5 აპრილს მიხეილ კობახიძეს 70 წელი შეუსრულდა. შესანიშნავი ქართველი კინორეჟისორის იუბილე აღნიშნეს პარიზში, სადაც "ქორწილის", "ქოლგის", "მუსიკოსების" ავტორი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს.
პარიზში მივლინებისას, მიხეილ კობახიძეს შეხვდა რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი გადაცემის, "წითელი ზონის" წამყვანი გიორგი გვახარია, რომელმაც ეს გადაცემა მთლიანად მიხეილ კობახიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიუძღვნა.