სამხედრო მიმომხილველისა და პოლიტოლოგის პაველ ფელგენგაუერის სიტყვები: ,,თავდაპირველად მოხდება რაიმე ინციდენტი, სადაც დაიღუპება რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე და ეს შესანიშნავი საბაბი იქნება მოსკოვისთვის ახალი ომის დასაწყებად. თუ ეს ომი დაიწყო, რუსეთი ბოლომდე მივა. ”
კვირის განმავლობაში მედიამ პაველ ფელგენგაუერთან რამდენიმე ინტერვიუ გაავრცელა, სადაც ექსპერტი სამხედრო მოქმედებების განახლების საშიშროებაზე საუბრობს.
პაველ ფელგენგაუერის მიერ მედიაში გავრცელებული განცხადებების თაობაზე პრესა მთელი კვირის განმავლობაში გვთავაზობდა კომენტარებს:
"ეჭვი მეპარება რუსეთს დღეს ეყოს რესურსები და თავხედობა ისეთი ტიპის ოპერაციისთვის, რაც მან აგვისტოში განახორციელა", – უთხრა ”24 საათს” პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
"როგორც ჩანს, ომი მართლაც გარდაუვალია... გამორიცხული არ არის ამ ომში სომხეთიც ჩაერთოს, - წერდა ”ალია”. "ახალი ომი რომ იქნება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ომი ძალიან სჭირდებათ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხალხს, ისინი ყველანაირად ეცდებიან მთავრობის შენარჩუნებას. კრემლში, ერთი მხრივ, აწყობთ მიშას დარჩენა, მეორე მხრივ კი, ვერ იტანენ", - მოჰყავს ”ალიას” პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის კომენტარი.
სამშაბათს პრესა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ წერდა.
,,გუშინ ახალი ალიანსი გაფორმდა, რესპუბლიკელების და მემარჯვენეების ერთობას ალასანიაც შეუერთდა. "ალიანსი საქართველოსთვის" - ასე ერქმევა იმ გუნდს, რომელსაც ალასანია ჩაუდგება სათავეში. თანათავმჯდომარეები იქნებიან დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი. ალასანია არ გამორიცხავს, რომ ამ ალიანსს კონსერვატორები და ლევან გაჩეჩილაძეც შეუერთდნენ. ამბობენ, რომ გამყრელიძე პრემიერის თანამდებობას, ხოლო უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს”, - წერდა სამაშაბათს ”ახალი თაობა”.
”რეზონანსი” კი აღნიშნავდა, რომ ”ახალი ალიანსის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საზოგადოებასა და ხელისუფლებას რეფერენდუმის დანიშვნა შესთავაზა ”. გაზეთში გაანალიზებულია, რა პროცედურები და ვადები უნდა იყოს დაცული და შესაძლებელია თუ არა ამ გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი შეიქმნას.
პრესა აშუქებდა როგორ შეხვდნენ ალიანსის გამოცხადებას სხვა ოპოზიციური პარტიები. "კონსერვატიული პარტია" ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ხედვებს არ იზიარებს, - წერდა ”24 საათი”.
"ჩვენ არ ვაპირებთ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც ბევრჯერ ყოფილა ქართულ პოლიტიკაში, როდესაც ადგილი ჰქონდა ოპოზიციას შორის მწვავე ლანძღვა-გინებას”, - მოჰყავს გაზეთს კახა კუკავას კომენტარი.
”ახალია თაობა” კი წერდა, რომ ალასანიამ რესპუბლიკელებთან და მემარჯვენეებთან გაერთიანება იჩქარა. სოსო ცისკარიშვილის მიხედვით: ,,ოპოზიციის განცხადებები რეფერენდუმთან და 9 აპრილის აქციის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ შეუთანხმებლობას აქვს ადგილი.”
შაბათს ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში პაატა ზექარეიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი რეფერენდუმზე დათანხმდება. თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი რეფერენდუმს იმისთვის ითხოვს, რომ, მისი სიტყვებით, სააკაშვილს მივცეთ ლეგიტიმური ფორმით პოლიტიკიდან წასვლის საშუალება, რომ ქვეყანა არ დავაქციოთ. ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ კონსტიტუციის ფარგლებიდან. თუ შენ სააკაშვილივით იქცევი, რით სჯობიხარ სააკაშვილს? - ვკითხულობთ ”რეზონანსში”.
”არაბები ’იმედში’ " - ასეთი იყო ხუთშაბათის ”რეზონანსის” სათაური.
"ტელე-იმედის" საკონტროლო აქციათა პაკეტის მფლობელის, კომპანია "რაკიინ ჯორჯიას" უკან შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვის ბიზნესინტერესები იდგეს. ასეთ ვარაუდს ექსპერტები და პოლიტოლოგები გამოთქვამენ, - წერს ”რეზონანსი”. არაბული "რაკიინ ჰოლდინგი", რომელიც დღეს უკვე იმედის აქციათა 90%-ს ფლობს, საქართველოში 2005 წელს შემოვიდა და რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია საქართველოს ეკონომიკაში 1,5 მილიარდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. შარშან მის მფლობელობაში გადავიდა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", რომელიც 67,5 მლნ დოლარად იყიდა. საგულისხმოა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი რასელ ხაიმას საამიროში თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს და 2005 წელს საქართველოსა და საამიროს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმებასაც მიაღწიეს. გაზეთი ჩამოთვლის რას ფლობს საქართველოში "რაკიინ ჯორჯია".
ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკო ორველაშვილი, მიიჩნევს, რომ არც ერთი სერიოზული კომპანია, რომელიც თავის სახელს და იმიჯს უფრთხილდება, არ ჩადებს ინვესტიციებს ისეთ აქტივში, რომელზეც მსოფლიოს რამდენიმე სასამართლოში დავა ჯერაც არ დასრულებულა.
შაბათს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარ პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ "გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. თუმცა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს მისი განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებია. თავდაცვის სამინისტროში კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ძმებ ახალაიებთან დაპირისპირების გამო მიიღო, მეორე ვერსიით კი, ამის მიზეზი შეიარაღებულ ძალებში არსებული დაძაბული ვითარებაა. როგორც სამხედრო ექსპერტები აცხადებენ, აგვისტოს ომის შემდეგ ქართულ ჯარში უკმაყოფილების ტალღა ყოველდღიურად იზრდება", - წერს "რეზონანსი" შაბათს სტატიაში, შეკითხვა-სათაურით - ”გენშტაბის უფროსი თანამდებობას ტოვებს?”