდგენის სურვილით ხსნიდნენ, უმრავლესობა კი თვლის, რომ ოპონენტების ინიციატივა პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მწვავე დებატების შემდეგ, სამშაბათს, დღის ბოლოს გამართულ კენჭისყრაზე, ეს საკითხი (17 ხმით 36-ის წინააღმდეგ) ჩავარდა.
ქრისტიან-დემოკრატები ითხოვდნენ ბოლო წლებში ”საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მიერ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობების საქმეთა შემოწმებასა და გამოძიებას”. ინიციატივა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა წარადგინა. მან თქვა, რომ დღემდე გახმაურებული მკვლელობების ”არც ერთი ეს გამოძიება არ ჩატარებულა იმ მიმართულებით, რა მოთხოვნაც რეალურად არის საზოგადოებაში... სამართლიანობის ბოლომდე აღდგენით და სიმართლის ბოლომდე გამოაშკარავებით.”
სწორედ იმიტომ, რომ ”სხვა სტრუქტურები ამა თუ იმ მიზეზის გამო უძლური არიან” და ხელს აფარებენ დამნაშავეებს, ახვლედიანის თქმით, ამ საქმეების გამოძიება ახლა ხალხის მიერ არჩეულმა ორგანომ - პარლამენტმა - უნდა იტვირთოს. „წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი იქნება ძალიან სერიოზულად დისკრედიტირებული“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მის გამოსვლას სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - გია ცაგარეიშვილის, ჯონდი ბაღათურიასა და დიმიტრი ლორთქიფანიძის - მხარდამჭერი კომენტარები მოჰყვა. თუმცა უფრო მასშტაბური იყო წინააღმდეგობის ტალღა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატების ინიციატივას უმრავლესობის ფლანგიდან შეხვდა. მაგალითად, უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა ახვლედიანის გამოსვლაში, როგორც თავად თქვა, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები დაინახა:
”ნამდვილად არ არის საქართველოს პარლამენტი ის ადგილი, სადაც პოლიტიკური კარიერა უნდა კეთდებოდეს, რომელიმე მკვლელობის გამო ან თუნდაც ძალიან მძიმე დანაშაულის გამო საკუთარი ქულების დაწერის გზით. ამის საშუალება არც თქვენ უნდა მოგვცეთ არასდროს და არც ჩვენ, ბუნებრივია, ხელს არ შეგიწყობთ იმაში, რომ სხვის უბედურებაზე ქულები ჩაიწეროთ”, - თქვა კუბლაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრს უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი გაბაშვილი იმ შემთხვევაში დაინახავდა, თუკი დღევანდელი ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებული არ იქნებოდა. გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ამჟამად ყველა დამნაშავე საკადრისად ისჯება და რომ ხელისუფლება დამნაშავეთა გამოვლენას არც საკუთარი წიაღიდან ერიდება.
უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი კი თვლის, რომ საპარლამენტო ოპოზიცია, გახმაურებული მკვლელობების ხელახალი გამოძიების ინიციატივის წამოყენებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის მიბაძვას ცდილობს:
”არასაპარლამენტო ოპოზიცია ამ საკითხს აყენებდა. სამწუხაროდ, ისინიც ამ ბიჭების უბედურებაზე და მათი მშობლების ტრაგედიაზე აგებდნენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას... და ახლა მათ გინდათ შეეჯიბროთ და პარლამენტში გადმოიტანოთ ეს საკითხი, რომ, ვითომ, აი, თქვენ საპარლამენტო მიმართულებიდან უტევთ ხელისუფლებას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ”
ეჭვმა, რომ ქრისტიან-დემოკრატები შვილმოკლული მშობლების ტრაგედიას პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ, არაერთხელ იჩინა თავი უმრავლესობის წარმომადგენელთა გამოსვლებში, რამაც აშკარად გააღიზიანა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე. ის ცდილობდა აეხსნა, თუ სად გადის ზღვარი ამა თუ იმ ოჯახის ტრაგედიასა და სახელმწიფოს ტრაგედიას შორის. აი, რა თქვა თარგამაძემ:
”ეს არის ვაზაგაშვილის, რობაქიძის, სხვათა და სხვათა პიროვნული ტრაგედიები, მაგრამ ეს პიროვნული ტრაგედიები გადაიზარდა სახელმწიფო ტრაგედიაში სწორედ იმის გამო, რომ მათ მკვლელობაში ჩართული იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც განასახიერებდნენ სახელმწიფოს, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ კანონიერ უფლებებს გადააჭარბეს და ჩათვალეს, რომ სახელმწიფო ისინი არიან; რომლებმაც ჩათვალეს, რომ პოლიციელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის ბრძანება უნდა გასცეს.”
ვიდრე პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა-არშექმნის გარშემო მწვავე დებატები მიმდინარეობდა, პარლამენტის შენობაში შესვლას ამაოდ ცდილობდნენ შვილმოკლული მშობლები, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის სახელით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე განცხადება 30 ნოემბერს შეიტანეს. მათ საკითხის განხილვის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლა და გამომსვლელთა მოსმენა სურდათ. საბოლოოდ, პარლამენტის შენობაში მათი არშეშვების მიზეზად გაუგებრობა დასახელდა - ითქვა, რომ მოკლული ახალგაზრდების მშობლების გვარები შეცდომით იყო შეტანილი ეგრეთ წოდებულ ”შავ სიაში” იმ ახალგაზრდების გვარებთან ერთად, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზეც განმარტა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც დეპუტატებს აგინებდნენ, წყალს ასხამდნენ და კვერცხებს ესროდნენ, პარლამენტის შენობაში შესვლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.