ამ კვირაში თბილისში პატარა ბუკლეტები გავრცელდა. მასში ეწერა, რომ ამერიკაში მოღვაწე ცნობილი რუსი ფოტოგრაფი და დისიდენტი სერგეი მელნიკოვი თბილისში საერთაშორისო გამოფენას ხსნის, რომელიც ჩეჩნეთის ომის საშინელებას ასახავს და პულიცერის პრემიაზეა წარდგენილი. გაჭირდა იმის დადგენა, სად გაიმართებოდა ეს გამოფენა, რადგან იგი თბილისის არც ერთი გალერეის ანონსში არ აღმოჩნდა.
ნინი მეტრო ”რუსთაველიდან” გამოვიდა და ჩქარი ნაბიჯით აუყვა კოსტავას ქუჩას. ხედავს, ტროტუარის ორივე მხარეს ლითონის ტროსებია გაჭიმული და მათზე დიდი ფოტოებია მიმაგრებული. გაჩერდა და ვეღარ მოშორდა... ფოტოებზე იყო ომი... დანგრეული სახლები, ტანკები მთაში გამავალ ვიწრო გზებზე და ბავშვები, სევდიანი თვალებით...
საშინელებააო, - თქვა ნინიმ და კიდევ თქვა: “ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ მართლა საჭირო იყო ამ გამოფენის გაკეთება და იმ ამბების აღწერა, რაც ხდებოდა აგვისტოში საქართველოში...”
"ეს საქართველო არ არის", - მოუბრუნდა ნინის მეორე გამვლელი.
ეს, მართლაც, არ იყო საქართველო და არც აგვისტოს ომი.
თუმცა, 19 წლის ნინის აღქმა აღმოჩნდა ამ გამოფენის ორგანიზატორთა იდეისა და სათქმელის მთავარი შეფასება – ომი ყოველთვის ომია.
ამ გამოფენას “ჯოჯოხეთს ქრონიკები“ ჰქვია და ის ჩეჩნეთის ომის სურათებს ასახავს.
“რაც ვნახე, საშინელებაა! მით უმეტეს, როდესაც ბავშვების სახეებს ვუყურებდი. ეს იყო უდიდესი ტრაგედია. ეს არა მარტო ჩეჩნური ტრაგედიაა. მე ვფიქრობ, ეს არის საერთო ტრაგედია და ეს გამოფენა უპასუხებს დღევანდელობას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩეჩნური ხაზია”, - ამბობს გიორგი მუკბანიანი, კიდევ ერთი გამვლელი, რომელსაც გზადაგზა დაავიწყდა,საქმეზე როგორ ეჩქარებოდა.
ისევე როგორც, მაგალითად, აკაკი რევაზიშვილს: “ჰო, საქმეზე ვიყავი და ახლა სხვასაც გავაგებინებ, რომ ნახონ ეს უბედურება. ამაზე უარესი რა უნდა იყოს? ღმერთმა არა ქნას, რომ ეს განმეორდეს. ეს არის ძალიან ძლიერი ხალხი. მე იაკუტიაში ვმსახურობდი, რუსული ჯარი გამოვიარე. ერთი ქართველი ვიყავი, რვა ჩეჩენი, სამი ინგუში. იმათ შემინახეს, გადამარჩინეს, თუ გნებავთ. რომ ვუყურებ, ჩემს ფიქრებში ვარ, რომ აი, ჩემი მეგობარია რუსლანი, ომარ მულკაევი. არ ვიცი. აი, ცრემლები წამომივიდა, რა...”
იდგა ერთი ჩვეულებრივი თბილისური დილა, ქუჩა გუგუნებდა, ხალხით და მანქანებით იყო გაჭედილი. შუა ქალაქში კი, ფოლადის ტროსებზე გადაჭიმულ “გალერეაში”, გამვლელები თვალს ვერ აშორებდნენ ჰაერში დაკიდებულ ფოტოებს.
მათ შორის იყვნენ უცხოელებიც. “მე ეს ნანახი მაქვს” – გვითხრა ერთ-ერთმა. იგი იცნობდა სერგეი მელნიკოვს.
