თუმცა მანიფესტაციები კვლავაც დაზღვევის მთავარ მექანიზმად რჩება.” - ეს გახლავთ ციტატა ,,კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ,,თუ მშვიდობა იქნა”... პოლიტიკური დიალოგის რეჟიმში გადანაცვლების პრობლემა მიმდინარე კვირის ქართული პრესის მთავარი თემა იყო.
,,ხვალ გამოჩნდება, თუ აქვს ხელისუფლებას დიალოგის სურვილი” - ეს კი ორშაბათის ,,ახალი თაობის” პირველ გვერდზე გამოტანილი ქუდი იყო. ,,ხვალ”, ანუ სამშაბათს, ოპოზიციის მემორანდუმის განხილვის მორიგი რაუნდი უნდა გამართულიყო. ამიტომ სამშაბათ დილით გამოსული გაზეთები კვლავ ამ მოლაპარაკებათა წინაპირობებზე წერდნენ. ,,ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დღევანდელი შეხვედრისათვის ემზადება, დღეს უკვე ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს თავისი ხედვა, თუ მემორანდუმის რომელი საკითხის შესრულებაზეა თანახმა”, - წერდა სამშაბათის ”რეზონანსი” მოწინავე სტატიაში, რომლის სათაურია: ,,ხელისუფლება მემორანდუმის დიდი ნაწილის შესრულებაზე თანახმაა, მაგრამ არც მერაბიშვილს მოხსნიან და არც თარხნიშვილს დაიჭერენ”.
”24 საათი” კი წერდა, რომ, ”ოპოზიციის განცხადებით, ქუჩის გამაფრთხილებელი აქციები მოლაპარაკებებს ხელს არ შეუშლის. პირიქით, საპროტესტო ხასიათის ღონისძიებები ხელისუფლებას მეტ სტიმულს მისცემს კონკრეტული დიალოგის საწარმოებლად.”
სამშაბათ საღამოს შეხვედრა შედგა, ოთხშაბათს კი ”რეზონანსი” წერდა: ,,შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ არ იქნება გარკვეული მოთხოვნები მყისიერად შესრულებული, არ არის გამორიცხული, დიალოგი ჩიხში შევიდეს.”
ხუთშაბათს გაზეთ ”ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარე კახა კუკავა ასეთ შეფასებას აძლევდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგს:
”უმრავლესობას უნდა, რომ ილუზია შექმნან, თითქოს დიალოგი მიდის.” ინტერვიუში კახა კუკავა ასევე ამბობს: ”უშედეგო მოლაპარაკებები შედის უმრავლესობის და არა ოპოზიციის ინტერესებში. ამიტომ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ კონკრეტული პასუხები გვჭირდება.”
”24 საათი” კი დიალოგის შედეგს ასე აღწერდა: ,,ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები, რომელსაც ,,გადამწყვეტი რაუნდიც” უწოდეს, ისე დასრულდა, რომ მემორანდუმის 17 მოთხოვნიდან არც ერთი არ დაკმაყოფილებულა. ოპოზიცია კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს: გათავისუფლდნენ 2-7 ნოემბერს დაპატიმრებული ადამიანები, თანამდებობიდან გადადგნენ თამარ კინწურაშვილი და ლევან თარხნიშვილი. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ხელისუფლებასთან საუბარს მხოლოდ ამ მოთხოვნების შესრულების შემდეგ გააგრძელებენ.” -გაზეთი დასძენდა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შემდეგი შეხვედრა ორშაბათისათვის გადაიდო.
,,წინ მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდია”, - წერდა ხუთშაბათს გაზეთი ”ყველა სიახლე” და დასძენდა: ,, თუმცა უკვე ცხადია, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მოვლენების განვითარების უარესი სცენარისათვის ემზადებიან”...
დიალოგის განხილვის პარალელურად, მიმდინარე კვირაში პრესა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების შესახებაც წერდა. გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ არჩევნებში ოპოზიციის შანსების შეფასებისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავარი ოპოზიციისათვის ერთიანობის შენარჩუნებაა.
გაზეთ ”ახალ თაობაში” გამოქვეყნებული პუბლიკაცია კი ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური გაერთიანების - ,,ქრისტიანულ- დემოკრატიული მოძრაობის” - დაფუძნებას ეძღვნება.
ორშაბათს გაზეთი ”ალია” წერდა, რომ ,, ’ალიამ’ გადაწყვიტა მისთვის ფოსტით მიწოდებული ,,კოდუა-პატარკაციშვილის ლონდონში საუბრის სრული ვერსია გამოექვეყნებინა.” შესავალში აღნიშნულია: ,,კაცმა არ იცის, რამდენად სრულია ეს ვერსია და კიდევ რა დარჩა ამის მიღმა.”
ხუთშაბათს გაზეთი აგრძელებს ფარული ჩანაწერების ვერსიების გამოქვეყნებას და ამჯერად ირაკლი კოდუას და მოსამართლე მარინა გაბუნიას საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს. ,,ფარული ჩანაწერების სკანდალი” - ასეთია სათაური უკვე შაბათის ”ალიას” პუბლიკაციისა, რომელშიც გაზეთი თემას აგრძელებს.
თუმცა შაბათის მთავარი თემა კვლავ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებია და საგაზეთო სათაურები ამჯერად ნაკლებად ოპტიმისტურად ჟღერს. ,,ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგზე უარი თქვა”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”.
შაბათის ”24 საათის” პუბლიკაციაში კი, სათაურით ,,პოლიტიკური ჩიხისკენ”, კითხულობთ: ,,საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ლიდერის, კობა დავითაშვილის, განცხადებით, ხელისუფლებასთან დიალოგი უკვე აზრს კარგავს.”
,,ოპოზიცია ბურჯანაძესთან დიალოგს წყვეტს” - ეს სათაური კი უკვე გაზეთ ”რეზონანსის” მოწინავე სტატიისაა, რომელშიც შემდეგ დეტალებს ვეცნობით: ,,პარლამენტში გენპროკურორის მოადგილე გიორგი ლაცაბიძესა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ კახა კუკავას შორის დახურული შეხვედრა შედგა. კუკავამ ლაცაბიძეს 420-კაციანი სია გადასცა, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად თვლის და მათ გათავისუფლებას ითხოვს. პროკურატურა კი მათ პოლიტპატიმრებად არ მიიჩნევს და მხოლოდ 4 პირის საკითხის გადახედვას აპირებს. ოპოზიცია კი მემორანდუმით გათვალისწინებული მინიმუმ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პარლამენტის თავმჯდომარესთან დიალოგს წყვეტს და ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს.”