პარტიის ლიდერის მოწოდებას, ”ნუ გეშინიათ ლომაიების, ნუ გეშინიათ ბოკერიების, გავერთიანდეთ ერთიანი საქართველოსთვის, გავერთიანდეთ ხელისუფლებიდან ამ უწმინდურების გასაცილებლად ”, ადამიანები უკვე გამოეხმაურნენ. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური გამოსვლის შემდეგ, 26 სექტემბერს, ახლად დაფუძნებულ ოპოზიციურ პარტიაში ახალი წევრები მიიღეს.
ახალი წევრები ახალი ლიდერის გარშემო გაერთიანდნენ, პარტიის პროგრამას კი - გნებავთ, იდეოლოგიას - მათ მოგვიანებით პარტიის ყრილობაზე გააცნობენ... ჯერჯერობით ოქრუაშვილის გარშემო გაერთიანების მოტივაცია არის ის, რომ ის ვაჟკაცია, მართლმადიდებელია, ნამდვილი ქართველია, შეუპოვარია და შეუძლია ბრძოლა ხელისუფლების შესაცვლელად. რა ახალი ძალა და როგორი ახალი ლიდერი იკვეთება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში და როგორია პარტიის პრეზენტაციაზე ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური გამოსვლის შეფასებები?
ბოროტი ვეზირი, მეზღაპრე, ვულგარული პატრიოტი - ეს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ახალი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, ახალი იარლიყებია. ასე მას ყოფილი თანაგუნდელები ახასიათებენ.. მაგრამ, ყოფილი თანაგუნდელების გარდა, არიან სხვები, ხელისუფლებაზე განაწყენებული ან ხელისუფლებისგან იმედგაცრუებულები - ისინი, რომლებმაც ირაკლი ოქრუაშვილში ვაჟკაცი, შეცდომების მაღიარებელი, მართლმადიდებლობის და ქართველობის დამცველი დაინახეს, განსაკუთრებით 25 სექტემბრის გამოსვლის შემდეგ, როცა ”ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთმა გმირმა, წარსულში მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელმა, ხელისუფლების უმაღლეს პირებს, პირველ რიგში კი, პრეზიდენტს უმძიმესი ბრალდებები წაუყენა.. მათ შორის, ბრალდება კონკრეტულ ადამიანთა ლიკვიდაციის დავალების მიცემის შესახებ...
რა იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრის ეს გამოსვლა - მისი სიძლიერის თუ, პირიქით, სისუსტის გამოვლინება? შეფასებები სხვადასხვაგვარია.. ირაკლი ოქრუაშვილის 25 სექტემბრის გამოსვლების მოსმენის შემდეგ პოლიტოლოგ გია ნოდიას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ოპოზიციაში დაფუძნება ვა-ბანკზე წასვლით გადაწყვიტა, მან აირჩია ხელისუფლებასთან უმწვავესი დაპირისპირების გზა, მაგრამ ეს დაპირისპირება სუსტი პოზიციით გამოხატა: გამოიტანა ბრალდებები, რომელთა დასაბუთება ძნელია, თითქმის შეუძლებელია და, იმავდროულად, თავი წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენა, რადგან გააჩინა შეკითხვა, თავის დროზე რატომ აგრძელებდა ყოფნას იმ ადამიანის გუნდში, - იგულისხმება პრეზიდენტი, - რომელიც მას, მისი მტკიცებით, კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციას ავალებდა. გია ნოდია მიიჩნევს, რომ ამ ბრალდებებზე სერიოზული რეაგირება არ ღირს მანამდე, სანამ ოქრუაშვილი არ მოახდენს ბრალდებების დასაბუთებას.. ასევე ფიქრობენ ხელისუფლების შიგნით, საპარლამენტო უმრავლესობაში:
[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] ”აი, პრაქტიკულად წარმოვიდგინოთ: უეცრად თქვენ ამბობთ, რომ განზრახული მაქვს ბომბეიმდე გვირაბის გაყვანა ან გავიყვანე უკვე ეს გვირაბი .. რა უნდა გამოიძიოთ? - ეს გვირაბი არ გამიყვანია. რა არის აქ გამოსაძიებელი?”(სტილი დაცულია)
რა არის აქ გამოსაძიებელი? - ამბობს ნოდარ გრიგალაშვილი .. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრი კახა კუკავა კი მიიჩნევს, რომ გამოძიებაზე უარის თქმა დანაშაულის აღიარების ტოლფასი იქნება:
[კახა კუკავას ხმა] ”თუ ვინმეს აქვს ეჭვი, რომ სააკაშვილი გეგმავდა პატარკაციშვილის ლიკვიდაციას და სააკაშვილმა მოკლა ჟვანია.. ეს ყველაფერი დადასტურდება, თუ არ ჩატარდება გამოძიება.”
