საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი ხმების 96 პროცენტით აირჩია. 96 პროცენტს ჰქონდა თავისი ახსნა: რევოლუციის მიერ მოტანილი ეიფორია, რომელმაც სააკაშვილისგან პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატი შექმნა. 2004 წლის 4 იანვარს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა რეკორდი მოხსნა. შეგახსენებთ: 1991 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად ამომრჩევლის 87 პროცენტის მხარდაჭერით იქნა არჩეული. მინდა გესაუბროთ ერთი წლის წინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის საინტერესო შედეგზე.
2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოში 38 ქვეყნიდან ჩამოსულმა 450-მდე დამკვირვებელმა აწარმოვა. მონიტორინგის შედეგად, დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიამ დაასკვნა, რომ 4 იანვრის არჩევნებში იყო გარკვეული პროგრესი, თუმცა ამ არჩევნებით მოხდა საქართველოს საარჩევნო სისტემისა და დემოკრატიული პროცესებისადმი ქვეყნის ერთგულების ნაწილობრივი გამოცდა.
არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, თვალში საცემი იყო ამომრჩევლის მაღალი აქტივობა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო სიაში შეყვანილ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 85 პროცენტმა, თუმცა, როგორც გვახსოვს, ამომრჩეველთა ახალი სიის შედგენისთვის წარმოებულმა პროცესმა - ვგულისხმობთ ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესს - ვერ უზრუნველყო საარჩევნო ხმის უფლების მქონე ყველა მოქალაქის სიაში შეყვანა. შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით რეგისტრაციის პროცესი არჩევნების დღესაც გაგრძელდა და ამის გამო არჩევნების დასრულებამდე შეუძლებელი გახდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დადგენა. ამომრჩეველთა წინასწარი რეგისტრაცია საერთოდ არ ჩატარებულმა აჭარაში და ამ მიზეზით არჩევნებს იქ სერიოზული გაურკვევლობა ახლდა. ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, გამონაკლისი ქვემო ქართლში აღინიშნა.
2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა და მათ შორის სააკაშვილს ანგარიშგასაწევი კონკურენტი არ ჰყოლია. როინ ლიპარტელიანს, ქართლოს ღარიბაშვილს, ზურაბ ქელეხსაშვილს, ზაზა სიხარულიძესა და თემურ შაშიაშვილს შორის ამომრჩევლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე მაღალი ნდობა შაშიაშვილმა მოიპოვა - 1, 85 პროცენტი. მიხეილ სააკაშვილს ხმა აქტიურ ამომრჩეველთა 96 პროცენტმა მისცა.
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “მისი მოსვლა იყო სრულიად განსაზღვრული. წელი დაიწყო გამოცხადებული ქრონიკით. ცნობილი იყო, ვინ იქნებოდა პრეზიდენტი. იყო ძალიან დიდი იმედები. “
[თინა ხიდაშელის ხმა] “ მოლოდინი იყო ძალიან მაღალი და გასაგებია, ეს მოლოდინი ვერ გამართლდებოდა. მოლოდინის უსაფუძვლი ზრდაში კი ხელისუფლებამ ცუდი როლი ითამაშა, მაგრამ რაც ობიექტურად იყო მოსალოდნელი,ისიც არ მოხდა. “
რა მოხდა 2004 წლის 4 იანვარს და რა მოიტანა მიხეილ სააკაშვილისადმი გამოცხადებულმა ლამის 100 პროცენტიანმა მხარდაჭერამ? - ამ შეკითხვაზე საპასუხოდ დეპუტატ ლევან ბერძენიშვილისა და იურისტ თინა ხიდაშელის კომენტარები შემოგთავაზეთ.
აქვე საინტერესო უნდა იყოს იმის განმარტება, თუ რა იგულისხმა თინა ხიდაშელმა ნათქვამში: რაც ობიექტურად მოსალოდნელი იყო, ისიც არ მოხდაო.
[თინა ხიდაშელის ხმა] “ჩემი მოლოდინი ის იყო, რომ ამ ნდობას მიხეილ სააკაშვილი გამოიყენებდა სახელმწიფოსადმი პატივისცემის ზრდისთვის, კანონის უზენაესობისადმი პატივისცემის ზრდისთვის და სწორედ ეს არ მოხდა. “
ამ და სხვა მიზეზების გამო, თუნდაც იმის გამო, რომ მტკივნეული რეფორმების გატარებას მოსდევს განაწყენება ხელისუფლებაზე, დღევანდელი ხელისუფლების პირველი პირები და, მათ შორის, პრეზიდენტი დღეს აღარ არიან ისეთი პოპულარულები, როგორიც 1 წლის წინ იყვნენ. რევოლუციის შემდგომი ეიფორია - ეს ნორმალური პროცესია, თუმცა ხელისუფლება ამას ვერ ეგუება და მუდმივად ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ისეთივე პოპულარულია, როგორიც ერთი წლის წინ იყო.