”როცა პროდიუსერებისთვის ვუკრავ, მათ სახეებს არ ვუყურებ - წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაწარმოების შუა ნაწილში პარანოია მეწყება... ახალდაწერილ მუსიკას არა მუსიკოსებს, არამედ სხვა სპეციალობის და სხვანაირი ნიჭის მქონე ადამიანებს ვუჩვენებ ხოლმე: ასეთია ჩვენი პროფესიის საშინელი სპეციფიკა”, - ეს არის ნაწყვეტი ცნობილი ამერიკელი კინოკომპოზიტორის, ჰენრი მანჩინის (ამერიკულად ”მანსინის”), ავტობიოგრაფიიდან. მაესტროს აღიარება შემთხვევითი როდია: საქმე ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა კინოსათვის ფართო და სერიოზული თემაა, ის მუსიკათმცოდნეებისა და კინოკრიტიკოსების მიერ ნაკლებადაა შესწავლილი - ერთნი, როგორც ჩანს, მას მეორეხარისხოვან ხელოვნებად მიიჩნევენ, ხოლო კინომცოდნეებს მუსიკაში, სამწუხაროდ, ცოტა რამ გაეგებათ. ოჰაიოს შტატში დაბადებული იტალიელი ჰენრი მანჩინი ამერიკულ კინომუსიკაში მნიშვნელოვანი სიახლეების ავტორი გახდა - მან, პირველმა, ფილმში მუსიკისა და სიუჟეტის კონტრასტი შემოიღო. მაგალითად, მკვლელობის ეპიზოდს კინოსურათში ”ეშმას მიკარება” ქუჩის ორკესტრის მხიარული ჰანგები დაედო. ფილმი ”შარადა”, რომელშიც მთავარ როლებს ოდრე ჰეპბერნი და კერი გრანტი თამაშობენ, დეტექტიური პროლოგით, მუსიკის გარეშე, იწყება. სურათში მხოლოდ მოგვიანებით შემოდის მთავარი მუსიკალური თემა, რომელიც მაყურებელს აგრძნობინებს, რომ წინ მას უჩვეულო, გარკვეულწილად, რომანტიკული ისტორია ელის. მხოლოდ მანჩინის შეეძლო იდუმალების, ირონიის, სევდისა და რომანტიზმის ელეგანტური ნარევი შეექმნა.
ამერიკული კინომუსიკა, ტრადიციულად, კლასიკას ეყრდნობოდა ხოლმე. მაგალითად, წარმოშობით ევროპელების, ბერნარდ ჰერმანისა და ჯონ ვილიამსის, ნაწარმოებები გერმანული სიმფონიზმით იკვებებოდა. მანჩინის სულ სხვა ბეკგრაუნდი ჰქონდა - ის ჯაზმენი იყო და მისი მოღვაწეობა გლენ მილერის მიერ თავის ორკესტრში მიწვევით დაიწყო. ამგვარად, მანჩინი სხვისი მუსიკის მეარანჟირე გახდა, ხოლო მსოფლიო ეკრანზე ფილმი ”გლენ მილერ სტორი” გავიდა. მოგვიანებით ჰენრი კვალდაკვალ მიჰყვა რუსული წარმოშობის ჰოლივუდელი კომპოზიტორის დმიტრი ტიომკინის მიერ შემოღებულ სიახლეს: თითოეული ფილმისთვის იწერებოდა სასათაურო თემა. კინოსურათის ჩვენების დროს ეს თემა მრავალჯერ სხვადასხვა არანჟირებით მეორდებოდა და შესატყვის ემოციურ განწყობას ქმნიდა. სწორედ ასეთნაირად შეიქმნა მანჩინის ჰიტი ”მთვარიანი მდინარე”. მისივე სიმღერამ ფილმიდან ”საუზმე ტიფანისთან”, ოდრე ჰეპბერნის მონაწილეობით, ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ გრამფირფიტებზე და კომპაქტდისკებზე მისი 1000- მდე სხვადასხვა ვარიანტი ჩაიწერა. მან კომპოზიტორს პირველი ”ოსკარი” მოუტანა.
ჰენრი მანჩინის მამისათვის საცხოვრებლად იტალიიდან ამერიკაში გადასვლა თითქმის
ტრაგედიად იქცა. ახალ სამშობლოში მან იტალიაში მოპოვებული სოციალური სტატუსი დაკარგა: თავისუფალი მეწარმე ფოლადჩამომსხმელი ქარხნის უბრალო მუშა გახდა. თავის ვაჟიშვილს, ოსკარების მფლობელ ცნობილ კომპოზიტორს, ის სინანულით ეუბნებოდა ხოლმე: ”უნივერსიტეტი რომ დაგემთავრებინა, ახლა პროფესორი იქნებოდიო.” ალბათ, სწორედ ამიტომ ჰენრი ღრმად თანაუგრძნობდა ემიგრანტების მძიმე ცხოვრებას: ჰოლივუდში ირლანდიელ ემიგრანტებზე გადაღებული ფილმისთვის ”მოლი მაკგაიერი” მან გულში ჩამწვდომი მუსიკა დაწერა. მეტიც, მანჩინიმ ცოლად ირლანდიელი ემიგრანტი ქალი, მომღერალი ჯინი ო’კონორსი შეირთო. კომპოზიტორი, ოქროს ქორწილის იუბილემდე სამი წლით ადრე, 1994 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა. მან 90 მხატვრული ფილმისთვის დაწერა მუსიკა, 4 ”ოსკარი”, 7 ”გრემი” და უამრავი სხვა პრესტიჟული პრემია მოიპოვა. აქვე უნდა ითქვას, რომ მანჩინის უზარმაზარი პოპულარობის მიუხედავად, მუსიკალური კრიტიკოსების უმრავლესობა მას ვულგარიზატორად და მინიმალისტად მიიჩნევდა. ეჭვი მაქვს, რომ კომპოზიტორს, უბრალოდ, დიდი კომერციული წარმატება ვერ აპატიეს. თუმცა, როგორც ლათინელები ამბობდნენ, მივაგოთ „კეისარს კეისრისა და უფალს უფლისა“ - ვანდოთ კრიტიკოსებს მათი საქმე, ჩვენ კი დავტკბეთ მანჩინის მელოდიებით.