Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთში ისევ გაიხსნა აშშ-ის


საუდის არაბეთში ისევ გაიხსნა აშშ-ის საელჩო დედაქალაქ რიადში, მაგრამ საკონსულო ქალაქ ჯედაში ისევ დახურულია

საუდის არაბეთში ისევ გაიხსნა აშშ-ის საელჩო დედაქალაქ რიადში, მაგრამ საკონსულო ქალაქ ჯედაში ისევ დახურულია
მასზე ექსტრემისტების იერიშიდან ორი დღის შემდეგ.
ორშაბათს ჯედაში ამერიკულ საკონსულოზე თავდასხმისას საკონსულოს 5 მუშაკი მოკლეს, დაიღუპა ასევე 4 თავდამსხმელი, მეხუთე დაიჭრა და დაპატიმრებულია. იერიშის პასუხისმგებლობა იკისრა "ალ-ყაიდის" მოკავშირე ორგანიზაციამ: ის აცხადებს, რომ საკონსულოზე იერიში იყო პასუხი ამერიკელების მიერ ერაყის ქალაქ ფალუჯაში განხორციელებულ ოპერაციაზე.
XS
SM
MD
LG