“მოულოდნელი განაჩენი”, “რას ერჩის 14 წლის მოზარდს სასამართლო?!” და ასე შემდეგ. ამ სათაურებით ქვეყნდება პუბლიკაციები ქართულ პრესაში კვირის დასაწყისიდან მოყოლებული, შაბათის ჩათვლით. შაბათს გაზეთი ,,ალია” აქვეყნებს სტატიას: ,,ზერეკიძის მშობლები პრესასთან ურთიერთობას წყვეტენ”. გაზეთ “ახალი თაობის” შაბათის პუბლიკაციის სათაურად კი უმრავლესობის ლიდერის გიგა ბოკერიას სიტყვებია გამოტანილი: ,,ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ერთმა ახალგაზრდამ მეორე მოკლას”.
შაბათის ,,რეზონანსი” კი დედაქალაქის მერიის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ,,თბილისში მოზარდებს ოფიციალურად ეკრძალებათ ტოტალიზატორებში შესვლა, ხოლო ინტერნეტკაფეებში სტუმრობა შეეზღუდებათ. პუბლიკაციაში, სათურით: ,,7 საათის შემდეგ მოზარდებისათვის ინტერნეტკაფეები დაიხურება”, ფსიქოლოგი ეკა კაპანაძე ამბობს: “მსგავსი შეზღუდვები მიწოდებული უნდა იყოს არა როგორც სასჯელი და აკრძალვა, არამედ როგორც სითბოთი და სიყვარულით მიცემული გაფრთხილება.”
გასულ კვირას ქართული პრესა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამხედრო თემას. ორშაბათიდანვე გაზეთები აგრძელებენ კოდორის ხეობის დაბომბვისა და ქართული ეკიპაჟის დაღუპვის ფაქტზე პუბლიკაციებს. გაზეთ ,,კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:
,,ჩვენ სამხედრო პილოტებს, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მანქანის მძღოლებად მიიჩნევს და ჰგონია, რომ მათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ამოცანა უნდა შეასრულონ... მი-24-ები, სხვა ანალოგიური ტიპის შვეულმფრენებისგან განსხვავებით, არ იყვნენ აღჭურვილნი ღამის ხედვის მოწყობილობებით და მათი გაშვება ღამით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, თითქმის დასაღუპად გამეტებას უდრიდა,” – წერს გაზეთი ,,კვირის პალიტრა” ორშაბათს.
გაზეთი ,,ახალი ვერსია” კი 21 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში ეჭვქვეშ აყენებს იმ ვერსიას რომ ვერტმფრენის დაღუპვა ცუდმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,მარტის თვეში ეს მეორე ფაქტია, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. დგება თუ არა ეჭვქვეშ სამხედრო საჰაერო ძალების პროფესიონალიზმის ხარისხი და რამდენად კარგად არიან მფრინავები მომზადებულნი ახალი ტიპის ვერტმფრენების სამართავად?”
სამხედრო თემას გასულ კვირაში პრესა თავდაცვის სამინისტროს პრობლემებზე საუბრითაც ეხმიანებოდა. ორშაბათს გაზეთი ,,მთელი კვირა” აქვეყნებს სტატიას - ,,ოქრუაშვილის 75 მილიონი პროკურატურამაც დაადასტურა”. სამშაბათს კი გაზეთი “ახალი თაობა” წერს: ,,თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა კვლავ შეიძლება, მაგრამ არა ისე, გაისად რომ კომისიები შეიქმნას, სად წავიდა 120 მილიონი დოლარიო, არც ისე, რუსულმა ვერტმფრენებმა საქართველოს ცაში რომ ინავარდონ.”
თემას გაზეთი ,,რეზონანსი” აგრძელებს. სამხედრო ექსპერტმა შალვა თადუმაძემ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში თავად მიიღო მონაწილეობა და ხუთშაბათის პუბლიკაციაში საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მკითხველს. “ვფიქრობ, კონკურსის მიმდინარეობისას ნათლად გამოჩნდა ის მიზეზები, რომელთა გამოც ქართული შეიარაღებული ძალების განვითარება და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოება ესოდენ ნელი ტემპით მიმდინარეობს, მიუხედავად სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური ნებისა და აღნიშნული პროცესების ფინანსური უზრუნველყოფისა,” – ვკითხულობათ გაზეთ “რეზონანსში”.
იგივე გაზეთი ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფაქტსაც უბრუნდება და სამშაბათს ვრცელ სტატიას უძღვნის ამ პრობლემას. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,არსებობს იმის საშიშროება, რომ მოხდეს დესანტის გადმოსხმა. ეს ადრეც მომხდარა, მაგრამ მაშინ დესანტის ფუნქცია იყო ტერიტორიის დაკავება და არა საბრძოლო ოპერაციის ჩატარება. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება. რაც უფრო ახლოვდება კოსოვოს პრობლემის გადაწყვეტის თარიღი, მით უფრო მატულობს სერიოზული პროვოკაციის საშიშროება.”
რაც შეეხება კოსოვოს თემას, ხუთშაბათის “24 საათი” ვრცელ სტატიას უძღვნის ამ პრობლემას, სათაურით “კოსოვო და რუსეთის კავკასიური თამაში”. სტატიაში განხილულია ამ პრობლემასთან დაკავშირებული ვერსიები და რუსეთის ინტერესი. ავტორის აზრით, მოვლენები კოსოვოსთან მიმართებით სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს, თუმცა მაინც აჯობებს საქართველო მზად იყოს შესაძლო პროვოკაციებისთვის.
შაბათის “24 საათი” კი აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,უმართავი დამოუკიდებლობის შიში”. პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ,,გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთი კოსოვოს სტატუსის გადაწყვეტის ერთადერთი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა – მის წინადადებას მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ აშშ და წამყვანი ევროპული ქვეყნები უარყოფენ. დასავლელი ექსპერტების აზრით, რუსეთის მიერ ვეტოს უფლების გამოყენება კოსოვოს დამოუკიდებლობას ხელს ვერ შეუშლის, თუმცა, ამ შემთხვევაში, კოსოვოს სუვერენიტეტის მოპოვების პროცესი უმართავი ხდება,” – ვკითხულობთ გაზეთ “24 საათის” შაბათის პუბლიკაციაში.
დაბოლოს, გაზეთ “24 საათის” კიდევ ერთი შაბათის პუბლიკაციის შესახებ. ,,რაც ჩვენს საზოგადოებას პოლიტიკად მიაჩნია, არის ზედაპირზე მყოფი ქაფი” _ ეს სიტყვები რომლებიც სტატიის სათაურად არის გამოტანილი ექსპერტ ალექსანდრე რონდელს ეკუთვნის. პუბლიკაციის ლიდში კი ვკითხულობთ: ,,რას გვიჩვენებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები: ხომ არ არის ჩვენი საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზირებული?” ამ კითხვას ალექსანდრე რონდელთან ერთად პუბლიკაციაში პასუხობენ უმრავლესობის წევრი ელენე თევდორაძე, საპარლამენტო ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელი კახა კაციტაძე, საპარლამენტო ოპოზიციის წრმომადგენელი კახა კუკავა, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი და ექსპერტი დავით აფრასიძე. მათ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რამდენად არის ჩვენი საზოგადოება პოლიტიზებული, გაზეთ “24 საათის” შაბათის პუბლიკაციაში გაეცნობით.