ზურგს მოწყვეტილი და მცირე საბრძოლო მასალის ამარა დარჩენილი ქართული სამხედრო შენაერთები უთანასწორო ბრძოლას აწარმოებდნენ აფხაზურ და ჩრდილოკავკასიურ სამხედრო ფორმირებებთან, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ ყველა სტრატეგიული სიმაღლე და ქალაქ სოხუმის გარეუბანში იყვნენ გამაგრებულნი. მაგრამ რა პროცესები უძღოდა წინ სოხუმის ოპერაციას? რა იყო სამხედრო მარცხის მიზეზი და ვინ იყვნენ ის მებრძოლები, სოხუმს ბოლო წუთებამდე რომ იცავდნენ?
გადამდგარ პოლკოვნიკ ალექსი ბარბაქაძეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში დაწყებიდან ბოლომდე მოუწია ყოფნა. “შავნაბადას” ბატალიონთან ერთად სექტემბრის ბოლოს ცაგერასთან იმყოფებოდა. ჯარისკაცებს სულ 10-ოდე კილომეტრი აშორებდათ სოხუმამდე, მაგრამ ქართულმა ქვედანაყოფებმა, დიდი მსხვერპლის მიუხედავად, ვერ მოახერხეს მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდის გარღვევა. პოლკოვნიკი ბარბაქაძე ოპერაციის წარუმატებლობას რამდენიმე გარემოებით ხსნის:
[ალექსი ბარბაქაძის ხმა] “მოწინააღმდეგემ უპირატესობას მიაღწია იმ ხელშეკრულებით, რომლის დადების შემდეგაც ჩვენ არტილერია და ტანკები აღარ გვყავდა. მოწინააღმდეგე იყენებდა არტილერიას, ჩვენ კი ვიყავით მხოლოდ მსუბუქი შეიარაღებით. ჩვენ მობილურობა დავკარგეთ, როდესაც სამეგრელოში მოხდა გაჩერება ჩვენი ჯარების და როდესაც ფოთთან მიმდინარეობდა ბრძოლები, როდესაც სამოქალაქო ომმა იჩინა თავი.” (სტილი დაცულია)
სოხუმის დაცვის ბრძოლებში მონაწილეობდა გადამდგარი გენერალი გუჯარ ყურაშვილი, რომელსაც სამხედრო ხელმძღვანელობის საბედისწერო შეცდომად მიაჩნია მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და არტილერიის სოხუმიდან გაყვანა. თანაც, გენერლის თქმით, ქართულ მხარეს სამშვიდობო შეთანხმების მოთხოვნა გადაჭარბებული გულმოდგინებით შეუსრულებია და ტექნიკა საერთოდ აფხაზეთიდან გაუყვანია:
[გუჯარ ყურაშვილის ხმა] “თან ტექნიკა ჩვენ ენგურის ხიდამდე კი არ გამოვიყვანეთ, დავტვირთეთ ბარჟებზე, ამისთვის თან რუსებს ფული გადავუხადეთ. შემდეგ ფოთში ჩამოვიყვანეთ და ფოთში კი არ გავაჩერეთ, არამედ ჩამოვიყვანეთ თბილისში. აბა, წამგებიანი არ იყო ეს ხელშეკრულება?”(სტილი დაცულია)
რადგან სახმელეთო გზით სოხუმის დამცველების დახმარება არ ხერხდებოდა, სამხედრო ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დამხმარე ძალა სოხუმში საჰაერო ტრანსპორტით გადაესხა. ამ მიზნით 22 სექტემბერს თვითმფრინავით სოხუმისკენ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სპეცდანიშნულების ნაწილი გადასხეს. მაგრამ მოწინაააღმდეგემ თვითმფრინავი, ბაბუშერას აეროდრომზე დაშვებისას, ჰაერში ააფეთქა. დაღუპულთა შორის იყო თბილისელი ბელა ზალდასტანიშვილის ორი შვილი და ორი ძმა.
[ბელა ზალდასტანიშვილის ხმა] "ოთხივე ერთად მუშაობდა და ოთხივე 22-ში ერთად ისხდნენ და მერე არაფერი აღარ ვიცი. ვიცი, რომ აფეთქდა თვითმფრინავი და გადმოსვენებულიც არც ერთი არ არის."(სტილი დაცულია)
26 სექტემბერს საქართველოს სამთავრობო ჯარებმა სოხუმი დატოვეს. მაგრამ რამდენიმე ჯგუფი განაგრძობდა ბრძოლას. მათ შორის იყვნენ სოხუმის მინისტრთა საბჭოს დამცველები, ვინც ჟიული შარტავასა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ბოლომდე დარჩა ალყაშემორტყმულ შენობაში. მოწინააღმდეგეებმა ჟიული შარტავა და სოხუმის მერი უცნობი მიმართულებით წაიყვანეს და მეორე დღეს სიცოცხლეს გამოასალმეს. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის დამცველები კი 26 სექტემბერს 9 აპრილის მემორიალზე დახვრიტეს. მათ შორის იყო დაღუპული მებრძოლების მოძიების არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის ვლადიმერ დობორჯგინიძის ვაჟი.
[ვლადიმერ დობორჯგინიძის ხმა] "ეს იყო გენადი ფიცხელაური, რომელიც ჩვენს ბიჭებთან ერთად იყო. მაგ გენადი ფიცხელაურმა გვითხრა, რომ ეს ბიჭები დახვრიტეს და მათ შორისო, ჩემი შვილიც დაასახელა ცამეტ კაცში, მე ვნახეო დახვრეტილი 9 აპრილის მემორიალთანო, სოხუმში."(სტილი დაცულია)
მაგრამ შეიძლებოდა თუ არა ბრძოლის გაგრძელება და აფხაზეთის დარჩენილი ტერიტორიის დაცვა? ამაზე ომის მონაწილეთა აზრი ორად იყოფა. პოლკოვნიკი ალექსი ბარბაქაძე ფიქრობს, რომ მარცხი გარდაუვალი იყო შიდა ღალატის გამო:
[ალექსი ბარბაქაძის ხმა] “ბევრი კომპონენტია მანდ, რომელსაც ახლა, როგორც პროფესიონალი, სულ სხვა თვალით ვუყურებ. პირველ რიგში, არ იყო, მოშლილი იყო მართვა. მეორეც, არ იყო ერთიანობა. ძალიან რბილი შეფასება იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩევნ ერთმანეთს ხელი შევუშალეთ. ჩვენ ხელი შეგვიშალეს. თუ გავიხსენებთ, რომ ფოთსა და სოხუმზე ერთდროულად დაიწყო შეტევა და შემდეგ განვითარებულ პროცესებს, ამან სერიოზული ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა მეომრებზე.”(სტილი დაცულია)
გენერალი ყურაშვილი კი სხვა აზრისაა. იგი იხსენებს, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ კოდორის ხეობის გზით ჩავიდა ოჩამჩირის რაიონში, სადაც იმ დროს საკმაო რაოდენობის სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი. გენერალი გუჯარ ყურაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველოს არ შესწევდა ძალა სამხედრო ოპერაციები ეწარმოებინა და მოწინააღმდეგე თუნდაც ოჩამჩირის მისადგომებთან შეეკავებინა. მაგრამ თუ რატომ დათმო უბრძოლველად ქართულმა ჯარმა ოჩამჩირე და შემდეგ გალიც, ამის თაობაზე გუჯარ ყურაშვილს საკუთარი მოსაზრება აქვს:
[გუჯარ ყურაშვილის ხმა] “27-ში სოხუმი დაეცა. მე 30-ში კოდორიდან ჩავედი ოჩამჩირეში. ცაგერაში რომ მივედი, 500-ზე მეტი შეიარაღებული პიროვნება იდგა ცაგერაში, 500-ზე მეტი კბილებამდე შეიარაღებული ქართველი. მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველა წამოვიდა იქიდან, 24-ე ბრიგადამ ისე დატოვა ოჩამჩირე, რომ ერთი ტყვია არ გაუსვრია.”(სტილი დაცულია)
27 სექტემბერს სოხუმის დაცემას ენგურის სხვადასხვა მხარეზე 12 წელია სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ. აფხაზები ამ თარიღს დღესასწაულობენ, როგორც დამოუკიდებლობის დასაწყისს, ქართველები კი გლოვობენ. თუმცა ბოლო დროს ხელისუფლებაში სულ უფრო ძლიერდება რწმენა, რომ საქართველომ მალე უნდა აღადგინოს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა:
[ნინო ბურჯანაძის ხმა] “სულ უფრო ახლოვდება ის დღე, როდესაც ამ დღეს ჩვენ გავიხსენებთ როგორც წარსულ მწარე დღეს, მაგრამ უკვე ახალი იმედებით და გეგმებით შევხვდებით ერთიან საქართველოში. მე ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, ერთი წამით.”(სტილი დაცულია)
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ არის ხელისუფლების ერთადერთი წევრი, ვინც ასე ფიქრობს. თუმცა კონკრეტული პასუხი არ ჩანს შეკითხვაზე, თუ რა ასაზრდოებს ასეთ მყარ რწმენას.