ოფიციალური ინფორმაციის გადაცემის უფლება აქვთ”, - წერდა ორშაბათს გაზეთი ”რეზონანსი”. ,,სომხეთში პოლტიკური დაპირისპირება სისხლისღვრაში გადაიზარდა” - ამგვარი იყო ”24 საათის” მოწინავე სტატიის სათაური.
,,რატომ გაიყო ორად ეროვნული საბჭო? რატომ გადაწყვიტეს ,,რესპუბლიკელებმა” არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა? ” - ეს ამონარიდი გაზეთ ”მთელი კვირიდან” გახლავთ და ამ პრობლემებზე ლევან ბერძენიშვილი საუბრობდა გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში. ,,ჩვენ არ ვემიჯნებით ეროვნულ საბჭოს, - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა ,,მთელ კვირას”, - ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა ოპოზიციურ ძალას. ყველას უნდა მოიპოვოს თავისი წილი ხმები და ყველამ ერთად მომავალ პარლამენტში უნდა შევქმნათ უმრავლესობა”, - ვკითხულობთ გაზეთში. გაზეთ ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში კი ლევან ბერძენიშვილი ასე განმარტავს მიზეზს, თუ რატომ დატოვა რესპუბლიკურმა პარტიამ ერთიანი ოპოზიცია: ,,რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ ფრონტი მარაოსავით უნდა გავშალოთ, ამით ოპოზიციას მეტ ხმას მოვუტანთ. ამით დაშლა და რაიმე საფრთხე ოპოზიციას არ ემუქრება. ეს ოპოზიციის გამაძლიერებელი ნაბიჯი უფროა, ვიდრე დამასუსტებელი. ზოგიერთი არაკეთილისმსურველი უკეთებს ამ ნაბიჯს სხვა ინტერპრეტაციას. საპარლამენტო არჩევნებში გამოჩნდება, იყო თუ არ ჩვენი ნაბიჯი სწორი.”
ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კი, ეკა ხერხეულიძემ, ოპოზიციის ამ გეგმასთან დაკავშირებით გაზეთ ”ყველა სიახლესთან” ინტერვიუში განაცხადა: ,,ვერ გაშალეს კარვები და ახლა მარაოს შლიან.”
,,ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შედის”, - წერდა გაზეთი ”რეზონანსი”. - ,,არ არის გამორიცხული, რომ თბილისში აქციების ახალი ფრონტი გაიშალოს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებს ორგანიზებას ეროვნული საჭო გაუწევს. ჯერ გაურკვეველია რას მოიმოქმედებენ რესპუბლიკელები და ახლები. რაც შეეხება ლეიბორისტებს, ისინი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ხელისუფლებასთან დილოგს”, - წაიკითხავდით 4 მარტის ”რეზონანსში”. ოპოზიციის გეგმების განხილვას პრესა მთელი კვირის განმავლობაში განაგრძობდა და წერდა, რომ 9 მარტს თბილისს კიდევ ერთხელ გადაუვლის საპროტესტო ტალღა. ხუთშაბათს ლევან ბერძენიშვილმა ”რეზონანსს” უთხრა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ამ მოთხოვნას პარტია არ უერთდება. ”თუ მოთხოვნებში რაიმე შეიცვალა, აქციაზე შეერთება-არშეერთების საკითხს შემდეგ გადავწყვეტთ”, - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკასთან” ინტერვიუში პოლიტიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა: ,,დარწმუნებული ვარ რესპუბლიკელთა გადაწყვეტილებას წინ სერიოზული გათვლები უძღოდა”. სოსო ცისკარიშვილი ამგვარად აფასებს არჩევნებთან დაკავშირებულ ვითარებას: ,,არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ შეიქმნას ერთი საარჩევნო სუბიექტი, რამდენიმეკომპონენტიანი შემადგენლობით, ერთი იყოს ოპოზიციური გაერთიანება, მეორე რესპუბლიკური პარტია. არ გამოვრიცხავ მესამე სუბიექტის გამოჩენას მემარჯვენეების სახით”, - ვკითხულობთ გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა”.
ხუთშაბათს ”24 საათი” ეუთოს 32 გვერდიანი დასკვნის მოკლე მიმოხილვას აქვეყნებს.
გაზეთში ასევე მოტანილია ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებები დასკვნასთან დაკავშირებით. ”ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, ეუთოს დამკვირვებელთა მისიის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არაკონსტიტუციურად ჩატარდა და საჭიროა არჩევნების ხელახლა ჩატარებაო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის პავლე კუბლაშვილის თქმით კი, ეუთოს შეფასება ასეთი დასკვნის საშუალებას არ იძლევა და არჩევნები ქართველი ხალხის აზრის გამომხატველად არის შეფასებული.
იმ დღეს ”რეზონანსი” მოწინავე სტატიაში წერდა: ,,მისიის საბოლოო დასკვნაში არსად წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეფასდა.”
პარასკევს კი გაზეთი ”რეზონანსი” წერდა: ,,რუსეთმა აფხაზეთს ბლოკადა ოფიციალურად მოუხსნა. თბილისმა ამის საპასუხოდ, შესაძლოა, აფხაზეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანა უკვე ოფიციალურად მოითხოვოს.” ,,რუსეთი აფხაზეთის ეკონომიკურ ანექსიას იწყებს”, - წერდა ”24 საათი”.
,,საქართველოს მოქალაქეობაზე შეიძლება უარი ვთქვა,” - ლევან გაჩეჩილაძის ეს სიტყვები 5 მარტის ”ახალი თაობის” საერთო ქუდი გახლდათ. ,,წავალთ სიტუაციის ძლიერ გამწვავებაზე... მთელ პასუხისმგებლობას ბურჯანაძეს ვაკისრებთ”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ეს სიტყვები განმეორდა შაბათის ”რეზონანსშიც”, რომლის მოწინავე სტატიის სათაური ამგვარია: ,,ოპოზიცია პასუხისმგებლობას ბურჯანაძეს აკისრებს”. პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ: ,,8 სუბიექტისაგან შემდგარი გაერთიანებული ოპოზიცია დანარჩენ ოპოზიციას არ ენდობა და იმ პრინციპით იმოქმედებს, რასაც თავად გადაწყვეტს. ისინი 9 მარტის საპროტესტო აქციაზე, სულ ცოტა, 15 000 მხარდამჭერს ელოდებიან და კარვების გაშლასაც აპირებენ.” ”რეზონანსი” აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან საუბარს ბეჭდავს. .,,დიალოგი საბოლოოდ ჩაიშალა და არაფერი გამოვა. ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არა აქვს”, - განაცხადა კახა კუკავამ. ,,სამი კაცი რომ მოვიდეს, მეოთხე მე ვიქნები. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და არავის ვეხვეწებით მოდითო”, - უთხრა გაზეთს კობა დავითაშვილმა.
დაბოლოს, მიმდინარე კვირას ყველა ქართული გაზეთი მკითხველს სამწუხარო ამბავს ამცნობდა: გარდაიცვალა სოფიკო ჭიაურელი.