19 ნოემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაეგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი. ამ დრომდე ოსური მხარე შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ჟენევიდან დაბრუნებულმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვიდრე თბილისი ცხინვალს უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, ერგნეთის შეხვედრაში ოსური მხარე მონაწილეობას არ მიიღებს. ჩოჩიევი დე ფაქტო რესპუბლიკის ხუთ მოქალაქეს ქართული სპეცსამსახურების მიერ გატაცებულებად მიიჩნევს, რასაც ქართული მხარე კატეგორიულად უარყოფს. ბორის ჩოჩიევმა ცხინვალის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეებიც დაუკავშირდნენ და შეხვედრაში მონაწილეობა სთხოვეს, მაგრამ ოსური მხარის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ყველა შეხვედრაზე ითხოვს ქართველებისგან. ქართული მხარე კი ირწმუნება, რომ ამ ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ერგნეთის ბოლო შეხვედრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ თუ ქართველი სამართალდამცავები დაკარგულების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ, ოსურ მხარეს აუცილებლად გადასცემენ.
დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი ახალი ინიციატივით გამოდის. მან ამ საკითხის შესახებ ორი დღის წინ პირველად რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. გუშინდელ ბრიფინგზე კი კიდევ ერთხელ გაიმეორა – ოსური მხარე თანახმაა დაკავებულების გაცვლაზე პრინციპით ყველა-ყველაზე. თუმცა, იგი არ აკონკრეტებს, გულისხმობს თუ არა ყველაში ომამდე დაკავებულ და მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებიც სასჯელს საქართველოს ციხეებში იხდიან.
ყველა დაკავებულის გაცვლა ქართული მხარისთვის მიუღებელია. შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე უდანაშაულო ტირძნისელ მოზარდებში მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ვერ გაცვლის.
19 ნოემბერს ერგნეთში დანიშნული შეხვედრის გამართვის საკითხი გაურკვეველია. ასევე გაურკვეველი რჩება ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი არასრულწლოვანების გათავისუფლების საკითხი. ოსური მხარის ბოლო ინფორმაციით, მოზარდების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურ სხდომაზე უნდა მიიღონ, თუმცა ეს სასამართლო სხდომა არ იქნება.