,,გამოქვეყნდა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნა, რომელიც ორთვიანი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული. - ვკითხულობთ გაზეთში. - მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ამ დასკვნას უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტად აფასებენ, არასაპარლამენტო ოპოზიცია და პარლამენტში ჯონდი ბაღათურია მას მაინც აკრიტიკებენ". წერს მთელი კვირა, აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ კი გაზეთ ვერსიას უთხრა: "რაც შეეხება "კავკასიის" ეთერში ჩემს კომენტარს - ომი ამათ დაიწყეს! - ამის ახსნა ძალიან მარტივად შეიძლება: ჟურნალისტმა მთხოვა ინტერვიუ და შემდეგ, როდესაც ოპერატორმა კადრების "აღება" დაიწყო, პირად საუბარში მკითხა, რა დასკვნა დადო კომისიამო. ვუთხარი, რომ ომი ამათ დაიწყეს-მეთქი. მხედველობაში ჩვენი ჯარის ცხინვალში შესვლა მქონდა, რაც მიხეილ სააკაშვილმაც აღიარა და ყველაფერი ეს დასკვნაშია ასახული",-უთხრა გაზეთს პაატა დავითაიამ.
"ამერიკა-საქართველოს ჩარჩო-შეთანხმების პაკეტის მომზადება, ფაქტობრივად დასრულებულია. აღნიშნული დოკუმენტით აშშ მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ კავკასიის რეგიონი მისთვის კვლავ სტრატიული მნიშვნელობისაა.” - წერდა სამშაბათს 24 საათი. ამერიკა საქართველოს ურთიერთობა კიდევ ერთი თემა იყო, რომელიც კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა.
"ერთი რამ ცხადია, ვაშინგტონში საქართველოს უსაფრთხოება რჩება ერთ-ერთ მთავარ ინტერესად; და ცხადია, მათ არავითარი სურვილი არ აქვთ, დაუპირისპირდნენ რუსეთს”, - ამბობს გაზეთ "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი. მისივე თქმით, "დღეს ამერიკაში დღის წესრიგში საერთოდ არ დგას საკითხი, უნდა შეიცვალოს თუ არა საქართველოს ხელისუფლება. დღის წესრიგში სხვა რამ დგას: არის თუ არა საქართველო სტაბილური ქვეყანა, და რამდენად არის შესაძლებელი, რომ აქ ვითარება დააწყნარონ. ხვდებიან, რომ სტაბილურობას ხელს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ საქართველოს არადემოკრატიული ხელისუფლებაც უშლის. ამიტომაც არსებობს განზრახვა, აქ დემოკრატიის განვითარებას უფრო ეფექტურად დაუჭირონ მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ომის დაწყების საფრთხე გაჩნდება...” - უთხრა გაზეთს სალომე ზურაბიშვილმა.
შაბატს ახალი თაობა წერდა, რომ "საქართველოსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებას 4 იანვარს მოეწერება ხელი. ,,მიმართულებები ცნობილია, მათ შორის არის უსაფრთხოება, ეკონომიკური თანამშრომლობა, დემოკრატიული პროცესების გაღრმავება. დეტალები ხელმოწერის შემდეგ იქნება დაზუსტებული. ფაქტობრივად, ეს არის უკრაინასთან დადებული ხელშეკრულების ანალოგი, არის განსხვავებები იმ შემთხვევებშიც, სადაც ჩვენ მიერ მიწოდებული შესწორებები არის შეთანხმებული და მიღებული", - ვკითხულობთ შაბათის "ახალი თაობაში " პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძის კომენტარს. ,
ხუთშაბათს პრესა გაეროშო საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის ირაკლი ალასანიას პრესკონფერენციაზე წერდა. გაზეთ ყველა სიახლეში კი მასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა. "ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. მე სხვადასხვა ფორმით ვითანამშრომლებ ყველა იმ ადამიანთან, მათ შორის ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ წევრებთანაც, ვინც მხარს დაუჭერს ცვლილებებს, ახალ არჩევანს და თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის გამთლიანების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის მიღწევაში.” - უთხრა გაზეთს ირაკლი ალასანიამ.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა გაზეთ "ჯორჯიან თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ: "ირაკლი ალასანიას გეგმები საინტერესოა. გვქონდა კონსულტაციები და შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდოდა და პოლიტიკურ ვითარებაში გაერკვეოდა, გვექნებოდა კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი. ამის შემდგომ ჩამოვყალიბდებით, ერთად გავაგრძელებთ თუ არა პოლიტიკურ საქმიანობას. თუმცა შეიძლება იყოს პარტნიორობა, მაგრამ არა ერთ კოალიციაში... მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, დარწმუნებული ვარ, სერიოზული პოლიტიკური ალტერნატივა ჩამოყალიბდება, რომელშიც "რესპუბლიკელები" და "ახლები" ერთად ვიქნებით. ვისთან ერთად და რა კონფიგურაციით, ამას უახლესი მომავალი გამოაჩენს. გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ არც გამორიცხულია რამე".
