ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობა შეუქცევლად უარესდება.ვლადიმირ პუტინის ამასწინანდელი მუქარა ვაშინგტონის ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის წინააღმდეგ რუსული რაკეტების დამიზნების თაობაზე მხარეთა შორის არსებული დაძაბულობის მხოლოდ ერთ–ერთი უკანასკნელი გამოვლენაა, ნათქვამია სტატიაში, რომელშიც მიმოხილულია კრემლისა და ვაშინგტონის ქმედებათა განმაპირობებელი ძირითადი პოლიტიკური მოტივები. „შეერთებულმა შტატებმა მტკიცე პასუხი უნდა გასცეს რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების დაშინების ყოველ მცდელობას. ენერგეტიკული შანტაჟის შიშის მოსახსნელად ამერიკამ რუსეთი ევროპის ენერგეტიკული ქარტიის რატიფიცირებაზე უნდა დაიყოლიოს. გარდა ამისა, ვაშინგტონმა გულმოდგინე მუშაობა უნდა განაგრძოს დასავლეთის ბანაკთან უკრაინის მისაერთებლად და აიძულოს რუსეთი, ან მეზობლის მაგალითს მისდიოს, ან ევროატლანტიკურ თანამეგობრობასა და გაძლიერებულ ჩინეთს შორის იზოლაციაში აღმოსაჩენად გაიწიროს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ერაყის ომის დამთავრებაა - ომისა, რომელიც ასე ნეგატიურად მოქმედებს ამერიკის უნარზე, გაატაროს გონივრული და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა”, - შენიშნავს ზბიგნევ ბჟეზინსკი სტატიის დასასრულს.
გაზეთი ”ახალი თაობა” დღეს თავის ფურცლებზე ორ პუბლიკაციას უთმობს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, მომავლის გეგმებს და მის გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ასოცირების ალბათობას. სტატიაში „კირკიტაძე და ოქრუაშვილი ბოკერიას წინააღმდეგ ერთიანდებიან“ საუბარია იმაზე, რომ, პარლამენტში დარხეული ხმების თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე დეპუტატთან გამართა შეხვედრა. ამ შეხვედრის დეტალები თურმე ძალიან აინტერესებდა დავით კირკიტაძეს, რომელიც, ”ახალი თაობისათვის” სარწმუნო წყაროს ცნობით, ყველა არხით ცდილობდა იმის გაგებას, რაზე შეთანხმდნენ ოქრუაშვილი და ძიძიგური. გაზეთისავე ცნობით, პარლამენტში უკვე ბევრს ლაპარაკობენ კირკიტაძე–ოქრუაშვილის შესაძლო ალიანსზე. საპარლამენტო ოპოზიცია ამ ალიანსს არ გამორიცხავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კირკიტაძის გუნდი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროს ბოკერიას სერიოზულად შეეჯახა.
ფასებისა და გადასახადების ზრდის ფონზე გვარწმუნებენ, რომ სიღარიბე მცირდება–ამას უკვე გაზეთი ”რეზონანსი” ამბობს, რომლის მოწინავე სტატიაშიც ნათქვამია, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი რეალობას ამახინჯებს და ხშირად პრეზიდენტის მაამებელ მონაცემებს აქვეყნებს. სტატიის ერთ–ერთი რესპონდენტი, ეკონომიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი, მიიჩნევს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი, 103 ლარი, ძალიან დაბალია და შეუსაბამოა როგორც ბაზრის მდგომარეობასთან, ისე კომუნალურ ხარჯებთან: ”სტატისტიკის დეპარტამენტი, სამწუხაროდ, პოლიტიკური შეკვეთების ინსტრუმენტად იქცა. ვფიქრობ, რომ ის თავიდან შეადგენს რეალობასთან მეტ–ნაკლებად მიახლოებულ მონაცემებს, შემდეგ კი გადის ცენზურას მთავრობაში. ციფრებს ასწორებენ და მას საბოლოოდ ხელს ისევ სტატისტიკის დეპარტამენტი აწერს. ეს არ არის ბრალდება, უბრალოდ, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან გამოქვეყნებული ყველა ციფრი რეალობისგან შორსაა“, - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.