გაეროს ატომური უწყების, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, ხელმძღვანელი,
მუჰამედ ელ-ბარადეი, აცხადებს, რომ ირანის ატომურ ობიექტებზე სამხედრო შეტევის განხორციელებას შესაძლოა ”კატასტროფული შედეგები” მოჰყვეს. ელ-ბარადეის თქმით, ამან შეიძლება ირანი ატომური ბომბის განვითარებისთვის განაწყოს: [ელ-ბარადეის ხმა:] კვლავინდებურად მჯერა, რომ ირანის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა - და ამჟამად ის ჩვენს ხელთ არის - გახლავთ დიალოგი, მოლაპარაკება, მეზობლებისა და ყველა რელევანტური მხარის ჩართვა. პროცესში უნდა ჩავაბათ არაბული სახელმწიფოები, შეერთებული შტატები. აუცილებლად უნდა ვეცადოთ ამის მიღწევას. მთელი ძალისხმევა უნდა გადავიტანოთ მშვიდობაზე, რადგან ალტერნატივა არ არსებობს. ალტერნატივა ათჯერ უარესი შეიძლება იყოს”. გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელი ამ განცხადებით დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა. მას კონკრეტული ქვეყნები, რომლებიც, შესაძლოა, თავდასხმას გეგმავდნენ, არ დაუსახელებია. ისრაელი, და შეერთებული შტატები უარს აცხადებენ, გამორიცხონ ირანის ატომური პროგრამის სამხედრო ძალით შეწყვეტა.