Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერი აპირებს ევროკავშირის კონსტიტუციის


გერმანიის კანცლერი აპირებს ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტზე ჩიხში შესული დისკუსიის გამოცოცხლებას

გერმანიის კანცლერი აპირებს ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტზე ჩიხში შესული დისკუსიის გამოცოცხლებას
და შიშობს, რომ კონსტიტუციის თაობაზე ერთსულოვნების არ-მიღწევა ისტორიული შეცდომა იქნება. ამ საკითხზე მერკელმა ისაუბრა დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას - ამ სარბიელზე პირველი გამოსვლისას მას შემდეგ, რაც გერმანია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა. მისი თქმით, კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული ვადები უნდა განისაზღვროს გერმანიის ნახევარწლიანი თავმჯდომარეობის დასრულებამდე, ხოლო საბოლოო ხელშეკრულება - 2 წლის განმავლობაში გამფორმდეს. [ანგელა მერკელის ხმა] “ევროპის, წევრი ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების ინტერესებშია ამ პროცესის წარმატებით დასრულება ევროპარლამენტის შემდეგ არჩევნებამდე 2009 წლის გაზაფხულზე”. ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი 2005 წელს უარყვეს საფრანგეთსა და ნიდერლანდში გამართულ რეფერენდუმებზე.
XS
SM
MD
LG