ვინ არის სერგეი მელნიკოვი?
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გვიამბობს: “მელნიკოვი არის საკმაოდ ცნობილი ფოტოგრაფი. და გარდა იმისა, რომ ფოტოგრაფია, არის დისიდენტი. იჯდა საბჭოთა ბანაკებში, შემდეგ, 90-იან წლებში, მოახერხა გაქცევა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაკავებულია პოლიტიკური ფოტოგრაფიით, ბევრს მუშაობს საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებზე და საბჭოთა ბანაკებზე. პერსონა ნონ გრატაა რუსეთში და არის პუტინის პირადი მტერი - ასე ითვლება - და რუსული იმპერიული იდეოლოგიის ფაქტობრივი მტერია.”
ამ საგამოფენო პროექტის ავტორები სერგეი მელნიკოვი და ალა დუდაევა არიან, ფოტოების ავტორი კი ნატალია მედვედევაა.
“მე ამ პროექტის არტდირექტორი ვარ, - გვიამბობს სერგეი. - ცარიელ ადგილზე მოვიფიქრე, ალასთან ურთიერთობით და მისი გავლენით. ნატაშა მედვედევას შესახებ, უბრალოდ, არაფერი ვიცოდი. დავიწყე შესაძლებლობების ძებნა, ჩეჩნეთში ბევრი კორესპონდენტი იღებდა. მაგრამ მე დიდი რაოდენობის მაღალმხატვრული ფოტოები მჭირდებოდა. დანაწევრებული სხეულების და გვამების ფოტოების მოპოვება პრობლემა არ არის, ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მათი გამოფენა არ შეიძლება: არსებობს ელემენტარული ეთიკური და მორალური ნორმები. მათი წარდგენა შეიძლება სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზისთვის, მაგრამ არა ფართო საზოგადოებისთვის. მოკლედ, ვეძებდი... და აი, სწორედ მაშინ გამოჩნდა ნატალია მედვედევა.”
მერე სერგეი ჰყვება, როგორ გაიგო, რომ არსებობს ასეთი ფოტოჟურნალისტი, რომელიც, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ომის გადასაღებად წავიდა ჩეჩნეთში და შემდეგ იქ 7 წელი დარჩა. - ვეძებდი ნატალიას და გზადაგზა ვიგებდი, რომ სრულიად ლეგენდარული ბიოგრაფია აქვსო, - ჰყვება სერგეი.
“ბუდიონოვსკში, როცა ბასაევმა საავადმყოფოში მძევლები აიყვანა, ნატაშა მედვედევა იმ ადამიანთა რიცხვში იყო, ვინც საკუთარი ნებით გახდა მძევალი ფეხმძიმე ქალის სანაცვლოდ, ხოლო როცა ბრძანებას მოეწერა ხელი ყველა ამ ადამიანის დაჯილდოების შესახებ ორდენით მამაცობისთვის, ნატაშა მედვედევამ საჯაროდ განაცხადა უარი.”
სერგეის თქმით, წელიწადნახევრის წინ, როცა ამ პროექტის განხორციელება გადაწყდა, ნატაშამ მოახერხა და 11 ათასი ნეგატივი გაიტანა რუსეთიდან – ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი იქნებოდა 11 ათასი ნეგატივი?! დიდი ჩემოდნით ჩამოიტანა ამერიკაშიო, – მეუბნება სერგეი. ნატაშა მედვედევა კი სულ ახლახან იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსეთი და თავის პატარა ვაჟთან ერთად ევროპისთვის შეეფარებინა თავი.
...იმ დილით სერგეი გამოფენაზე იყო და ალა დუდაევას ელოდებოდა, ჯოხარ დუდაევის ქვრივს,რომელსაც ახლახან თავისი ნამუშევრების გამოფენა ჰქონდა თბილისში. იგი კვლავ საქართველოშია და პანკისის ხეობაში იყო წასული.
