გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია მიესალმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში
სამშვიდობო მანდატის გაგრძელებას. როგორც მან ნიუ-იორკში, პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, მიღებულ რეზოლუციაში კვლავ აღნიშნულია ვალდებულება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ - საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან საუბარში ალასანიამ გაეროს რეზოლუციის ტექსტიდან ორი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო - მათ შორის რეზოლუციაში იმის დაფიქსირება, რომ კოდორის ხეობაში სიტუაცია შეესაბამება უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს და შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა ქართულმა მხარემ 1994 წელს. იუწყებიან ასევე, რომ ალასანიამ მასმედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლო სამშვიდობო ინიციატივაზე.