პრეზენტაცია გაიმართა. საზოგადოების ლიდერთა შორის რამდენიმე ცნობილი პიროვნებაა: ელიზბარ ჯაველიძე, თემურ ჟორჟოლიანი, მაია ნიკოლეიშვილი და სხვ. მათი ერთობის მთავარი მიზანია საქართველოდან სოროსის, როგორც იდეოლოგის, გაძევება.
თბილისში ”ღია საზოგადოება - საქართველოს” – ”სოროსის ფონდის” ოფისთან თითქმის ყოველდღე იკრიბებიან ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, მომხრეები, პრეზიდენტის ქვრივის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ლიდერობით, და ფონდის საქართველოდან გაძევებას მოითხოვენ. ამიერიდან ისინი მარტონი აღარ იქნებიან: 3 ოქტომბერს მოძრაობა ”ანტისოროსი” დაფუძნდა.
[ისმის პატრიოტული სიმღერა]
საქართველოს ყიდვასა თუ გაყიდვაში, ანექსიასა თუ დანგრევაში ჭადრაკის სასახლეში შეკრებილი ”ანტისოროსელები” ერთ პიროვნებას, ჯორჯ სოროსს, ადანაშაულებდნენ. ორგანიზაციის ერთ-ერი ლიდერის, თემურ ჟორჟოლიანის, მოსაზრება:
[თემურ ჟორჟოლიანის ხმა] ”ყველა ის პრობლემა, რაც ქვეყანას აქვს, სოროსთან არის დაკავშირებული: განათლების სისტემის დანგრევა, მეცნიერებათა აკადემიის დანგრევა, სულიერი გადაგვარება დაკავშირებულია ისევ და ისევ სოროსთან.”
თანამებრძოლის აზრს ანტისოროსის კიდევ ერთი ლიდერი მაია ნიკოლეიშვილი განავრცობს:
[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] ”სოროსი დგება საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა, ახორციელებს რა პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას...”
მაია ნიკოლეიშვილი თავად არის წარსულში, კერძოდ კი, 1998 – 99 წლებში, სოროსის ფონდის გრანტის მიმღები. როგორც მან მითხრა, სოროსის დაფინანსებით ორი პროექტი აქვს განხორციელებული.
[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] ”როცა მე მივხვდი, რა იყო ეს და რას ხმარდებოდა, ვნანობ, რომ სოროსის ფულს ხელი მოვკიდე.”
მე სოროსის ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ნინო ჩინჩალაძეს დავუკავშირდი იმის გასარკვევად, თუ ვინ საზღვრავს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებს, რომელთა ზემოქმედებას ქვეყნისთვის დამანგრეველად მიიჩნევენ ანტისოროსული მოძრაობის ლიდერები.
[ნინო ჩინჩალაძის ხმა] ”ვინც იცის სოროსის ფონდის მუშაობის პრინციპები, იცის, რომ ეს არ არის ნიუ-იორკიდან თავსმოხვეული. ეს არის ყველაფერი ის, რასაც ადგილობრივი საბჭო განსაზღვრავს.”
ახლა კი იმ საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებსაც მოვუსმინოთ, რომლებიც ანტისოროსული გაერთიანების პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ.
[მოქალაქეთა ხმა] ”არ ვიცი, რატომ ვარ მოსული...”
”სოროსი უნდა გავაძევოთ, იმიტომ რომ კარგი არაფერი გაუკეთებია...”