“24 საათი“ და „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველ გვერდზე აქვეყნებენ გამომშვიდობებას მწერალ ოთარ ჭილაძესთან. „24 საათი“ წერს: „ოთარ ჭილაძე დიდი ხანია იქცა ზოგადქართული კულტურის ბუნებრივ ნაწილად. ეს ის კულტურაა, რომლითაც ახლო მომავალში თავისუფლად უნდა გავიდეთ საერთაშორისო არენაზე და ერთ მშვენიერ დღესაც დასავლელი ინტელექტუალი გაკვირვებით აღმოაჩენს, რომ პატარა კავკასიურ ქვეყანაში უჩუმრად უცხოვრია მსოფლიო რანგის მწერალს.“ „საქართველოს რესპუბლიკა“ კი ასე წერს: „ის მთელი კაცობრიობისთვის ქმნიდა, მაგრამ არც ერთი წუთი არ უცხოვრია უსაქართველოდ.“
დანარჩენი პრესის უდიდესი ნაწილი კვლავ რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების გამომძიებელი კომისიის დასკვნის შეფასებებს ეთმობა. „24 საათი“ თავის სტატიას ამ თემაზე „ინტერპრეტაციების ომს“ არქმევს. „დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოსკოვი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას, თბილისი კი იმ ბრალდებებზე რუსეთის მიმართ, რასაც დოკუმენტი შეიცავს“, - წერს „24 საათი“.
„რეზონანსი“ ამ დასკვნის შესაძლო სამართლებრივ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას: ევროპასთან ურთიერთობაში შესაძლოა დამატებითი პრობლემები გაჩნდესო. „რაც შეგვეშალა, უნდა ვაღიაროთ და შევეცადოთ, რომ გამოვასწოროთ“, - უთხრა „რეზონანსს“ ექსპერტმა ზურაბ აბაშიძემ. – „ცხადია, ეს პოლიტიკურ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ სადაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი, უნდა გავაკეთოთო“.
„ახალი თაობა“ წერს, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, შესაძლოა, სკანდალში გაეხვიოსო. გაზეთის ცნობით, საფეხბურთო მატჩში, რომელსაც კირკიტაძე ესწრებოდა, მსაჯმა რუსთავის „ოლიმპის“ ფეხბურთელების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. „ახალი თაობა“ წერს, მატჩის შემდეგ გულშემატკივართა ჯგუფმა, რომელსაც თან კირკიტაძეც ახლდა, მსაჯთა დამკვირვებელი განყოფილების უფროსს სასტიკად სცემაო. გაზეთი წერს, მართალია, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ცემაში გუბერნატორმაც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ჟურნალისტები ხედავდნენ, როგორ აგინებდა ჯერ ლოჟიდან მსაჯებს, შემდეგ კი სტადიონზეც ჩამოვიდა და საქმეების გარჩევა იქ დაიწყოო.
დღევანდელ პრესაში გამოჩნდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის პირველი შეფასებაც. „ვერსია“ გვერდიგვერდ აქვეყნებს ორ ფოტოს. ერთზე პაატა ბურჭულაძეა გამოსახული, მინაწერით: „საქართველოს მოქალაქე რუსეთში სიმღერის გამო მოღალატედ შერაცხეს!“, მეორეზე კი - ფედერაციის ახალი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა. „რუსეთის მოქალაქე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დანიშნეს!“ - ასეთი მინაწერი ახლავს მის ფოტოს დღევანდელ “ვერსიაში“.