ახალი საფრთხის თემა მეტად აქტუალური იყო მიმდინარე კვირის ქართული პრესის ფურცლებზე.
”ვერსია” სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილთან საუბარს აქვეყნებს. "რაც შეეხება რუსულ გეგმებს,რომლებიც ახლა გაჟღერდა, აბსოლუტურად რეალურია, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი. - რეალურია ისიც, რომ საქართველოში შეიძლება ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა განთავსდეს. საქართველოს სამხედრო აკვატორიას აშშ-ის სამხედრო გემები დაიცავენ. საფრთხე, რომ რუსეთი მანამდე დაგვესხმება თავს, სანამ საჰაერო თავდაცვითი სისტემის გამართვა მოხდება, რეალურია.” და კიდევ ერთი ციტატა: ,,რუსეთი პირველ გეგმას განახორციელებს თუ მეორეს, თოფი მაინც გავარდება, ასეთი ზრახვები ახლოსაა რეალობასთან და ეს უფრო მოკლე ვადებშია მოსალოდნელი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ანუ თუ მოხდება, მოხდება მანამ, სანამ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ბოლომდე ჩამოყალიბდება", - უთხრა ირაკლი სესიაშვილმა გაზეთ ”ვერსიას”.
უკვე კვირის მიწურულს ”ვერსია” საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, განცხადებას აქვეყნებს: ,,უახლოეს მომავალში, რუსეთის შიდა პრობლემების გამო, საქართველო-რუსეთის ომი მოსალოდნელი არ არის. პრეზიდენტის თქმით, საქართველო მზადაა აღადგინოს დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი საელჩო იქნება და არა სამი.”
კვირის მიწურულს პრესა ჟენევის მოლაპარაკებების შედეგებზე წერდა: ”24 საათს” საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას კომენტარი მოჰყავს: "თანათავმჯდომარეების ყველა მცდელობის მიუხედავად, რუსეთის წარმომადგენლების მიზეზით, არ მოხერხდა შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მექანიზმებზე, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა თავიდან აგვეცილებინა ისეთი ინციდენტები, რომლებიც ყოველდღე ხდება კონფლიქტურ რეგიონებში. შეთანხმება შესაძლებელს გახდიდა დამკვირვებლების შეშვებას კონფლიქტურ რეგიონებში", – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
სამშაბათს ”რეზონანსი” აქვეყნებს პუბლიკაციას, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: ,,კონფედერაცია, რომელიც სანატრელი გაგვიხდა”. გაზეთი კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა, რომელმაც გაზეთს უთხრა, რომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით: "კონფედერაცია ერთადერთი მოდელია, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია... მართალია, იმასაც აღიარებენ, რომ ეს არცთუ სასურველი გამოსავალია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სხვა რეალური გზა ამ გადასახედიდან არ მოჩანს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელზე 90-იან წლებში იყო საუბარი, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა.
მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კონფედერაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კავშირია და საქართველოს აფხაზეთთან კონფედერაცია რომ შეექმნა, ჯერ ის უნდა ეღიარებინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღეს კი ესეც შეიძლება სანატრელი გაგვიხდეს", - უთხრა გაზეთს ვახტანგ ხმალაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს კონფედერაციის ვარიანტს. მისი თქმით, ეს საქართველოს დამატებით პრობლემას შეუქმნის, - წერს გაზეთი.
ვინ და რატომ "შემოაგდო" კონფედერაციის იდეა? კითხულობს გაზეთი ”24 საათი” უკვე 19 დეკემბრის ნომერში . "ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა გაზეთს უთხრა, რომ მისთვის ძნელი სათქმელია, რატომ გახდა დღეს აქტუალური ეს თემა. დარჩიაშვილის თქმით, "საფრთხე მოდის არა თავისთავად მოდელებიდან, არამედ რუსეთის განზრახვიდან - აქციოს საქართველო კრემლის მიერ კონტროლირებად სუბიექტად". გაზეთი წერს, რომ "იდეის ინიციატორის შესახებ მასალის მოძიება "ოსინფორმის" საიტზე შეიძლება, სადაც გამოქვეყნებულია 7 დეკემბრით დათარიღებული ინტერვიუ იგორ გიორგაძესთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების გეგმასაც მიმოიხილავს. გეგმის ერთ-ერთი დეტალია კონფედერაციულ მოწყობამდე მისვლა”, - ვკითხულობთ ”24 საათში”.
,,გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ბაზები შეიძლება საქართველოში და უკრაინაში განთავსდეს, - წერდა შუა კვირაში ”ახალი თობა”. - ასევე არ არის გამორიცხული ამერიკის ბაზები ყაზახეთსა და უზბეკეთშიც განლაგდეს. ყაზახეთის და უზბეკეთის მთავრობები წინდახედულობას იჩენენ და ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ”, - წერს გაზეთი და ბათუ ქუთელიას სიტყვები მოჰყავს: "საქართველო და ამერიკა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის. თუ რა ფორმა ექნება ამ ხელშეკრულებას, მალე შევიტყობთ. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან", – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
”რუსეთს აშშ-ის სამხედრო ბაზების მიახლოება აშინებს” - ასეთი სათაურით აქვეყნებს შაბათის ”რეზონანსი” პუბლიკაციას, რომელშიც ვკითხულობთ: "ყაზახეთსა და უზბეკეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების მოსალოდნელ განთავსებაზე განცხადებას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ნიკოლაი მაკაროვი აკეთებს. "დარტყმა სამხრეთიდან" მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთის გენშტაბისთვის. პოლიტიკის ექსპერტის სოსო ცისკარიშვილის აზრით: "მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაკარგა დემოკრატია და "ვოვაკრატიისკენ" გადაიხარა, რუსეთის პრესტიჟი საერთაშორისო არენაზე ეცემა. დასავლეთის სამყაროს ცნობიერებაში რუსეთი იზოლირებული და განდევნილია. რაც შეეხება აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგებას რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან, უახლოეს ხანებში ძალთა გადანაწილების თვალსაზრისით შეიძლება იმდენი სერიოზული ცვლილებების მომსწრე გავხდეთ, რომ პუტინს საერთოდ დაავიწყდეს სამხედრო ბაზებიც და საქართველოც. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის მძაფრი დაპირისპირებაც იყოს, რომელიც ამჟამად კრემლის ელიტაში არსებობს, კერძოდ, ე.წ. გლობალ-კლეპტოკრატებსა და ადგილობრივ კლეპტოკრატებს შორის. თვენახევარში ან ორ თვეში მოწმენი გავხდებით, რა შედეგებით დასრულდება ერთპიროვნული მართვა რუსეთში, მაგრამ მანამდე ჯობს ჩვენს "მიშაკრატიას" მივხედოთ", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი შაბათის ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიაში.