რადიკალურ ოპოზიციად მონათლული არასაპარლამენტო ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლების ახალ საფეხურზე გადაყვანის მზადებაშია. მართალია, კოსტავას ქუჩაზე გზა გაიხსნა, ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ”საკნები” ისევ დგას და უწინდებურად გადაკეტილია რუსთაველის გამზირიც. აქციები გრძელდება, გამოსვლების ორგანიზატორები აახლებენ რაიონებში ხალხთან შეხვედრებს 26 მაისისთვის ხალხის თბილისში ჩამოსაყვანად, პრეზიდენტი კი ოპოზიციას უწინდებურად დიალოგისკენ მოუწოდებს. მოწოდებით ის 18 მაისსაც გამოვიდა, წინანდლის რეზიდენციაში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას.
თვეზე მეტია საქართველოს დედაქალაქის მთავარი გამზირი რკინის კონსტრუქციებით არის გადაკეტილი, ხშირ შემთხვევაში - ცარიელი ”საკნებით”. მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლება არ მოითმენდა მთავარი გამზირის ასეთ ხანგრძლივ პარალიზებას, არ გამართლდა: რუსთაველის გამზირზე ამ გაზაფხულზე 7 ნოემბრის მოვლენები არ განმეორდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ თითქოსდა აჩვენა, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. შეცდომები კი რომ იყო და დღესაც ბევრია, ეს თავად პრეზიდენტმა 18 მაისსაც აღიარა - განცხადებები მან, როგორც უკვე ვთქვით, კახეთში, წინანდლის რეზიდენციაში, გასვლით შეხვედრაზე გააკეთა. ”შეცდომები იმდენია, მონდომებულ ადამიანს ჩამოსათვლელად საათები დასჭირდებაო”,- თქვა მან და დასძინა: ” მაგრამ ჩვენ სულ სხვა მიმართულებით გვირტყამენ. ერთ მშვენიერ დღეს ხელისუფლებამ წყალზე ფეხით რომ გაიაროს, იტყვიან, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ცურვა არ იცისო. მომთმენი ხალხი ვართ, დიდი ხანია სიბინძურეს გვესვრიან, მაგრამ თუ არ ხარ გასვრილი, ამას მშვიდად იტან.”
არადა, ასეთი სიმშვიდე ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტებისთვის აშკარად მოულოდნელი აღმოჩნდა. და მაინც, ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, მათ მაინც სჯერათ, რომ მიზანს - სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომას - აუცილებლად მიაღწევენ.
”ეს დამთავრდება აუცილებლად, იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანები მუდმივად ამყოფო ისეთ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც სეთურს ჰყავდა ხალხი ჭაბუა ამირეჯიბის ’დათა თუთაშხიაში’ ”, - ეს საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ხაინდრავამ, 18 მაისს გამართულ ერთ-ერთ აქციაზე თქვა. ჭაბუა ამირეჯიბის რომანის პერსონაჟს, რომელიც მან ახსენა, ადამიანები ჰყავდა ტყუილში, ტყუილი იმედის მოლოდინში. მიხეილ სააკაშვილს რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ტყუილი იმედებით და დაპირებებით მართვაშიც სდებენ ბრალს და რამდენად არ არის ტყუილი ის იმედი, რომლითაც ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარ მხარდამჭერებს აპრილის დასაწყისში ქუჩაში ცხოვრებისკენ მოუწოდეს? ფაქტია, რომ ლიდერები აქტიური მხარდამჭერების რაოდენობით დღეს უკმაყოფილონი არიან და ამ უკმაყოფილებას მიტინგებზე ხმამაღლაც გამოხატავენ. რა არის მიზეზი? ის, რომ ხალხი დაიღალა, მის ნაწილს სააკაშვილის გადადგომის იმედი გაუცრუვდა თუ ის, რომ ხალხი პროცესზე დაკვირვებამ გარკვეულ დასკვნამდე მიიყვანა? ”ახლა საქართველოს სჭირდება სტაბილურობა, დიალოგი, განვითარება,”- თქვა წინანდალში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა: ”ვხედავთ, რომ ხალხმა, საზოგადოებამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიმწიფე და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოავლინა... მე ვფიქრობ, ჩვენ ვხედავთ, რომ ქუჩის და ექსტრემიზმის პოლიტიკა საქართველოში ბარდება წარსულს. არის ხალხი, მათ შორის რადიკალებში, რომლებიც ამას აფასებენ სწორად, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აქვს ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიმართ და მათ უკან დასახევი გზა არა აქვთ. ვინც ყურებით არ ჰყავთ გამოჭერილი, ის, რა თქმა უნდა, იქნება დიალოგის მომხრე.”
ბრალდება იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აქვს საქართველოს არაკეთილმოსურნეების მიმართ, პირველად არ გამოთქმულა. საზოგადოება ასეთი მინიშნებების შემდეგ, ცხადია, ელის ბრალდების დადასტურებას ან უარყოფას, მაგრამ დამადასტურებელი ფაქტების გამოქვეყნებას, თუკი ისინი არსებობს, ხელისუფლება რატომღაც აგვიანებს და ამასობაში 26 მაისიც ახლოვდება - დღე, როცა თბილისში სამხედრო საზეიმო აღლუმის ნაცვლად, ოპოზიციის ორგანიზებით, საპროტესტო სამოქალაქო აღლუმი ჩატარდება... შეცვლის თუ არა ეს დღე რამეს, ძნელი სათქმელია. მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის დიალოგის თემად შეთავაზებული წინადადებები არასაპარლამენტო ოპოზიციაში მიღებული არ არის. არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგის შემდეგ რაუნდს დასაშვებად მიიჩნევს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა ნაწილისთვის კი ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არა აქვს, არასაპარლამენტო ოპოზიციაში თავისთავად კონსტიტუციის რეფორმისთვის საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობის წინადადებაც არ მიიღეს. ”კონსტიტუციის შეცვლის ინიციატივა სახლობანას თამაშს ჰგავს”, - განაცხადა ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საკონსტიტუციო რეფორმა სიკეთეს ვერ მოიტანს; ითქვა ისიც, რომ, თუკი არჩევანი საპარლამენტო რესპუბლიკის სასარგებლოდ გაკეთდება, პრემიერ-მინისტრად ისევ სააკაშვილი მოგვევლინება. სააკაშვილმა კი წინანდლის შეხვედრაზე თქვა, რომ ის ისევ საპრეზიდენტო მოდელის მომხრეა და საკონსტიტუციო რეფორმას მიზანშეწონილად მიიჩნევს ხელისუფლების დასაბალანსებლად.