საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა. 17-კაციანი ოპოზიციური ფრაქციის
– "დემოკრატიული ფრონტის“ – ოფიციალურ პრეზენტაციაზე მისმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ფრაქცია იქნება ერთგული "ვარდების რევოლუციის" იმ იდეალებისა და პრინციპებისა, რომელიც "ხელისუფლების მიერ იგნორირებულია." ფრაქციაში შევიდა კონსერვატული პარტიის რვა და რესპუბლიკური პარტიის ექვსი წევრი; მათ შორის ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი, დავით ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა და სხვები. მათს გარდა ფრაქციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი გია თორთლაძე და "ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფასებით, ახალი ოპოზიციური ფრაქცია ვერ შეძლებს გახდეს ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.