Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სოციალური


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სოციალური დაზღვევის
ერთიანი სახელმწიფო ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს ზაზა სოფრომაძეს გირაოს სახით 50 ათასი ლარის გადახდა შეეფარდა. სოფრომაძემ გირაო 5 დღის ვადაში – მაქსიმუმ 27 ოქტომბერს უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას აღმკვეთი ღონისძიება დაუმძიმდება და პატიმრობა შეეფარდება. ყოფილი გენერალური დირექტორი სასამართლო დარბაზიდან უკვე გათავისუფლდა. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს _ გია სიორიძეს, კობა ძაძამიას, დათო ნათიშვილს, ივანე მელიქიშვილს, ლევან ჟორჟოლიანს და სპარტაკ ბუკიას. მათ ბრალი თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში ედებათ. დანაშაული მძიმე კატეგორიას განეკუთვნება. გამოძიებით დადგინდა, რომ ამ თაღლითობის საშუალებით მითვისებულია 570 ათასი ლარი. თაღლითური ჯგუფი, რომლეშიც შოუ-ბიზნესის წარმოამდგენლებიც იმხილებიან, 8 თვის ფეხმძიმე ქალების მონაცემების გამოყენებით, სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხებს ითვისებდა.
XS
SM
MD
LG