გამოძიების ჩატარების ალბათობასთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენლის პოზიცია უკვე მოვისმინეთ. თუ რა რეაგირებას აპირებს ხელისუფლება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბრალდებებზე, ეს, ალბათ, პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა. ახლა ყველაზე მეტად საინტერესო ისაა, რა პასუხს გასცემს სააკაშვილი ბრალდებებს, რომელთა უტყუარობაშიც ოქრუაშვილის თანაპარტიელებს ეჭვი არ შეაქვთ.. გია თორთლაძის თქმით:
[გია თორთლაძის ხმა] ”ყველაფერი რეალურია. რეალური რომ არ იყოს, ისე ვინ იტყოდა? ვინ გაბედავდა? ”
ირაკლი ოქრუაშვილმა გაბედა... არსებობს ისეთი აზრიც, რომ ვა-ბანკზე წასვლით მან თავი დაიცვა. სხვა მოსაზრების თანახმად, პრეზიდენტთან პირდაპირი დაპირისპირებით, რისკეზე წასვლით ირაკლი ოქრუაშვილმა ძლიერი ლიდერის თვისებები გამოავლინა. დაიჭერენ თუ არა ყოფილ თავდაცვის მინისტრს? - ეს შეკითხვა საქართველოში დღეს ყველაზე აქტუალურია. ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დაჭერის გეგმა არსებობს, მაგრამ მის რეალიზაციამდე გათვლილი იქნება, ოპოზიციის ფლანგზე რომელ ძალას დააზარალებს ახალი ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური ასპარეზიდან გაყვანა..
ახალ ლიდერს კი გარკვეული პოლიტიკური რესურსი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი წასვლა ხელისუფლებიდან არ მომხდარა პრინციპების ერთგულების დემონსტრირებით. ოქრუაშვილს არ მოეწონა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გადაყვანა.. როგორც გია ნოდია ამბობს, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას ის შეგუებული იყო იმას, რომ ომით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არ მოხდებოდა, მაგრამ ომის რიტორიკით პიროვნულ სიჯიუტეს ავლენდა და ვაჟკაცის, უშიშრის, შეუპოვრის იმიჯს იმკვიდრებდა. სხვადასხვა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ვისაც მოსწონს ის, სწორედ ამ ნიშნებით მოსწონს. ამ ნიშნებით რეიტინგულმა პოლიტიკურმა ფიგურამ კი ხელისუფლებას კომპრომატების ომი გამოუცხადა და, გია ნოდიას აზრით, ამ ომში ხელისუფლება დააზარალა კიდეც: ოქრუაშვილის გარემოცვაში კორუმპირებულების ძებნასა და პოვნაში გამოვლინდა, რომ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დამნაშავეები მართლაც ყოფილან, რომ კორუფცია საქართველოში არ დამარცხებულა, რომ პრობლემები ხელისუფლებაში არის და, თანაც, სერიოზული ... ”კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას ხელისუფლება თვითგაწმენდისთვის გამოიყენებს,” - ამბობს გია ნოდია. თუმცა, ვნახოთ.
ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს გააგრძელოს კომპრომატების გამოტანა.. მისი ერთ-ერთი ჩვენებით დაინტერესდა საქართველოს ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას ძმა. ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ ზურაბ ჟვანია არ გარდაცვლილა იმ ბინაში, სადაც მისი ცხედარი იქნა აღმოჩენილი..