იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, რომში პოლიციამ დააკავა სომალში დაბადებული მამაკაცი - ოსმან ჰუსეინი - რომელიც სავარაუდოდ გასულ კვირაში
რომში წარუმატებლად განხორციელებული ტერორისტული აქტების ერთ-ერთი მონაწილეა. ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ მოკლე განცხადებას აკეთებს პიტერ კლარკი - ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის ანტიტერორისტული სამსახურის ხელმძღვანელი: (პიტერ კლარკის ხმა) "მე შემიძლია დავადასტურო, რომ ერთი მამაკაცი, რომელიც ასევე შედიოდა გამოძიების ინტერესებში, რომში დააკავეს. ჩვენ ზედმიწევნით კარგად განვიხილეთ ეს საკითხი იტალიის ხელისუფლებასთან. ეჭვმიტანილის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერი გაიცა. ჩვენ შევეცდებით დაკავებულის ამ ქვეყანაში, ამ ქვეყნის კანონმდებლობის დაქვემდებარებაში, გადმოყვანას." ბრიტანეთის პოლიცია ასევე ავრცელებს ცნობას აფეთქებებში ეჭვმიტანილის მუკტარ საიდ-იბრაჰიმის ლონდონში დაკავების შესახებ. ბრიტანეთის მედია კი, ლონდონსა და რომში განხორციელებული რეიდების შედეგად, ლონდონის აფეთქებებში ეჭვმიტანილი 4-ვე პირის დაკავების შესახებაც იუწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი ეჭვმიტანილი პოლიციამ ოთხშაბათს ბირმინგემში დააკავა.