Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის უშიშროების სამსახურის უფროსის, სტეპან


ბელორუსიის უშიშროების სამსახურის უფროსის, სტეპან სუხარენკას განცხადებით,

ბელორუსიის უშიშროების სამსახურის უფროსის, სტეპან სუხარენკას განცხადებით,
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მთავრობის წინააღმდეგ მოწყობილი აქციების მონაწილეებს ”ტერორისტებივით” მოექცევიან. სუხარენკამ პოლიტიკური ოპოზიცია ქუჩის საპროტესტო აქციების გზით ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების დაგეგმვაში დაადანაშაულა, და განაცხადა, რომ ამის წინააღმდეგ სახელმწიფო ყველა აუცილებელ ზომას გაატარებს: [სუხარენკას ხმა]: ”არჩევნების საბაბით, ქვეყანაში იგეგმება ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. ე.წ. რევოლუციის ორგანიზატორები, მათი განცხადებების მიუხედავად, მშვიდობიანი პროტესტისთვის არ ემზადებიან - ისინი ძალადობრივ აქტებს გეგმავენ. ამ აქტების დროს გამოყენებული იქნება ასაფეთქებელი მექანიზმები, მიმართავენ ხანძრებს. ისინი სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირებას ეცდებიან, რომ ორგანოებმა ძალა გამოიყენონ - ეს კი ქაოსს და არეულობას გამოიწვევს, და ასეთ ვითარებაში ისინი ხელთ იგდებენ ძალაუფლებას”. სუხარენკას თქმით, ბელორუსიაში არეულობის მოწყობას ქართველი პოლიტიკოსებიც გეგმავენ. კონკრეტულად, მან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე დაასახელა და განაცხადა, რომ ის ბელორუსიაში ”გრძელი დანების ღამის” მოწყობას აპირებს. სუხარენკოს თანახმად, თარგამაძემ განაცხადა - ”მე პატარ-პატარა აფეთქებებს მოვაწყობ, და ვერავინ გაიგებს, ეს ვინ გააკეთაო”. პარალელურად, სუხარენკამ პრეს-კონფერენციაზე აჩვენა ვიდეოჩანაწერი, სადაც უშიშროების ძალების მიერ დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცის შემდეგი ჩვენებაა ასახული: [დაკავებულის ხმა]: "ვიმყოფებოდი საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წვრთნას გავდიოდი ტერორისტულ ცენტრში. სულ 26 კაცი ვიყავით, მათ შორის ოთხი არაბი... ისე, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა არმიის ოფიცრები იყვნენ. სწავლების 90 პროცენტს ხელჩართული ბრძოლა შეადგენდა. გარდა ამისა, გვასწავლიდნენ ქიმიურ თავდაცვასა და აფეთქების ტექნიკას."
უშიშროების სამსახურის უფროსის ამ პრეს-კონფერენციამდე ბელორუსიაში ოპოზიციური ძალების აქტივისტები დააპატიმრეს, და ქვეყნიდან უცხოელი ჟურნალისტები და დამკვირვებლები გააძევეს. მოსალოდნელია, რომ კვირას, 19 მარტს დანიშნულ არჩევნებზე პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა გაიმარჯვებს და მესამე ვადით მოვა ხელისუფლებაში.
ევროპარლამენტის და შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრებმა ბელორუსიის მთავრობას ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, და არჩევნების სამართლიანად და თავისუფლად ჩატარებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG