გაზეთმა “24 საათი” გამოაქვეყნა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის არჩილ გეგეშიძის წერილი - ,,რუსეთი, ევროკავშირი და ჩვენ”, რომელშიც ვრცლად იყო განხილული ევროკავშირის როლი საქართველო-რუსეთის უთიერთობაში. სტატიაში ვკითხულობთ: ,,საქართველო- რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებას ბევრი ჭეშმარიტი გულშემატკივარი ჰყავს. მათ შორის არის ევროკავშირი, რომელიც გულწრფელადაა დაინტერესებული საქართველოს წარმატებით. საქართველოს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვით ევროკავშირმა გარკვეული პასუხისმგებლობა აიღო ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და სხვასთან ერთად გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას.” პუბლიკაციაში განხილულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიული, ფსიქოლოგიური და გეოპოლიტიკური ასპექტები, რუსეთის პოლიტიკის მეთოდები და ინსტრუმენტები, ევროკავშირის ინტერესები საქართველოში და მისი საშუამავლო პოტენციალი.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემა მთელი კვირა გრძელდებოდა. შაბათს “24 საათში” გამოქვეყნდა პუბლიკაცია - ,,როგორ მოვიშორეთ რუსეთის ,,კლანჭები ცაზე”. - ,,რას ნიშნავს, როცა ცას სხვა ქვეყანა აკონტროლებს და მოიშორა თუ არა საქართველომ რუსეთის საიდუმლო სათვალთვალო აპარატურა?” - ამგვარ შეკითხვებზე ცდილობს პასუხის დაძებნას გაზეთი “24 საათი”.
ორშაბათსვე ქართულ პრესაში დაიწყო საუბარი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში შესაძლო სერიოზული ცვლილებების შესახებ. ეს მოლოდინი საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულმა ხმაურიანმა საკადრო ცვლილებებმა წარმოშვა. გაზეთ ”რეზონანსის” ყოველკვირეული დამატება ”მთელი კვირა” ორშაბათს წერდა, რომ ”ხელისუფლებაში გავლენის გადანაწილების ახალი ეტაპი იწყება და რომ, შესაძლოა, ნოღაიდელი მალე, მართლაც, გადააყენონ და მას ეკონომიკის მინისტრი გიორგი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ან კახა ლომაია ჩაენაცვლოს.”
ამ თემაზე პუბლიკაციები გაზეთ “რეზონანსის” მომდევნო ნომრებშიც გაგრძელდა. ოთხშაბათს გაზეთი აქვეყნებს პუბლიკაციას, სათაურით ,,ზურაბ ნოღაიდელზე ძალოვნები კომპრომატებს აგროვებენ”. პუბლიკაციის მიხედვით, ,,ეს, შესაძლოა, ენერგეტიკის სფეროს უკავშირდებოდეს. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ პრემიერის კომპრომეტირება რომელიმე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სცადონ,” - წერს გაზეთი “რეზონანსი”.
ხუთშაბათს საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ეწვია. ამ ვიზიტს ქართული მედია ფართოდ აშუქებდა. გაზეთი “24 საათი”, მაგალითად, აქვეყნებს პუბლიკაციას: ,,სტუმარ-მასპინძლის საერთო მიზნები და ამოცანები”. “უკრაინას არაერთხელ გამოუთქვამს მზადყოფნა და სურვილი თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონფლიქტების მოგვარებაში”, - ვკითხულობთ გაზეთში.
შაბათის პრესა აქტიურად ეხმიანება ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ ჰენრი ობერინგის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ამერიკა კავკასიაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას გეგმავს. ამის თაობაზე გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს პუბლიკაციას - ,,ამერიკული ფარი და რუსული ისტერიკა”. გაზეთი “რეზონანსი” კი ორ პუბლიკაციას უძღვნის ამ თემას: ,,ეს, შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ნატოში გაწევრიანება”, - ვკითხულობთ ერთ პუბლიკაციაში, რომელშიც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს:,,ეს სამხედრო ბაზა არ იქნება, მისი დანიშნულება იქნება იქამდე გააუვნებელყოს იარაღი, ვიდრე ის დასავლეთის ქვეყნებს მიაღწევს.”
მეორე პუბლიკაციას კი ასეთი სათაური აქვს: ,,საქართველო აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილი ხდება”. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი რადარების განთავსების შესახებ ამბობს: ,,თუ რომელ ქვეყანაში განთავსდება, ეს, რა თქმა უნდა, საიდუმლო ინფორმაციაა, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი სისტემები საქართველოში დაინერგოს მანამ, სანამ საქართველო ნატოში არ გაერთიანდება”, - წერს შაბათის გაზეთი “რეზონანსი”.