18 მაისს გამოქვეყნდა გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მოხსენება საქართველოს შესახებ. გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება, როგორც წესი, საფუძვლად ედება ხოლმე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ბან კი მუნის მოხსენება საქართველოში კრიტიკის საგანი გახდა, ერთი მხრივ, მისი სათაურის, მეორე მხრივ, მისი შინაარსის გამოც. გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები მოხსენების მიმართ გამოითქვა სოხუმშიც. კმაყოფილები მხოლოდ მოსკოვში დარჩნენ. ახლახან გაეროში იყო გენერალური მდივნის მოხსენების განხილვა. მოხსენებასთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოხატა საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ. რა პრეტენზიები აქვს საქართველოს მხარეს გენერალური მდივნის მოხსენებისა და გაეროს მიმართ?
მალე საქართველოში, აფხაზეთში, გაეროს მისიისთვის მანდატის გაგრძელების საკითხი უნდა გადაწყდეს. ივნისის ბოლოს გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა მიიღოს მორიგი რეზოლუცია საქართველოს შესახებ და ამ რეზოლუციით უნდა განსაზღვროს აფხაზეთში საკუთარი მისიის შემდგომი ყოფნის მანდატი. ცნობილია ის მოთხოვნა, რომელსაც მისიისთვის მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით სოხუმი და მოსკოვი აყენებენ, კერძოდ: გაეროს მისიას ჰქონდეს ნეიტრალური სახელწოდება და არ ერქვას ”მისია საქართველოში”. ”ამ მოთხოვნით სოხუმის სეპარატისტულმა რეჟიმმა და მასთან ერთად რუსეთის მხარემ დააშანტაჟა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც გაეროა”, - მიაჩნიათ საქართველოს ხელისუფლებაში. შეგახსენებთ: ამას წინათ, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკების დაწყების წინ, სოხუმის დელეგაცია დაიმუქრა მოლაპარაკების ჩაშლით იმ შემთხვევაში, თუკი გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების ტექსტში არ აისახებოდა მისი მოთხოვნა. სოხუმის დელეგაცია ჟენევაში მოლაპარაკებებზე სწორედ მას შემდეგ შევიდა, რაც მისი წარმომადგენლებისთვის ცნობილი გახდა გენერალური მდივნის ტექსტი, რომელსაც სოხუმისა და მოსკოვის წარმომადგენლების მხრიდან მაშინვე დადებითი შეფასება მიეცა. სოხუმის რეჟიმი აშკარად კმაყოფილი დატოვა მოხსენების სათაურის ნეიტრალურმა ფორმულურებამ, თორემ მოხსენების ის ნაწილი, რომელიც აყალიბებს გენერალური მდივნის წინადადებებს უსაფრთხოების ახალ მექანიზმებთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო მეთაურმა დაიწუნა. მაგრამ დავუბრუნდეთ მოხსენების სათაურს: აქამდე გაეროს გენერალური მდივნის ანალოგიურ მოხსენებებს ერქვა ”მოხსენება აფხაზეთში ( საქართველო) სიტუაციის შესახებ”. ახლანდელი დასათაურებაა: ”გენერალური მდივნის ანგარიში, უშიშროების საბჭოს 2008 წლის ნომერ 1808 და 1839 და 2009 წლის ნომერ 1866 რეზოლუციების შესაბამისად”. ანგარიშში განხილულია აფხაზეთში გაეროს მისიის საქმიანობა და, როგორც უკვე ვთქვით, აღნიშნულია გაეროს გენერალური მდივნის ის რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც, მისი აზრით, საჭიროა კონფლიქტის ზონაში ხანგრძლივი სტაბილიზაციის მისაღწევად. გენერალური მდივანი მოხსენების ტექსტში დამატებით არ აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპისადმი გაეროს მხარდაჭერას, თუმცა სათაურში მითითება რეზოლუციებზე (1808 , 1839) თავისთავად ამ მხარდაჭერის გამოხატულებაა, რადგან ამ რეზოლუციებში მკაფიოდ არის მითითებული საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობისადმი