გაზეთში იბეჭდება სტატია, სათაურით ”ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს”. ეს სიტყვები რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელს დავით ბერძენიშვილს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ბოდიში ხალხს ყოვლად უაზრო ავანტიურის მსხვერპლად გადაქცევისთვის ეკუთვნის. იმავე აზრისაა სტუდია ”რეს” დირექტორი, ჟურნალისტი მამუკა ყუფარაძე, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიტიკურმა ელიტამ შეცდომა უნდა აღიაროს და ბოდიში მოუხადოს როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ საზოგადოებას. ”მართალია, ამ შეცდომის ავტორი ხელისუფლება აღარ არსებობს, მაგრამ ქვეყნის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, როგორც თავისი წინამორბედის მემკვიდრემ, ამ ნაბიჯის გადადგმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. მან უნდა აღიაროს, რომ საკუთარ მოქალაქეებს - თუნდაც ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებულთ - მთავრობა იარაღით არ უნდა უპირისპირდებოდეს,” - მიიჩნევს მამუკა ყუფარაძე.
”მას შემდეგ, რაც რუსეთისა და არძინბას რეჟიმებმა აფხაზეთში ჩაიდინეს”, ბოდიშის მოხდა მიუღებლად მიაჩნია მსახიობ დიმა ჯაიანს, მიუხედავად იმისა, რომ ”შეცდომები ჩვენც დავუშვით და რუსეთის პროვოკაციას ავყევით. ძნელია დევნილ კაცს, წიგნიერს, ბაზარში რომ დგას და საკუთარ წიგნებს ყიდის, უთხრა - ბოდიში მოიხადეო,” - ამბობს ჯაიანი.
პაატა დავითაია, თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანებისა ”ჩვენ თვითონ”, დარწმუნებულია, რომ საქართველოს, - არც საზოგადოებასა და არც მის ხელისუფლებას, - ამ მხრივ, საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს.
გაზეთი ”ქრონიკა” სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. ავტორი ცდილობს გაარკვიოს, სად იყო და რას აკეთებდა დღევანდელი პოლიტიკური ელიტა 14 წლის წინათ და სვამს კითხვას: გაასამართლებენ თუ არა აფხაზეთის ომის დამნაშავეებს? ეს ჟურნალისტური გამოძიება მოკლე ვარიანტია იმ პუბლიკაციისა, რომელიც გაზეთმა ”ალიამ” ჯერ კიდევ 2000 წლის ივლის-აგვისტოში გამოაქვეყნა, მაგრამ, როგორც ავტორი აღნიშნავს, იმხანად ”ყველა დარწმუნებული იყო, რომ ფაქტებს შევარდნაძის ხელისუფლება არ გამოეხმაურებოდა, რადგანაც იმ პერიოდში სწორედ ის ხალხი მართავდა ქვეყანას, ვისაც ძმის სისხლში ხელი უყარდა”... პუბლიკაციაში არაერთი ცნობილი გვარია ნახსენები, მათ შორის, დღეს მოქმედი პოლიტიკური ფიგურებისაც. ავტორი მიმართავს მათ: ”სანამ ჭკუას დაგვარიგებდეთ, პოლიტიკურ პოზას მიიღებდეთ და სამომავლო პროგნოზებს გააკეთებდეთ, ერთი წამით დაფიქრდით და, თუ საკუთარ როლს გაიხსენებთ ამ ტრაგედიაში, უფრო ობიექტურები იქნებით.”
14 აგვისტოს გამოსულ ”კვირის პალიტრაში” იბეჭდება ინტერვიუ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელთან ბადრი ნაჭყებიასთან. ის ამბობს, რომ ”აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება თვალის დაუხამხამებლად გადავა ტერორისტულ საქმიანობაზე”. ”ვისთან წააგეთ ომი აფხაზეთში?” - კითხვას სვამს ბადრი ნაჭყებია და თავადვე პასუხობს: ”ჩვენმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა დაამკვიდროს ტერმინი ”ტერორისტული გამარჯვება”, რომელიც ზუსტად გამოხატავს 1993 წელს მომხდარს. ჩვენ ხომ სხვა ქვეყნის ტერორისტები გვებრძოდნენ და ეს ჩვენს ხელში სერიოზული ბერკეტი იქნებოდა. შამილ ბასაევმა, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა, ჯერ კიდევ 1991 წელს გაიტაცა თვითმფრინავი, რომელიც მინერალური წყლები-გროზნოს მარშრუტით მიფრინავდა. მხოლოდ ეს მაგალითი იკმარებდა იმის დასამტკიცებლად, რომ შამილ ბასაევი საერთაშორისო ტერორისტი იყო,” - მიაჩნია კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ტერორიზმის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს.