ყრილობის 300-მდე დელეგატი 40 წუთის განმავლობაში მოისმენს ინფორმაციას ორგანიზაციაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. ერთმანეთს, ისევე როგორც შარშან, ამჯერადაც გაერთიანების მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი ტუღუში და მომსახურების სფეროს პროფკავშირის ლიდერი ირაკლი პეტრიაშვილი დაუპირისპირდებიან. როგორი განწყობაა დაპრისპირებულ მხარეთა ბანაკებში?
[ისმის ხმები] „ნაწილს ხელითაც დავჭრი, თორემ ვერ მოვასწრებთ...“
ეს ქალბატონები ყრილობის დელეგატებისთვის მოსაწვევ ბარათებს ამზადებენ. სულ, როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ლონდა სიხარულიძე ამბობს, ყრილობის მუშაობაში 300-მდე დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ყრილობა იმ შემთხვევაში იქნება უფლებამოსილი, თუკი რეგისტრაციას დელეგატთა ორი მესამედი გაივლის. ლონდა სიხარულიძე რიგგარეშე ყრილობის მოწვევის აუცილებლობას შემდეგი გარემოებით ხსნის:
[ლონდა სიხარულიძის ხმა] „ჩვენმა ოპონენტმა, რომელმაც ყრილობაზე ვერ გაიმარჯვა მაშინ, მიზნად დაისახა დაპირისპირება. გამოიყენა ძალისმიერი მეთოდები - არჩევნებიდან ექვსი თვის თავზე შემოიჭრა ჯერ საბჭოს სხდომაზე, თავისი მხარდამჭერებით, შემდეგ შემოიჭრა და ორი სართული დაიკავა... ამ დაპირისპირების განსამუხტავად საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რიგგარეშე ყრილობის მოწვევისა. სხვა რამ, წესდებით გათვალისწინებული საფუძველი, ამ ყრილობას არ გააჩნია.“(სტილი დაცულია)
უკანასკნელმა ყრილობამ, რომელიც 2004 წლის 19 ნოემბერს გაიმართა, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ ირაკლი ტუღუში აირჩია, თუმცა დამარცხებულმა კანდიდატმა ირაკლი პეტრიაშვილმა არჩევნების შედეგები არ ცნო. მისი თქმით, პროფესიული კავშირების გამგეობის ხელმძღვანელობამ განსხვავებული აზრის მქონე დელეგატები დარბაზში არ შეუშვა. პეტრიაშვილი იმედოვნებს, რომ მისი ოპონენტი ამჯერად წინდახედულებას გამოიჩენს და ყრილობის გახსნამდე გადადგება:
[ირაკლი პეტრიაშვილის ხმა] „ოპოზიცია პროფკავშირებში დღეს შეკრულია ისე, როგორც არასდროს. 85 პროცენტს მიაღწია ჩვენ მხარდამჭერთა რიცხვმა, მეტს თუ არა. რაიონებში ხალხი აშკარად წინააღმდეგია ტუღუშის მმართველობის. ტუღუში თავის თავისთვის ყოველთვის ჭკვიანია და, იმედია, ახლაც გამოიჩენს გონიერებას და ყრილობის გახსნამდე გადადგება.“(სტილი დაცულია)
მაგრამ ბრძოლის გარეშე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს პროფესიული კავშირების გამგეობის მოქმედი თავმჯდომარე, რომელიც ამ ორგანიზაციას 1992 წლიდან ხელმძღვანელობს. „თუ გარედან არ დაეხმარნენ, პეტრიაშვილს არჩევნების მოგება გაუჭირდება,“ - დარწმუნებულია ირაკლი ტუღუში:
[ირაკლი ტუღუშის ხმა] „ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, რომ მე ვაპირებ გადადგომას. შეიძლება ოპონენტებმა მეტი იციან, თუ რა ბერკეტების ამოქმედებას აპირებენ, რათა მე გადადგომა მაიძულონ. ერთი რამე შემიძლია ვთქვა: თუ გარედან არ ჩაერევიან, ჩემს ოპონეტს არჩევნების მოგება გაუჭირდება.“(სტილი დაცულია)
პროფესიული კავშირების გაერთიანებაში მიმდინარე მოვლენებისადმი აბსოლუტურად გულგრილნი არიან თბილისელები, რომელთა აზრით, საქართველოში პროფესიული კავშირი ფიქტიურად არსებობს.
[მამაკაცის ხმა] „კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი ჩვენს პროფკავშირებზე და, საერთოდ, მე მგონი, არც არაფერი კეთდება ჩვენს პროფკავშირებში. მე არ მახსოვს პროფკავშირების გაკეთებული საქმე. “
[მამაკაცის ხმა] „მე მგონი, საერთოდ არ მუშაობენ და ფიქტიურად არსებობენ.“
ვის მოუწევს 23 სექტემბრიდან პროფკავშირების ავტორიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა? ამ კითხვას პასუხს რიგგარეშე ყრილობის დელეგატები გასცემენ. ორგანიზაციის წესდების თანახმად, არჩევნებს მოიგებს და, შესაბამისად, საქართველოს პროფესიული კავშირების გამგეობას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს ის კანდიდატი, რომელიც ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს.