Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის პოლიციის ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის


ლონდონის პოლიციის ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის დედაქალაქში გუშინ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

ლონდონის პოლიციის ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთის დედაქალაქში გუშინ მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა
50-ს გადააჭარბა. ასეთი ინფორმაცია გაავრცელა ლონდონის პოლიციის უფროსმა იენ ბლერმა. მისივე თქმით, დაჭრილია 700-მდე ადამიანი, რომელთაგან ოცზე მეტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. იენ ბლერმა დასძინა, რომ მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვის გაზრდა, რადგან მეტროს გვირაბებიდან ყველა გვამის ამოღება ჯერ ვერ მოხერხდა. [იენ ბლერის ხმა] "ამ მომენტისთვის უნდა განვაცხადოთ: ვიცით, რომ დაღუპულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. უაღრესად რთულია დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დადგენა, რადგან აფეთქებების ობიექტებიდან ორი მეტად მოუხერხებელია გვამების ამოღების თვალსაზრისით." ლონდონის პოლიციის უფროსმა დასძინა, რომ აფეთქებები "ალ-ყაიდის" ხელწერაზე მიანიშნებს. შეგახსენებთ: სამი აფეთქება მეტროში მოხდა, ერთი - ლონდონის ცენტრში მოძრავ ავტობუსში.
XS
SM
MD
LG