Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ. ებრალიძე: “უახლოეს ხანებში საქართველოში მაინც ჩავალ”


13 ნოემბერს თბილისში საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის საქართველოს ფილიალის პრეზენტაცია გაიმართა. თუმცა, ღონისძიება სკანდალს ვერ ასცდა. საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლის და კონგრესზე დასწრების უფლება არ მისცა ალექსანდრე ებრალიძის წარმომადგენლებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები და მედია ალექსანდრე ებრელიძეს ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ, კრიმინალური წარსულის ბიზნესმენად მოიხსნიებენ. სანკტ-პეტერბურგში მოღვაწე ქართული წარმომავლობის ბიზნესმენს ტელეფონით “ეხო კავკაზას” კორესპონდენტი დემის პოლანდოვი დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა საქართველოში მისი წარმომადგენლების არშეშვებაზე.
XS
SM
MD
LG