დღეს დილიდან, საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გადაღებები მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფი, ძირითადად, შენობის შიგნით მუშაობს. მსახიობი ენდი გარსიაც დილიდან გადაღებებზეა. იგი, რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმში, რომელსაც პირობითად ”საქართველო” ჰქვია, საქართველოს პრეზიდენტს განასახიერებს. მსახიობი გუშინ ჩამოფრინდა თბილსში და ორი დღის განმავლობაში - დღეს და ხვალ ექნება გადაღებები. ხვალ გადაიღებენ სცენებს საქართველოს პარლამენტის წინ. იგი თბილისში, აგვისტოს ომის დროს, აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის პრეზიდენტების ვიზიტს ასახავს.
ფილმის რეჟისორი, რენი ჰარლინი, გადამღებ ჯგუფთან ერთად 2 კვირის წინ ჩამოვიდა საქართველოში და გადაიღო სცენები გორსა და წალკაში.
ფილმის რეჟისორი, რენი ჰარლინი, გადამღებ ჯგუფთან ერთად 2 კვირის წინ ჩამოვიდა საქართველოში და გადაიღო სცენები გორსა და წალკაში.