Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მშვიდობის დარგში


ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მშვიდობის დარგში წლევანდელი პრემია მიენიჭა ბანგლადეშელ მუჰამად იუნუსსა და მის მიერ დაარსებულ ბანკს,

ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით, მშვიდობის დარგში წლევანდელი პრემია მიენიჭა ბანგლადეშელ მუჰამად იუნუსსა და მის მიერ დაარსებულ ბანკს,
რომელმაც სახელი გაითქვა მინი-კრედიტების გაცემით. [ოლე დანბოლტ მოესის ხმა] “ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, 2006 წლის ნობელის სამშვიდობო პრემია ორ თანაბარ ნაწილად გაიყოს და მუჰამედ იუნისსა და ბანკ "გრამინს" გადაეცეს. მათ პრემია ეძლევათ ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის ხალხის წიაღიდან წარმოებული სამუშაოსთვის", - განაცხადა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლე დანბოლტ მოესმა. როგორც ნობელის კომიტეტი აღნიშნავს, ღატაკებზე კრედიტის გაცემა ყოველგვარი ფინანსური გარანტიის გარეშე სრულიად წარმოუდგენლად იყო მიჩნეული ამ 30 წლის წინ, როცა მუჰამად იუნუსი საქმიანობას იწყებდა. მას შემდეგ კი, იუნუსისა და მისი ბანკის ძალისხმევის შედეგად, მილიონობით ღატაკმა შეძლო სიღარიბისთვის თავის დაღწევა არა მარტო ბანგლადეშში, არამედ მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაშიც.
XS
SM
MD
LG