სერგეის თქმით, იმისათვის, რომ პროექტი საერთაშორისო გახდეს, მრავალი რამის გაკეთებაა საჭირო. უნდა შექმნილიყო მზრუნველთა საბჭო და ალა დუდაევა სწორედ ამ საბჭოს ხელმძღვანელობსო. მასში, ცნობილი ჩეჩენი მწერლებისა და საზოგადოების წარმომადგენლების გარდა, ბევრი ადამიანი შედის - ცნობილი უფლებადამცველები, მათ შორის, მაგალითად, ვლადიმირ ბუკოვსკი.”
სერგეი მელნიკოვის თქმით, ამგვარი გამოფენის ორგანიზებას საკმაო ზრუნვა სჭირდება - უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდვა, გამოფენების მომზადება, გადაზიდვის ხარჯების მოძიება. როგორ მოხვდა ეს გამოფენა საქარველოში?
“ეს იყო მისი პირადი ინიციატივა”, - ამბობს მამუკა არეშიძე. – “მას ძალიან კარგი კონტაქტი აქვს ალა დუდაევასთან და მისი გამოფენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ თვითონაც საქართველოში მოეწყო გამოფენა.”
ამასობაში ალა დუდაევაც მოვიდა. ძალიან უცნაური იყო სერგეისა და ალას შეხვედრა თბილისში, მეტრო “რუსთაველთან”. თან ჰგავდა და თან არ ჰგავდა დიდი ხნის ნაცნობების შეხვედრას.
დღეს პირველად ვნახეთ ერთმანეთიო, - ღიმილით მიხსნის ალა. და მერე ორივე ლამის ცრემლებით ჰყვება, როგორ დაუკავშირდნენ ერთმანეთს ინტერნეტით კარგა ხნის წინათ და ისე დამეგობრდნენ, რომ საქმეს კი არა, უერთმანეთოდ თურმე ოჯახურ ამბებსაც აღარ წყვეტენ. - ჩემი და ჩემი მეუღლის უახლოესი ადამიანი გახდაო, – ამბობს სერგეი ალაზე. მაგრამ პირადად მათ ერთმანეთი თბილისში შეხვედრამდე არასოდეს ენახათ.
აი, ასეთ სიუჟეტებს წერს ხოლმე ცხოვრება. სერგეის ამბავი კი ასეთია: “შვიდი წელი ვიჯექი ბანაკებში, ორი - ციხეში, საკანში, მარტო. 8 მუხლი მქონდა მოსჯილი, ყველა – მცდელობისთვის, რადგან ბრალის დადება უნდოდათ და ვერაფერში მდებდნენ. მათ შორის იყო სამშობლოს ღალატის მცდელობა. ეს ძალიან სასაცილოა, რა თქმა უნდა: მცდელობა მქონდა მეღალატა და არ ვუღალატე. ასე გამოდის, არა?”
მერე ჰყვება გრძელ ამბავს ციხის, ბანაკების, იქიდან თავის დახსნისა და გაეროს დახმარებით რეაბილიტაციის შესახებ, შემდეგ იმის შესახებ, როგორ მუშაობდა შორეულ აღმოსავლეთში და ბოლოს მაინც მოუხდა გაქცევა: “იახტაზე ვიყავით, ნიკოლაევსკში, ამურზე. იაპონიაში გავდიოდით საერთო პროექტზე სამუშაოდ. სასაზღვრო ზონაში ვართ, ზღვაში უნდა გავიდეთ. ამ დროს მორბის კაცი და მეუბნება, პროკურატურიდან გირეკავენო, სტეპანკოვს უნდა შენთან დალაპარაკებაო. სტეპანკოვი მაშინ ხაბაროვსკის მხარის გენერალური პროკურორი იყო, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ჩვენ მეგობრები ვიყავით. შემდეგ ის რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი გახდა. და ტელეფონში მესმის: სერიოჟა, ხვალ მოგაკითხავენ, მოსკოვიდან სანქცია მოვიდა, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. წადი!”
როცა მხარის გენერალური პროკურორი გეუბნება, რომ უნდა წახვიდე, უნდა წახვიდეო– ამბობს სერგეი მელნიკოვი. “ხელი დავავლე ცოლს, ერთი წლის ქალიშვილს და წავედი. ჩემი ცოლი მთელი გზა დარწმუნებული იყო, რომ ჩინეთში ლექციების წასაკითხად მივდივარ. მხოლოდ პეკინში ვუთხარი, რომ ქვეყანას ვტოვებთ”, – მეუბნება იგი და ხაზგასმით ამატებს: “მე რუსეთიდან არ წავსულვარ, საბჭოთა კავშირიდან წავედი.”
