სიუჟეტის მიხედვით, ახალგორსა და მიმდებარე სოფლებში „რუს ოკუპანტებთან ერთად ოსური ბანდფორმირებებიც იმყოფებიან და ახალგაზრდებს აიძულებენ რუსულ ჯარში იმსახურონ.“
გაზეთი „ქართლის ხმა“ კი მკითხველს გორის რაიონის სოფელ ზემო ნიქოზის პრობლემებზე უამბობს. გაზეთის ინფორმაციით, სოფელი შუაზეა გაყოფილი, რადგან პოლიცია სოფლის ცენტრში დგას, ხოლო მოსახლეობა იმ სახლებშიც დაბრუნდა, რომლებიც პოსტისგან მოშორებით, ცხინვალის სიახლოვეს, მდებარეობს. როგორც ნიქოზელები ჰყვებიან, ღამღამობით ოსი ეროვნების შეიარაღებული პირები მათ აშინებენ და ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. „შეიძლება, ჯერ ქართული პოლიცია იდგეს და მერე მოსახლეობა ცხოვრობდეს? გამოდის, ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოლიციას,“ – ამბობს ერთ–ერთი ნიქოზელი.
მიმდინარე კვირაში გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტმა გიორგი გირკელიძემ მკითხველს დაწვრილებით უამბო პოლიციის ხელმძღვანელის ვანო მერაბიშვილის ინტერნეტული კონფერენციის შესახებ. ზუსტად ერთი თვის წინ „გურიის მოამბემ“ გამოაქვეყნა ფოთელი ჟურნალისტის ლაშა ზარგინავას სტატია, რომელიც ცდილობდა გაერკვია, რატომ ვერ მოხერხდა იმ მცურავი საშუალებების გაყვანა ფოთის პორტიდან, რომლებიც რუსებმა გაანადგურეს. მაშინ ჟურნალისტი ესაუბრა საზღვაო ჯარების სარდალს ბესიკ შენგელიას, ფოთის მერს ვანო საღინაძეს და ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ წურწუმიას, თუმცა რაიმე ინფორმაციის შემცველი პასუხი ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ მიიღო. ფოთის პორტში ჩაძირული გემების შესახებ საზოგადოებას ვანო მერაბიშვილმა გასცა პასუხი ინტერნეტული ფორუმის მეშვეობით: „ფოთის პორტიდან რუსებმა ვერ წაიყვანეს ვერც ერთი გამართული მცურავი საშუალება. ერთადერთი გამართულ მდგომარეობაში მყოფი კატარღა პოლიციამ გზაში დაწვა. ფოთის პორტში ჩაძირული გემებიდან არც ერთი არ ფუნქციონირებდა.“ საინტერესოა, რომ გემების უვარგისობის შესახებ ერთი თვის წინ არაფერი იცოდა საზღვაო ჯარების სარდალმა ბესიკ შენგელიამ.
მიმდინარე კვირაში ქუთაისურმა "პოსტსკრიპტუმმა" მკითხველს ასეთი ისტორია უამბო: ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აჭარიდან შემოსული სარჩელი განიხილა. საქმე ეხებოდა პატიმრობაში მყოფი ბათუმელი კანონიერი ქურდის, ბიძინა ბაკურაძის, ყოფილი მეუღლისთვის საცხოვრებელი სახლის ჩამორთმევას. მაია გოდერძიშვილს, რომელიც ბაკურაძესთან ოფიციალურ ქორწინებაში არასოდეს ყოფილა, მისგან ათი წლის შვილი ჰყავს. ქალბატონის მტკიცებით, მათი ურთიერთობა 1997 წელს დაიწყო და დასრულდა, სადავო სახლი კი 2004 წელს არის შეძენილი და დედა–შვილისთვის ერთადერთი საცხოვრებელი ფართია. ამის მიუხედავად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ქონება დაუსაბუთებელია და ჩამორთმევას ექვემდებარება. ასე დარჩა მარტოხელა დედა, თავის 10 წლის შვილთან ერთად, ქუჩაში.
ბათუმში კი ამჟამად ჯონი ცივაძეს ასამართლებენ. ეს ის ადამიანია, რომელმაც კორტებთან მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამის ავტომანქანაში საკუთარი დაკარგული მანქანა ამოიცნო. მანქანა ვაზაგაშვილებს სწორედ ცივაძის საჩივრის საფუძველზე ჩამოართვეს. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ჩვენება ყალბი ყოფილა და ვაზაგაშვილის მანქანა ცივაძეს არასოდეს ეკუთვნოდა. ახლა ცივაძეს ცრუ ჩვენების მიცემისთვის ასამართლებენ. თუმცა ვაზაგაშვილებს არც წართმეულ მანქანას უბრუნებენ და არც იმას, რომელშიც მათი შვილი ჩაცხრილეს. ეს ამბავი გაზეთ ”ბათუმელების“ მკითხველებს ჟურნალისტმა ემზარ დიასამიძემ უამბო.