როგორც იცით, ხუთშაბათს რუსეთში ვიზიტით მყოფმა ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამით ვენესუელა, რუსეთისა და ნიკარაგუის შემდეგ, მესამე ქვეყანა გახდა, ვინც საქართველოს სეპარატისტული რეგიონები დამოუკიდებლად ცნო. კონკრეტულად რას ნიშნავს ეს აღიარება? რატომ გადადგა ვენესუელამ ეს ნაბიჯი ახლა? რას მოუტანს ის მოსკოვისა და კარაკასის ურთიერთობას? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ჩვენ დავუკავშირდით რობერტ ამსტერდამს - იურისტს, რომელიც კარგად იცნობს როგორც რუსეთის, ისე ვენესუელის პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოს. გთავაზობთ ინტერვიუს:
რობერტ ამსტერდამი მართლაც კარგად იცნობს რუსეთსაც და ვენესუელასაც. რუსეთში ის ცნობილი პატიმრის, ყოფილი მაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის ინტერესებს იცავს; ვენესუელაში კი ის ეგილიო ცედენოს ადვოკატია - ამჟამად პატიმარი ყოფილი ბიზნესმენის, რომლის ამბავიც, ბევრის აზრით, ძალიან ჩამოჰგავს ”იუკოსისა” და ხოდორკოვსკის ისტორიას.
ამდენად, პირველი შეკითხვა, რომელიც იურისტს დავუსვით, ის იყო, თუ რას მოასწავებს ვენესუელის ლიდერის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ვენესუელისა და რუსეთის ურთიერთობისთვის:
”რაიმე სიგნალის გაგზავნის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ამას მნიშვნელობა არა აქვს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, უბრალოდ, მეთოდია, რომლის გამოყენებითაც ბატონი ჩავესი დაბლა სწევს საპროცენტო განაკვეთს სესხზე, რომელსაც მას რუსები აძლევენ. სინამდვილეში, ეს თავისივე ინტერესების წინააღმდეგ დგამს ამ ნაბიჯს. უგო ჩავესის ყველაზე ახლო მოკავშირე ხომ ევო მორალესია, ბოლივიის ლიდერი, რომელიც თავის ქვეყანაში ებრძვის სეპარატიზმს. ამდენად, ჩავესის რეალური გეოპოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით, ეს აღიარება ნეგატიური ნაბიჯია.”
რობერტ ამსტერდამს ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა, როგორ ვარაუდობს - მართლა გააფუჭებს თუ არა უგო ჩავესის ნაბიჯი ვენესუელისა და ბოლივიის ურთიერთობას:
”რასაკვირველია! ამის გარდა, ეს მას ურთიერთობას ლათინური ამერიკის სხვა ლიდერებთანაც გაუფუჭებს. ზოგადად, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა და აფხაზეთის მსგავსი სეპარატისტული შემთხვევების გამართლება ლათინურ ამერიკაში ანათემაზე გადაცემის ტოლფასია. ჩემი აზრით, რუსებმაც და ჩავესმაც ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ლათინურ ამერიკასთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს მათ რეგიონის ზოგიერთი წამყვანი ძალისგან - მათგან, ვინც ამ წამოწყებას არ გაამართლებს - გარიყავს.”
მაინც რას იღებს ვენესუელა ყველაზე ახლო მოკავშირეებთან ურთიერთობის გაფუჭების რისკის სანაცვლოდ რუსეთისგან? რატომ უღირს მას ამ ნაბიჯზე წასვლა - იარაღის შესახებ ცნობილი შეთანხმების გარდა, კიდევ რა ფაქტორებზე შეგვიძლია საუბარი? - ვკითხეთ რობერტ ამსტერდამს:
”ბატონი ჩავესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ანტისემიტი ლიდერია. ღმერთმა უწყის, პირადად რა ხეირს ნახულობს ის. მისი ოჯახი მნიშვნელოვნადაა ჩართული კორუფციაში; ჩავესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულ სამხედრო მანქანას მართავს. ამდენად, დანამდვილებით ვერავინ იტყვის, იარაღის შესახებ ამ შეთანხმებებით პირადად ის რამდენად იხეირებს.”
რამდენად მოსალოდნელია, რომ ვენესუელის მაგალითს სხვა ქვეყნებმაც მიჰბაძონ? - ვკითხეთ ჩვენს რესპონდენტს:
”დიახ, ამის გამორიცხვა არ შეიძლება, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ჩავესის ნავთობზე არიან დამოკიდებული, - კუბა, მაგალითად, - ან ALBA-ს - ლათინური ამერიკის ალტერნატიული ასოციაციის - წამყვანი წევრები არიან, - რომ ერთი ან ორი მათგანი არ მიჰბაძავს ამ მაგალითს. მაგრამ, ჩემი აზრით, ამას მნიშვნელობა, ფაქტობრივად, არ ექნება. ბატონი ჩავესი მარგინალია; ის ირანის პრეზიდენტ აჰმადინეჟადს ჩამოჰგავს. ამდენად, ეს ნაბიჯი უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი - და, გარკვეულწილად, სწორედ იმ ლეგიტიმურობის ხარისხს ასუსტებს, რომლის მიღწევაც სურს რუსეთს.”