რაც შეეხება ჩეჩნური თემატიკის დემონსტრირებას, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ მთავარი სათქმელი შემდეგი იყო: აი, რა შეუძლია რუსულ სამხედრო მანქანას და ეს არ უნდა განმეორდეს საქართველოში.
თავად მელნიკოვი გამოფენის არსს ასე უხსნის მნახველს: “ეს გამოფენა არ აჩვენებს ომის საშინელებას, ის აჩვენებს ადამიანების ტკივილს. ჩვენ ახლა ჩვენი შვილების მომავალზე ვლაპარაკობთ. ასეთი გამოფენები იმისათვის არის საჭირო, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკით თამაშობენ, არ მსჯელობდნენ ასეთ საკითხზე: სწორი იყო, რომ ეს ბავშვები დახოცეს თუ - არასწორი.”
გამოფენაზე, შუა ქუჩაში, რკინის პატარა ყუთი იდგა. მარტო ერთი დღის განმავლობაში ამ ყუთში 250 ლარამდე დაგროვდაო, – ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს თანხა თბილისელებმა გაიღეს გამოფენის მხარდაჭერისთვის. უბრალოდ – გამვლელებმა.
“მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია და მას მეტი ყურადღება სჭირდება ხელისუფლების მხრიდან, - ამბობს მამუკა არეშიძე. - დახმარებას კაცი არ ითხოვს, მაგრამ დაფასება მაინც სჭირდება.”
“და ვისი სტუმარია აქ?”, - ვეკითხები.
“სხვათა შორის, კარგი კითხვაა”, - მიპასუხებს მამუკა. – “ერთი შეხედვით, აქაური ჩეჩნური და ქისტური დიასპორის სტუმარია; მეორე მხრივ, ინიციატორები მისი მარშრუტის შექმნისა არიან ის ქართველები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დაბრუნდნენ საქართველოში, ვისაც კონტაქტი ჰქონდა მასთან ადრეც.... და, გარდა ამისა, ჩვენი სტუმარია, საქართველოს სტუმარია, იმიტომ რომ ის არ ჩამოსულა არც აქაურ ჩეჩნებთან და ქისტებთან, არც თავის ამ ძველ მეგობრებთან. ის ჩამოვიდა საქართველოში - და ამიტომ ჩვენი, ყველას სტუმარია.”
ახლა არც ტანკებზე მოგიყვებით და არც საბავშვო ეტლზე, ამ ტანკის გვერდით რომ დგას... ნატაშა მედვედევას ფოტოებზე ბევრი სიმართლეა ომის შესახებ. ერთ სიმართლეზე გეტყვით: ნანგრევები და დაშლილი პიანინო ამ ნანგრევებში. ზის ბიჭი და მაინც უკრავს...
აქცია გრძელდება. ერთ ფოტოსთან განსაკუთრებით დიდხანს შეყოვნდა ახალგაზრდა ქალი: “ძალიან ემოციური ფოტოებია. აი, თუნდაც, ეს “ქალიშვილის ოთახი” . ჩემთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სულ ახლახან, აგვისტოში, ომი გადავიტანეთ საქართველოში და გარკვეულ პარალელებს ვავლებთ.” - ეს თბილისელი ვერიკო კინწურაშვილია.
ეს კი ალა დუდაევა: “იმაზე დიდი საშინელება, ვიდრე ომია, არ არსებობს ამ ქვეყანაზე. ამიტომ მე მთელი გულით მჯერა და ძალიან მინდა, რომ ეს ექსპოზიცია დაეხმაროს ქართველ ხალხს. და რომ მან ყველა ძალას მოუხმოს იმისათვის, რომ შეძლოს და შეინარჩუნოს ასეთი სათუთი და მყიფე მშვიდობა. – ეს ქვეყანა ხომ უზომოდ მშვენიერია!..”