Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ომში დაღუპულთა ხსოვნას


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაოსთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაოსთან
თბილისის დროით 15 საათზე საქართველოში წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი შარშან აგვისტოში დაღუპულთა ხსოვნას, რის შემდეგაც სახელმწიფო დაწესებულებებზე დილიდან დაშვებული დროშები კვლავ აღიმართა. აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი აქცია-გამოფენა, რომლის ორგანიზატორი ინტერნეტ-ჯგუფი „რეაქციაა.“ დღესვე მოძრაობა „7 ნოემბრის“ ინიციატივით, გორის ციხეზე 500-მდე ახალგაზრდამ საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოსახა. აგვისტოს ომის პოლიტიკურ შეფასებებს დაეთმო საქართველოს პარლამენტის დღევანდელი რიგგარეშე სხდომაც
XS
SM
MD
LG