შემდეგი შეკითხვა, რომელიც იურისტს დავუსვით, უფრო ზოგადი ხასიათის იყო - ვთხოვეთ აღეწერა, რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს ლათინურ ამერიკასა და კონკრეტულად ვენესუელასთან მიმართებით:
”ეს ძალიან რთული საკითხია. იგორ სეჩინმა - კაცმა, რომელმაც წარმატება დიდწილად იუკოსის განადგურებით მოიპოვა - ჩავესთან ძალიან ფართო შეთანხმება შეიმუშავა, რომელსაც გაზ-OPEC-ის სახელით ვიცნობთ. ჩავესი ახლახან იყო თურქმენეთში და გაზის გლობალურ OPEC-ს ლობირებდა, რათა ფასები მაღალი დარჩეს. ვენესუელა რუსეთის იარაღის ყველაზე მსხვილი მყიდველია და ეჭვგარეშეა, რომ ვენესუელა რუსეთისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას ამერიკას მისი გავლენის ზონაშივე, ასე ვთქვათ, უკბინოს - იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკის ნაბიჯები დააბალანსოს. ამ თვალსაზრისით, პირდაპირი კავშირი არსებობს. მედვედევი იმედოვნებს, რომ ვენესუელა ზეწოლის იარაღად გამოდგება რუსეთისთვის გავლენის სფეროების განსაზღვრის პროცესში.”
ჩავესს ბევრი - მათ შორის, ჩვენი რესპონდენტი - შესაძლოა მარგინალურ, ექსცენტრულ და კორუმპირებულ ფიგურად ახასიათებდეს, მაგრამ, ამის პარალელურად, სხვა წრეებში - როგორც ლათინურ ამერიკაში, ისე საზღვარგარეთ - ის დიდწილად კვლავაც პოპულარულია. სულ რამდენიმე დღის წინ, მაგალითად, მას ლამის ვარსკვლავის მიღება მოუწყვეს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნის დოკუმენტური ფილმი აჩვენეს ვენესუელის ლიდერზე. კულტურული ელიტის გარდა, ვენესუელის ლიდერი შედარებით დაბალ სოციალურ ფენებშიც ბევრს უყვარს. რითია გამოწვეული ამგვარი განსხვავებული შეფასებები?
”ჩავესი ყოველდღიურად კარგავს პოპულარობას ლათინურ ამერიკაში. ის, რომ ჰოლივუდის რამდენიმე წარმომადგენელი - ოლივერ სტოუნი, მაგალითად - მას ტაშს უკრავს, მისი პოპულარობის ზრდას არ ნიშნავს. ის სულ უფრო აშკარად ხდება ანტისემიტი; სულ უფრო ღიად უჭერს მხარს ირანს; კარაკასის ქუჩებში საპროტესტო აქციების მონაწილეებს ისევე სცემენ, როგორც თეირანში. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ფიგურაზე, რომლის პოპულარობაც იზრდება. მეტიც - ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებში ჩავესის მხრიდან მიღებული მხარდაჭერა პოლიტიკურ სიკვდილს მოასწავებს.”
ამსტერდამს საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებზეც დავუსვით შეკითხვა - ვთხოვეთ დაეკონკრეტებინა, მაინც რა არის საჭირო იმისათვის, რომ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება შედგეს - რამდენმა ქვეყანამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი:
”ეს ტექნიკური საკითხია და ათზე ბევრად მეტ ქვეყანას მოიცავს. ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რომელი ქვეყნებია ეს და როგორია, რამდენად ლეგიტიმურია შიდაპოლიტიკური ძალების მოთხოვნა. ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის როლი - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემთხვევებში ასეთი ძლიერი ჩარევით რუსეთმა ამ ორ რეგიონს დიდწილად წაართვა მომავალში ლეგიტიმურ, დამოუკიდებელ ძალებად აღქმის პერსპექტივა. ამდენად, ლეგიტიმურობის მოპოვებისთვის რუსეთის მცდელობა - თუ მართლა ასეთთან გვაქვს საქმე - აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. იქ რაც უფრო მეტ ბაზას ააგებენ და რაც უფრო მეტად გამოიყენებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, მით უფრო შემცირდება სახელმწიფოებრიობის საკითხთან მიმართებით ლეგიტიმურობის მოპოვების შანსი.”
რუსეთში ბევრი ვენესუელის გადაწყვეტილებას მოსკოვის დიპლომატიურ გამარჯვებად აღიქვამს - დმიტრი მედვედევმა ხუთშაბათს უგო ჩავესს პირადად გადაუხადა მადლობა. რობერტ ამსტერდამს საუბრის ბოლოს ამ თვალსაზრისის შეფასება ვთხოვეთ:
”გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს არის დიპლომატიური მარცხი, რომელიც გამოაჩენს, რომ რუსეთი, სამწუხაროდ, სულ უფრო მარგინალურ ძალებთან ამყარებს კავშირს, ვიდრე ამას ვინმე მოელოდა. რუსეთი საკუთარ თავს სულ უფრო მეტად აქცევს აუტსაიდერად. მე მწამს რუსეთის, მისთვის კარგი მინდა,ჩავესის მსგავს ფიგურებთან საქმის დაჭერა კი, ჩემნაირების აზრით, მხოლოდ რუსეთის დაკნინებას იწვევს.”