იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა
ამ ქალაქის ატომური დაბომბვის 60 წლისთავთან დაკავშირებით. "მტკიცედა გვაქვს გადაწყვეტილი არ დავუშვათ ნაგასაკისა და ხიროსიმის ტრაგედიის განმეორება, ამიტომაც ვხელმძღვანელობთ პაციფისტური კონსტიტკციით და ვადასტურებთ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობას. განზრახული გვაქვს ვუხელმძღვანელოთ მოძრაობას, რათა მთელი მსოფლიო გარდაიქმნას ბირთვული იარაღისაგან თავისუფალ ზონად , და დაჟინებით მოვითხოვთ, რომ უარყოფილ იქნეს საყოველთაოდ ბირთვული იარაღი", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ. ატომური ყუმბარის აფეთქების შედეგად ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს 70 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. შაბათს იაპონიამ ხიროსიმაში დაბომბვის დროს დაღუპული 140 ათასი თანამემამულის ხსოვნას მიაგო პატივი.