ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ძალისხმევით რამდენიმე ასეულმა პენსიონერმა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში კუთვნილი პენსია ვერ მიიღო. მათს ანგარიშზე დარიცხული თანხა შემოსავლების სამსახურმა ავტომატურად ჩამოჭრა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინდივიდუალურ მეწარმეებად დარეგისტრირებული პენსიონერები ამგვარ მდგომარეობაში სხვადასხვა დროს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გამო ჩაცვივდნენ. ასევე დავალიანების გამო შემწეობას ვერ იღებს ასობით სოციალურად დაუცველი ოჯახი. როგორ დარჩნენ პენსიონერები პენსიის გარეშე?
გიორგი ჯებირაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერია, ცხოვრობს სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო მაღაროში. ვიდრე საგადასახადო სამსახური ესტუმრებოდა, ხუთსულიან ოჯახს პენსიითა და ავტოფარეხში გამართული სახელდახელო დახლით არჩენდა:
„ვყიდდი სიგარეტს... თვეში დაახლოებით 300 ლარისას. უფულობის გამო სალაროს აპარატი ვერ შევიძინე. პირველად მოვიდნენ და 500 ლარით დამაჯარიმეს, შემდეგ - 5 000 ლარით. მერე დამიყადაღეს მიწის ნაკვეთი. ინვალიდობის პენსიას ვიღებდი 70 ლარს და ეგეც წაიღეს. შემოსავლის გარეშე დამტოვეს.“
საქართველოს მასშტაბით მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა 1 200-მდე პენსიონერი, რომლებიც, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, ინდივიდუალურ მეწარმეებად იყვნენ დარეგისტრირებული, ანგარიშებს კი ყადაღა საგადასახადო დავალიანების გამო დაედო, რასაც „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს. კერძოდ, კოდექსის 238-ე და 243-ე მუხლებით ნებადართულია ეგრეთ წოდებული ინკასოთი თანხის მოხსნა ყველა სახის ანგარიშიდან, გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა. საგადასახადო კოდექსის ამ მუხლს კარგად იცნობს თბილისის საკრებულოს წევრი დავით საგანელიძეც, რომელიც პენსიების გარეშე დარჩენილი პენსიონერების საკითხს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურა:
„მართალია, ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, საგადასახადო ინსპექციას აქვს ამის უფლება, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლების უპირველესი ფუნქციაა, თავისი მოქალაქეები არ დატოვოს შემოსავლის წყაროს გარაშე.“
დავით საგანელიძის ამ განცხადების პასუხად, შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ პენსიონერების საბანკო ანგარიშებს ეგრეთ წოდებული ინკასო უკვე მოეხსნა, თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ამით 500-მდე პენსიონერის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. მისივე თქმით, ცალკე საუბრის თემაა სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობების გარეშე დატოვება.
„93 ოჯახის საარსებო შემწეობას ასევე ედო „ინკასო“, რის გამოც ვერ იღებდნენ ბანკიდან თანხას, რომელიც მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა. შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დავუკავშირდით რამდენიმე პენსიონერს. მათ აღნიშნეს, რომ მარტისა და აპრილის პენსია შემოსავლების სამსახურს წაღებული აქვს და გადარიცხულია ბიუჯეტში. შესაბამისად, ამ ადამიანებმა მარტისა და აპრილის პენსია და სოციალური შემწეობა ვერ მიიღეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა, რომლის მიერ აღწერილი ვითარება უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად შეიქმნა, არადა, სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შემოსავლების სამსახურში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ განაცხადა, რომ გადასახადების აკრებისას საჭირო იყო უფრო რბილი და ადამიანური მიდგომა.
უსამართლობის განცდის მოსახსნელად დავით საგანელიძე ხელისუფლებას ურჩევს, შეიმუშაოს კანონპროექტი და პენსია-შემწეობა ხელშეუხებელი გახადოს, თუმცა დავით საგანელიძის ამ ინიციატივის შესახებ არაფერი იციან საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ არც პენსიონერთა ანგარიშებიდან ფულის ჩამოჭრის შესახებ სმენია რამე:
„ვნახავ რაზეა საუბარი და გეტყვით!“
ჩვენთან ერთად ხელისუფლების პასუხს ელოდებიან პენსიონერები, რომელთა შორისაა გიორგი ჯებირაშვილი - 57 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერი სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო მაღაროდან:
„შვილიშვილები მყავს და არ ვიცი რით ვარჩინო ისინი. სანამ პენსიას ვიღებდი, პურის ფული მაინც მქონდა, ახლა ეგეც არ მაქვს. არ ვიცი, რა გავაკეთო...“

შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დავუკავშირდით რამდენიმე პენსიონერს. მათ აღნიშნეს, რომ მარტისა და აპრილის პენსია შემოსავლების სამსახურს წაღებული აქვს და გადარიცხულია ბიუჯეტში...
„მართალია, ამ შემთხვევაში კანონი არ ირღვევა, საგადასახადო ინსპექციას აქვს ამის უფლება, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ სახელმწიფოსა და ხელისუფლების უპირველესი ფუნქციაა, თავისი მოქალაქეები არ დატოვოს შემოსავლის წყაროს გარაშე.“
დავით საგანელიძის ამ განცხადების პასუხად, შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ პენსიონერების საბანკო ანგარიშებს ეგრეთ წოდებული ინკასო უკვე მოეხსნა, თუმცა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ამით 500-მდე პენსიონერის მდგომარეობა დიდად არ გაუმჯობესებულა. მისივე თქმით, ცალკე საუბრის თემაა სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო შემწეობების გარეშე დატოვება.
„93 ოჯახის საარსებო შემწეობას ასევე ედო „ინკასო“, რის გამოც ვერ იღებდნენ ბანკიდან თანხას, რომელიც მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა. შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დავუკავშირდით რამდენიმე პენსიონერს. მათ აღნიშნეს, რომ მარტისა და აპრილის პენსია შემოსავლების სამსახურს წაღებული აქვს და გადარიცხულია ბიუჯეტში. შესაბამისად, ამ ადამიანებმა მარტისა და აპრილის პენსია და სოციალური შემწეობა ვერ მიიღეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა მთივლიშვილმა, რომლის მიერ აღწერილი ვითარება უკანასკნელი წლების განმავლობაში პირველად შეიქმნა, არადა, სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შემოსავლების სამსახურში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ განაცხადა, რომ გადასახადების აკრებისას საჭირო იყო უფრო რბილი და ადამიანური მიდგომა.
უსამართლობის განცდის მოსახსნელად დავით საგანელიძე ხელისუფლებას ურჩევს, შეიმუშაოს კანონპროექტი და პენსია-შემწეობა ხელშეუხებელი გახადოს, თუმცა დავით საგანელიძის ამ ინიციატივის შესახებ არაფერი იციან საპარლამენტო უმრავლესობაში. პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი ამბობს, რომ არც პენსიონერთა ანგარიშებიდან ფულის ჩამოჭრის შესახებ სმენია რამე:
შვილიშვილები მყავს და არ ვიცი რით ვარჩინო ისინი. სანამ პენსიას ვიღებდი, პურის ფული მაინც მქონდა, ახლა ეგეც არ მაქვს. არ ვიცი, რა გავაკეთო...