9 აპრილის საპროტესტო აქციისთვის მზადება დაწყებულია. დაპირებული დიდი საპროტესტო გამოსვლების წინ თბილისში უკვე შედგა აქციების რეპეტიციები: ”უცნობის” კონცერტი რიყეზე, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია რუსთაველის ძეგლთან, მოწოდებით: ”მიშა, წადი! მომავალო, გაფრთხილდი!” - ამ ორ აქციას ხელისუფლების ქცევაზე გავლენა არ მოუხდენია. მისი რიტორიკა და ტონი ისეთივე დარჩა, როგორიც 9 აპრილის რეპეტიციებამდე იყო. მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, რომ წასვლას არ აპირებს და მოწოდებას ”წადი!” უწინდებურად ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე ლაპარაკით უპასუხებს იმ კონტექსტში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა ქვეყანას მსოფლიო საფინანსო კრიზისის შემოტევა ააცილოს. მინდა გესაუბროთ სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციისა და თავად მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიაზე... იმაზე, თუ რა ამოცანებით მოქმედებენ ისინი, ვინც 9 აპრილს ხალხს უნდა ათქმევინოს ”წადი”, და როგორ მოქმედებს ხელისუფლება.
საქართველოში გრძელდება 2007 წლის ნოემბერში დაწყებული პროცესი. აპრილის 9-ში ისევ რუსთაველის პროსპექტზე, ისევ პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას იგივე ადამიანები ეტყვიან სიტყვას ”წადი”, რომლებიც ამას 2007 წლის შემოდგომით, შემდეგ კი 2008 წლის გაზაფხულზე ეუბნებოდნენ. მაგრამ არამარტო ისინი. ვითარება შარშანდელისგან განსხვავებულია. აპრილში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნა უნდა წაეყენოს ხელისუფლებას, რომელმაც განიცადა მარცხი აგვისტოს ომში. ამასთან, ძალებს, რომლებიც არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას ითხოვდნენ შარშან, შეემატნენ ახალი ლიდერები - ხელისუფლების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. ზოგიერთ მათგანს შარშან ოპოზიციის ლიდერები ზუსტად იმ ტონალობაში აკრიტიკებდნენ, როგორც სააკაშვილს:
[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] ”ეს სკამი და სკამები არ არის მიხეილ სააკაშვილის და ნინო ბურჯანაძის! მინდა ხმამაღლა ვთქვა: ბევრჯერ მყავს ნაგინები მიხეილ სააკაშვილი, ახლა ნინო ბურჯანაძის გინებაზე გადავალ, იმიტომ რომ ის გინების ღირსია!”
ასე მიმართავდა შარშან გაზაფხულზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ათასობით და ათიათასობით ადამიანს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე. 9 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე სააკაშვილის გადადგომას ის ნინო ბურჯანაძესთან ერთად მოითხოვს. პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში ორად არის გაყოფილი. არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმებულია, საპროტესტო მოძრაობის აზვირთებით აიძულოს სააკაშვილი გადადგეს თანამდებობიდან, არასაპარლამენტო ოპოზიციის მცირე ნაწილი უარს ამბობს შეუერთდეს 9 აპრილის აქციას. ამ ნაწილში იგულისხმება ლეიბორისტული პარტია და ეროვნული ფორუმიც. არსებობს საპარლამენტო ოპოზიციაც, რომელშიც აცხადებენ, რომ წინააღმდეგნი არიან რევოლუციური პროცესების განვითარების, მიუხედავად იმისა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციაში ხაზგასმით ამბობენ, რომ რევოლუციას არავინ გეგმავს. და არის ხელისუფლება, რომელიც არჩევნების დანიშვნას გამორიცხავს. მისი რეაქცია მიმდინარე პროცესებზე, ერთი შეხედვით, უცნაურად გამოიყურება. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ყოველდღიურ სატელევიზო გამოსვლებში მოსახლეობას დაბეჯითებით არწმუნებენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დასრულებულია, ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორი ქვეყანა იქნება საქართველო მალე, აპრილის აქციების შემდეგ, და თან განმარტავენ, რომ ბრძოლა იქნება მშვიდობიანი , კონსტიტუციური და გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ წავა. დროდადრო ისმის ირონიული გაფრთხილება ხელისუფლების მისამართით: ”ფრთხილად, აჯანყება მზადდება!” - მთელ ამ პროცესზე ხელისუფლების პასუხად შეიძლება განვიხილოთ 17 მარტის მთავრობის სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი უძღვებოდა.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” როგორაა ბიუჯეტში საქმე?”
პრეზიდენტმა მიიღო პასუხი, რომ ბიუჯეტში საქმე კარგადაა, რის შემდეგაც სხვა შეკითხვა დაისვა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” საბაჟოზე როგორაა საქმე?”
პასუხი ამ შეკითხვასაც გაეცა იმის საჩვენებლად, რომ საქმე საბაჟოზეც ნორმალურადაა. ასე გაგრძელდა მთავრობის სხდომა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა. ეს ნაცადი ხერხია. მიხეილ სააკაშვილმა ამ ხერხით კიდევ ერთხელ სცადა მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკაა: საქმე ლაპარაკის ნაცვლად. არასაპარლამენტო ოპოზიციისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების განცხადებას, ხელისუფლებამ თავისი თავი ამოწურა და ის აუცილებლად უნდა წავიდესო, მიხეილ სააკაშვილი ირიბად უპასუხებს:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ უნდა გვესმოდეს ჩრდილოეთით რა ხდება, უკრაინაში რა ხდება, რა სიძნელეები აქვთ მეზობლებს, რათა გვესმოდეს რა რისკებთან გვაქვს საქმე, რა საფრთხეებთან გვაქვს საქმე, თუ კიდევ უფრო მაგრად არ მოვემზადეთ.” (სტილი დაცულია)
ზამთარი კარგად გადავიტანეთო, თქვა 17 მარტს მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი გაერთიანება მას პოლიტიკურად ცხელ გაზაფხულს ჰპირდება. თუმცა ცხელი გაზაფხულისთვის მზადებისას 9 აპრილის აქციის ორგანიზატორ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ ასახელებენ პოლიტიკურ ლიდერს. შეკითხვას, ვინ არის ლიდერი, უპასუხებენ, რომ არის ლიდერთა ჯგუფი. არსებობს სხვა შეკითხვაც: როგორ ხედავს ლიდერთა ჯგუფი საქართველოს განვითარებას სააკაშვილის ხელისუფლების შემდეგ? და ამ შეკითხვასაც ზოგადი პასუხი აქვს: ეს იქნება ქვეყანა სამართლიანი, დემოკრატიული, ისეთი, სადაც ადამიანი იქნება დაცული, საკუთრება იქნება დაცული. უფრო ამომწურავი და, რაც მთავარია, შეთანხმებული ხედვა, პლატფორმა მომავლისა არ ჩანს. ოპოზიციის ლიდერებს ახლა შესასრულებელი აქვთ პროგრამა მაქსიმუმი - ქუჩაში გამოიყვანონ მაქიმალურად დიდი რაოდენობის ხალხი და ეს ხალხი შეინარჩუნონ ქუჩაში მანამდე, სანამ არ მიაღწევენ მიზანს, არ შეცვლიან ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილს რუსთაველზე ნერვების ომს ჰპირდებიან. შარშან გაზაფხულზე ასეთ ომში ხელისუფლებამ მოიგო. წელს კი ოპოზიციის ლიდერები წაგებას გამორიცხავენ.