საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, ოფიციალურად გამოაქვეყნა სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის დეტალიზებული გეგმა. სხდომას 50მდე ქვეყნის ელჩი ესწრებოდა.
როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, გეგმა საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებას და ამ მიზნით შერეულ საკონტროლო კომისიაში მუდმივ წევრებად ეუთოს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეყვანას ითვალისწინებს.
წარდგენილ გეგმას რუსეთის ელჩის გარდა ყველა გამომსვლელმა დაუჭირა მხარი. რუსეთის ელჩი სამშვიდობო პროცესში ამერიკისა და ევროკავშირის ჩართვის წინააღმდეგ გამოვიდა.