კიდევ ერთი ციტატა ამ ინტერვიუდან: "სააკაშვილი შარშანდელივით ვერ გადადგება, იმიტომ, რომ უკან ვეღარ მოვა. გასაწირი რჩება პარლამენტი. ამიტომ, თუ დემოკრატიული ალტერნატივა გაჩნდა და მსოფლიომაც დაინახა, რომ ამ ქვეყანაში ნორმალური ძალა ამოიზარდა, მაშინ მისი საქმე ცუდადაა. შეიძლება დასწრებაზე მუშაობა გადაწყვიტოს და მანამდე უცებ მოგვახვიოს თავს საპარლამენტო არჩევნები. არჩევნების ჩატარებით ყველაზე დაინტერესებული პირი არის სააკაშვილი. გაზაფხულზე არჩევნების ჩატარებით დაინტერესებულია ოპოზიციაც - გამოდის, 2009 წელს არჩევნები უნდა შედგეს.
შაბათს კი "რეზონანსი" წერდა, რომ "პრეზიდენტი პარლამენტის როლის გაძლიერებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ისე სწრაფად იქნა მიღებული და ისე სწრაფად გახმიანებული, რომ კონკრეტული დეტალები უმრავლესობის ლიდერებმაც კი არ იციან.”.
"საქმე ის არის, რომ პრეზიდენტს დირექტივა მოსვლია და ასე მოულოდნელი გახმიანებაც ამას უკავშირდება. - წერს გაზეთი. "რეზონანსის" ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები სააკაშვილს ვაშინგტონიდან დაწერილი სახით მოსვლია და თანაც ცვლილების გატარებას დაუყოვნებლივ ითხოვენ. ამასთან, პარლამენტის როლის გაძლიერებისთვის ქმედითი ნაბიჯების მოთხოვნა ერთ-ერთი წინაპირობა ყოფილა აშშ-სთან ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებისთვის. ორშაბათამდე დრო კი იმისთვის სჭირდებათ, რომ ეს დოკუმენტი ქართულად ითარგმნოს და კანონპროექტის სახე მისცენ", - ვკითხუკლობთ გაზეთ რეზონანსის შებათის ნომერში.
"საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ თავდაცვის ყოფილ მინისტრ გია ყარყარაშვილს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დეტალური ინფორმაცია სთხოვა. "ჩვენი შეხვედრა შესაძლოა სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მე ალასანიას შესაბამისი დოკუმენტები გადავუგზავნო და შეხვედრაც აღარ გახდეს საჭირო" - განაცხადა ყარყარაშვილმა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რა სკანდალურ დასკვნას გამოაქვეყნებს გია ყარყარაშვილი აგვისტოს მოვლენებზე?
"ორი თვის განმავლობაში გამოვკითხე დაახლოებით 200-დან 300-მდე რიგითი სამხედრო, რომლებსაც ბრძოლაში მოუწიათ მონაწილეობამ. გამოვკითხე გენერალური შტაბის "სპეცნაზიდან" გათავისუფლებული ადამიანები, აგრეთვე ისინი, ვინც ჯარიდან გაუშვეს და მათ წინააღმდეგ საქმე აღძრეს. რა თქმა უნდა, მათთვის ბევრად უფრო ადვილია სიმართლის თქმა... უკვე ნათელი სურათი იკვეთება, რა ხდებოდა. დასკვნა ანალიზის პარალელურად ხდება. ჩემი თვალით დანახული შეცდომებიც დაფიქსირებულია. ვწერ, რომ შეტევის ესა თუ ის მიმართულება მიმაჩნია არასწორად", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ყარყარაშვილი.
სოზარ სუბარი სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს. წერს შაბათის ნომერში გაზეთი რეზონანსი. გაზეთის მიხედვით ამ განცხადებას იგი პარლამენტის ტრიბუნიდან გააკთებს. პარლამენტში სოზარ სუბარი 30 დეკემბერს უნდა მივიდეს.