დღეიდან მისი სახელი - ისმაილ ჰანია - ხშირად გაიჟღერებს ხოლმე ჩვენი და არა მარტო ჩვენი ეთერით: ჰანია პალესტინელთა პრემიერ-მინისტრი ხდება. პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მას ოფიციალურად ავალებს პალესტინელთა ახალი მთავრობის შექმნას.
ჰანიას შესახებ თავდაპირველად ალბათ ის უნდა ითქვას, რომ ის პალესტინელთა გასამხედროებულ მოძრაობა “ჰამასის” წარმომადგენელია, მისი ხელმძღვანელობის წევრი. “ჰამასი” კი არ აღიარებს ისრაელის უფლებას, იარსებოს და “ჰამასისვე” მიერ არის მოწყობილი აფეთქებები, გასულ წლებში ისრაელის ასობით მკვიდრის სიცოცხლე რომ შეიწირა.
პალესტინელების მომავალ პრემიერ-მინისტრად ჰანია პირველად დასახელდა გუშინ, “ჰამასის” წარმომადგენლებისა და პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოლაპარაკების შემდეგ. “ჰამასის” ლიდერმა, მაჰმუდ ზაჰარმა, ღაზაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა: [ზაჰარის ხმა] “შევხვდით ბატონ პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს და მან ოფიციალურად მოგვმართა შეკითხვით, თუ ვინ არის ჩვენი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ჩვენც ვუპასუხეთ, რომ კანდიდატი იქნება ჩვენი ძმა, ისმაილ ჰანია.”
მაშ, ვინ არის ისმაილ ჰანია?
ის 1963 წელს დაიბადა ღაზის სექტორში განთავსებულ შატის ლტოლვილთა ბანაკში, სწავლობდა გაეროს სკოლებში, რომლებიც ლტოლვილებისთვისაა განკუთვნილი და 1987 წელს დაამთავრა ისლამური უნივერსიტეტის არაბისტიკის ფაკულტეტი. ჯერ სტუნდეტ აქტივისტებს შორის იყო, მოგვიანებით კი დაუახლოვდა ჰამასის დამფუძნებელს, შეიხ აჰმედ იასინს, რომელიც 2004 წელს ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშისას დაიღუპა.
მანამდე, 1992-ში, ჰანიას ემიგრაციაში წასვლა მოუწია, როცა ის და ჰამასის კიდევ 400-მდე აქტივისტი ისრაელმა ლიბანში გააძევა. ერთ წელიწადში ჰანია ღაზაში დაბრუნდა და ისლამური უნივერსიტეტის დეკანიც გახდა.
[მახულის ხმა] “ის ძალიან პოპულარული პიროვნებაა, როგორც ერთ-ერთი - ლტოლვილებს შორის, როგორც კაცი, რომელიც ძალიან აქტიურ საქმიანობას ეწევა ღარიბებისთვის ლტოლვილთა ბანაკებში. ის ხალხის წარმომადგენელია, მართლა ხალხიდან მოდის, ქვედა ფენიდან არის გამოსული”, - ამბობს პოლიტოლოგი ამირ მახული, რომელიც არაბებისა და ისრაელის ურთიერთობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელმძღვანელობს ისრაელის ქალაქ ჰაიფაში. ექსპერტი აღნიშნავს, რომ პალესტინელების მომავალ პრემიერ-მინისტრს დღემდე არ გაუწყვეტია რიგით პალესტინელებთან კონტაქტი, ის მშობლიურ ბანაკში ცხოვრობს, უბრალო სახლში...
[მახულის ხმა] “ის და მისი მთელი ოჯახი ღაზის ბანაკიდან არიან. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული არეალი. ხალხს ძალიან მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, ეს არის მრავალრიცხოვანი ოჯახები - ტრადიციული პალესტინური ოჯახები. და ბანაკებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს პალესტინელი ხალხისთვის. ეს არის ღრმა სიმბოლური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც ლტოლვილთა პრობლემას წარმოაჩენს”.
პალესტინელების მომავალ პრემიერ-მინისტრს ბევრი მიიჩნევს პრაგმატიკოსად იმის გამო, რომ “ჰამასის” ფრაქციამ, რომელსაც ის მიეკუთვნება, შეარბილა ისრაელისადმი აგრესიული კურსი და ახლა შესაძლებლად მიიჩნევს ხანგრძლივ ზავს მასთან. ისრაელი პოლიტოლოგი იოსი მეკელბერგი აღნიშნავს:
[მეკელბერგის ხმა] “აქ არის პრაგმატიზმის ელემენტი. 1988 წლის ქარტიიდან ისინი უფრო პრაგმატულ პლატფორმაზე გადავიდნენ, ლაპარაკობენ არა ისრაელის განადგურებაზე, არამედ ხანგრძლივ ზავზე, რომელსაც “ჰუდნას” უწოდებენ. ასე რომ, არის ცვლილება, რომელიც საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმას მაინც აჩვენებს, რომ “ჰამასში” არსებობს ფრაქციები, რომელთაც ესმით, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას საჭიროა ცოტა განსხვავებული პოზიციის ქონა”.
პალესტინელების მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ისმაილ ჰანიამ ამ, განსხვავებული პოზიციის მართებულობაში უნდა დაარწმუნოს პალესტინელების პარტიები, რომლებთანაც კოალიციური მთავრობის შექმნას აპირებს. მოლაპარაკებებისთვის მას 5 კვირა ეძლევა, რის შემდეგაც რთული საქმის კეთება მოუწევს. ისრაელი არ აპირებს თანამშრომლობას პალესტინელების მთავრობასთან, რომლის შემადგენლობაშიც “ჰამასია”. ეს იმიტომ, რომ ისრაელი “ჰამასს” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ გასამხედროებულმა მოძრაობა “ჰამასმა” წელს, იანვარში გაიმარჯვა პალესტინელთა საპარლამენტო არჩევნებში.