მხარდაჭერა და პატივისცემა. ”გაერო ვერ და არ იტყვის უარს ამ მთავარი პრინციპის მხარდაჭერაზე, ერთგვარი ნეიტრალური ფორმულირება სათაურისა კი არის ახალი ტენდენცია იმისთვის, რომ გაერომ შეინარჩუნოს აფხაზეთში ( საქართველოს) მისია”, - აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა მალაშხია და დასძენს, რომ საქართველოს პრეტენზიები გენერალური მდივნის მოხსენებისადმი არ უკავშირდება მოხსენების სათაურს. მაშინ რის მიმართაა პრეტენზიები? - ვკითხეთ მას. შოთა მალაშხიამ გვიპასუხა: ” ჩვენთვის არ არის საკმარისი იღებდნენ ტექნიკურ რეზოლუციებს მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით. შარშან ამ დროს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება ბან კი მუნს სექტემბრისთვის შეემუშავებინა დევნილების დაბრუნების გეგმა, თანდართული უსაფრთხოების მექანიზმის სქემით. ამის შემდეგ მოხდა ომი და გაეროს საერთოდ არ მიუღია დოკუმენტი ამ ომთან დაკავშირებით. ამასთან, გენერალური მდივნის მოხსენებაში არ არის ლაპარაკი ოკუპაციაზე, არც დევნილების დაბრუნებაზე, არც სამშვიდობო მისიის ჩანაცვლების მექანიზმზე.”
შოთა მალაშხიამ ხაზგასმით თქვა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გაეროს არ მიუღია დოკუმენტი, რომლითაც მას უნდა შეეფასებინა ეს ომი. მისივე აზრით, ეს არ მოხდა, ალბათ, რუსეთის ზეწოლით, რათა თავიდან აცილებულიყო საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის, როგორც კონფლიქტის მხარისთვის, ხმის უფლების ჩამორთმევა. ამდენად, მალაშხიას განმარტებით, საქართველოს მოთხოვნაა გაეროს გენერალურმა მდივანმა შეასრულოს გენერალური ასამბლეის დავალება და წარმოადგინოს აფხაზეთში ეთნოწმედის შედეგად იქიდან განდევნილების უკან დაბრუნების სქემა, გაერომ მიიღოს დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და საქართველოში საკუთარ მისიას განუსაზღვროს ახალი და ეფექტიანი ფორმატი.
27 მაისს გაეროში საქართველოს ელჩმა შეაფასა გენერალური მდივნის მოხსენება. გაეროს შტაბბინაში მოხსენების განხილვის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ლომაიამ თქვა, რომ მოხსენებაში არის ნეგატიური და პოზიტიური სვლები, თუმცა, საერთო ჯამში, ის არის უკანგადადგმული ნაბიჯი, რადგან ცხადყოფს, რომ არის რუსეთის მიერ საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟის შედეგი, რუსეთისა, რომელსაც სურს საქართველოში საერთაშორისო სამშვიდობო მისია იყოს სუსტი ან საერთოდ არ იყოს.
გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებასთან დაკავშირებით 28 მაისს თბილისში კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა: ”მე ამ დილით პრესაში წავიკითხე ელჩის, ბატონ ლომაიას, კომენტარი გენერალური მდივნის მოხსენებასთან დაკავშირებით. ვაშინგტონში და ჩვენს მისიაში, ნიუ-იორკში, ჯერ კიდევ მიმდინარეობს მასზე მსჯელობა. ასე რომ, არ მინდა კონკრეტული კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, ერთგული ვართ იმ ერთობლივი განცხადებისა, რომელიც ამ დღეებში გაკეთდა: ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის საფუძველი ჩვენი პოლიტიკისა საქართველოსთან მიმართებით და ეს იქნება ჩვენი პოლიტიკის საფუძველი გაეროშიც. რაც შეეხება გენერალური მდივნის ანგარიშს, უნდა მოვეთათბირო ჩემს კოლეგებს ვაშინგტონში - მათ, ვინც ახლა ამ დოკუმენტის ანალიზს აკეთებს - და ჩვენ მრავალ დიპლომატიურ ხერხს მივმართავთ რეგიონის საკითხების განხილვისას უშიშროების საბჭოს ივნისის დისკუსიებზე.”