ორშაბათს გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს სტატიას, სათაურით “აფხაზური არჩევანი –ვისთვის დემოკრატიული და ვისთვის იძულებითი”.
“რეზონანსის” ყოველკვირეული გამოცემის, გაზეთ ,,მთელი კვირის”, კორესპონდენტთან საუბარში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის საგანგებო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გია ლომიამ აღნიშნა, რომ ,,გალის რაიონში არჩევნებში მონაწილეობა საკუთარი ნებით მოსახლეობის 8-10-მა პროცენტმა მიიღო, დანარჩენი ნაწილი კი აფხაზეთის მხარემ საარჩევნო უბნებზე ძალით მიიყვანა.
განსაკუთრებული ზეწოლა აფხაზებმა სოფელ ოტობაიას მოსახლეობის მიმართ გამოიჩინეს”, - წერს გაზეთი ,,მთელი კვირა”.
ამ თემის განხილვა მთელ კვირას გაგრძელდა. ,,აფხაზეთის პარლამენტის წევრთა ნახევრის ვინაობა უკვე ცნობილია”, წერდა გაზეთი “რეზონანსი” სამშაბათს, პარასკევს კი იგივე გაზეთი აქვეყნებს სტატიას, სათაურით “როგორ ,,გადააგდეს” აფხაზებმა სომხები”. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,აფხაზეთში ჩატარებული დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ,,სახალხო კრების” უკვე ცნობილი 18 წევრიდან 2 სომეხია. მეორე ტურის შემდეგ სეპარატისტულ პარლამენტში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ეთნიკური სომეხი მოხვდება. არადა, არჩევნებამდე გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, აფხაზეთში მცხოვრები სომხური ეთნოსის წარმომადგენლები სეპარატისტულ პარლამენტში 5 ადგილს ითხოვდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ,,სახალხო კრებაშიც” აფხაზეთის სომხურ დიასპორას ისევ 3 დეპუტატი ეყოლება.”
შაბათს გაზეთი “24 საათი” აგრძელებს კონფლიქტური რეგიონების თემას. 15 აპრილს გაეროში რუსი სამშვიდობოების საკითხის განხილვაა დაგეგმილი და ამ პრობლემებზე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო დროებით კომისიაზე იმსჯელეს. გაზეთი აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,გეგმები და იმედები”, რომელშიც ვკითხულობთ: ,,კომისიის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ ორივე კონფლიქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს.” გაეროში დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით კი გაზეთში მერაბ ანთაძის შემდეგი კომენტარია მოტანილი: ,,ჩვენი პოზიციაა ამ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირდეს ის, რომ საქართველო გაეროს მითითებებს ზუსტად ასრულებს, დსთ-ს ეგიდით მდგარი რუსი სამშვიდობოების მხრიდან კი ეს მითითებები ყოველდღიურად ირღვევა,”- აღნიშნულია შაბათის “24 საათში”.
გასულ კვირას პრესა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბარსაც აგრძელებდა.
გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნდა ვლადიმერ პაპავას წერილი, სათაურით “რუსეთის არალიბერალური “ლიბერალური იმპერია”. ავტორი წერს: “ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ რუსეთის პოლიტიკა ეფუძნება “ლიბერალური იმპერიის” დოქტრინას, რომლის თანახმადაც, რუსეთის წამყვანმა სახელმწიფო და კერძო კომპანიებმა ხელში უნდა აიღონ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საკვანძო ეკონომიკური ობიექტების ხელმძღვანელობა, მათი აქტივების შესყიდვის საშუალებით.”
რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ადამიანის უფლებების შესახებ 2006 წლის მოხსენება წარმოადგინეს. ამ მოხსენებაში, რომელსაც კონგრესს ყოველწლიურად წარუდგენენ, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, მსოფლიოს 196 სახელმწიფოსა და ადმინისტრაციულ ერთეულში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანალიზია გაკეთებული. საქართველოს ამ მოხსენებაში საკმაო ადგილი დაეთმო. გაზეთი ,,24 საათი” აქვეყნებს ვრცელ სტატიას, სათაურით ,,მეგობარი ქვეყნის შენიშვნები”. პუბლიკაციაში ვკითხულობთ: ,, მოხსენების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კომენტარებში აზრთა თანხვედრა მოხდა. სამივე შტო ეთანხმება დასკვნაში გამოთქმულ კრიტიკას – ქვეყნის მართლმსაჯულებისა და პენიტენციური სისტემის გაუმართაობის თაობაზე და მიაჩნიათ, რომ მოხსენებაში გამოთქმული შენიშვნების გამოსწორებას, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისით, სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა გააჩნია.”
შაბათის ,,ახალი თაობა” რეზერვისტების მომზადების და მართვის ახალ კონცეფციას ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას, სათაურით ,,რეზერვისტების გაწვევა 31 მარტიდან იწყება”. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად: აქტიური რეზერვი, ეროვნული გვარდიისა და ინდივიდუალური რეზერვი. 2007 წლიდან 2012 წლამდე, ანუ 5 წლის განმავლობაში, საქართველოს რეზერვი ასი ათას კაცს უნდა აღწევდეს,”- წერს ,,ახალი თაობა”.
და კიდევ ერთი, შაბათის, პუბლიკაცია. ,,დავით გარეჯი საერთო იქნება” - გაზეთ ,,რეზონანსში” ამ სათაურით გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან ვიგებთ, რომ ისტორიული სამონასტრო კომპლექსი, შესაძლოა, ღია ტურისტულ ზონად გამოცხადდეს. პულიკაციაში ვკითხულობთ: ,,საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, როგორც ჩანს, ორივე მხარისათვის მისაღები კომპრომისი გამოიკვეთა.”
და კიდევ ერთი ციტატა: ,,აზერბაიჯანულმა სააგენტო ,,ტრენდმა” დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გიორგი გაბაშვილის მოსაზრება გაავრცელა. გაბაშვილის თქმით, საქართველოსთვის მისაღებია წამოყენებული წინადადება დავით გარეჯის კომპლექსით ერთობლივი სარგებლობის და მის ღია ზონად, ანუ ტურისტული მიზნებით, გამოყენების შესახებ,” – ვკითხულობთ გაზეთ ,,რეზონანსის” შაბათის ნომერში.
ნატოს საკითხი გასულ კვირაში კვლავ ძალზე აქტუალური იყო ქართულ პოლიტიკასა და ქართულ პრესაში. შაბათს ყველა გაზეთი ნატოში ინტეგრაციის კურსის მხარდამჭერი ისტორიული დეკლარაციის შესახებ წერდა. ციტატა “რეზონანსის” პუბლიკაციიდან: ,,ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტის მიღება პარლამენტში კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის ქვეშ. საქმე ის არის, რომ უმრავლესობამ მოინდომა ამ დოკუმენტში მაინცდამაინც საქართველოს ხელისუფლების მიღწევები აღენიშნა. ოპოზიციამ კი განაცხადა, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებთო. საბოლოოდ, როგორც ორივე მხარემ განაცხადა, ცოტა უმრავლესობამ დათმო, ცოტა ოპოზიციამ და ორშაბათს დეკლარაციის ტექსტზე ხელმოწერები შესაძლებელი იქნება,” – ვკითხულობთ გაზეთ ,,რეზონანსის” შაბათის ნომერში. უფრო მეტს, დეკლარაციის ხელმოწერის შესახებ პრესა უკვე მომავალ კვირაში დაწერს.